„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.023263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

Ordinance of the Government of Georgia (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2022 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-19 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განხილვაში არსებული შესაბამისი საქმისწარმოებები დასრულდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი ვადების შესაბამისად.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი