„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.145.016188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2022 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”   41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს :


მუხლი 1

„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ნოემბრის №28 დადგენილების (www.matsne.gov.ge  05/11/2015, 190040000.35.145.016118) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განესაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 510 (ხუთასათი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;

გ) ამომჩევლებთან ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან  შეხვედრისათვის“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 01 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე