⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.06.2025)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2022
ძალის დაკარგვა 14.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/45
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016723
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 244 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2022 მიღება
14.06.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება  №1-1/45 2022 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო – ემბლემა (შემდგომში – ემბლემა) თანდართული სახით. 2. ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული ხუთჯვრიანი კომპოზიცია და ოქროს, ლაჟვარდისა და სევადის წახნაგებით შედგენილი მინერალური რესურსების სტილიზირებული გამოსახულება. მუხლი 2🔗 1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სააგენტოს ვებგვერდზე; ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; გ) სააგენტოს ბლანკზე/დოკუმენტაციაზე; დ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; ე) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ვ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე; ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე. 3. ემბლემის სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალურ ტანსაცმელზე (უნიფორმა) გამოსახვის წესი მტკიცდება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით – ბრძანებით. 4. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  მუხლი 3🔗 სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას.  მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა