„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.023261
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

Ordinance of the Government of Georgia (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №53

2022 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 33 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-6 − 62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება.

61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბავშვთა გასართობი ცენტრების საქმიანობაზე.

62. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასტუმროს ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებაზე და ამასთან, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკონცერტო ინფრასტრუქტურა და კონცერტი უნდა ჩატარდეს სასტუმროს სტუმრებისთვის/ვიზიტორებისთვის, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“;

ა.ბ) 64 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„64. ამ მუხლის 63 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა (მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიების ჩატარების თაობაზე) არ ვრცელდება საქართველოს უმაღლესი ლიგების მატჩებსა და საქართველოში დაგეგმილ  საერთაშორისო შეჯიბრებებზე/მატჩებზე (სპორტის ნებისმიერ სახეობაში), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) 13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) 21, 23  და 24 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) 41 და 42 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. დასაშვებია კვების ობიექტების (რესტორნების/ბარების/კაფეების /სასტუმროს კვების ობიექტების) ფუნქციონირება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის დაშვებით, ასევე დასაშვებია მიტანის მომსახურება (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“). კვების ობიექტების (რესტორნების/ბარების/კაფეების/სასტუმროს კვების ობიექტების) ფუნქციონირებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

42. დასაშვებია სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღებით, ასევე პროდუქტის გატანისა (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“)  და  მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).“;

ბ.დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დასაშვებია ნებისმიერი ტიპის აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილების ფუნქციონირება.“;

ბ.ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დადგენილი წესის დარღვევის, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან  წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.02.2022.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №53. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.023261.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №53, 04.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023261 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5377303/