მეტროლოგიის სფეროში საქმიანობის რეგულირების შესახებ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 05.07.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №177
სარეგისტრაციო კოდი 300.120.000.12.216.005.402
გამოქვეყნების წყარო სსმ, 70, 11/07/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მეტროლოგიის სფეროში საქმიანობის რეგულირების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Grigolia;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.55pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.25pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.55pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-42.55pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.55pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-7.1pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.45pt 42.45pt 56.75pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.120.000.12.216.005.402
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი)
ბრძანება №177
2002 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
მეტროლოგიის სფეროში საქმიანობის რეგულირების შესახებ
საქსტანდარტის მიერ ქვეყანაში მეტროლოგიური უზრუნველყოფის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ეფექტურად და მოქნილად წარმართვისათვის, აგრეთვე მეტროლოგიურ სფეროში არსებული ქაოსური მდგომარეობის აღმოსაფხვრელად, საქსტანდარტის მიერ უკვე განხორციელებული იქნა პირველი ეტაპის სამუშაოები. ნაწილობრივ მოწესრიგდა გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმების სამუშაოთა აღრიცხვიანობა, დაიხვეწა ტიპის დამტკიცების და დამოწმების (ატესტაციის) პროცედურები.
ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში მოქმედ საწარმოში პრაქტიკულად დანერგილი ტიპდაუმტკიცებელი და დაუმოწმებელი გაზომვის საშუალებების, არაატესტირებული გაზომვის მეთოდიკების, დაუშვებელი ფიზიკური სიდიდეების და ა. შ. გამოყენების შეჩერება ან აკრძალვა, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, არსებულ სიტუაციებში ურთულეს, ხშირად კი დაუძლეველ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ამდენად, დღის წესრიგში დადგა II ეტაპის სამუშაოთა პრაქტიკულად რეალიზაციის დაწყების აუცილებლობა, რაც ითვალისწინებს მეტროლოგიური კონტროლისა და ზედამხედველობის დაწესებას ადრეულ – სტადიაში მათი პროექტირების პერიოდში ან ფუნქციონირების დაწყებამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზემოხსენებული კანონდარღვევები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-12, მე-13 მუხლების, აგრეთვე მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის და 22-ე მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე, არასარწმუნო გაზომვების უარყოფითი შედეგებისაგან მოქალაქეთა უფლებების, კანონიერი ინტერესების, დადგენილი მართლწესრიგისა და საქართველოს ეკონომიკის დაცვის მიზნით, ვბრძანებ:
1. სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლისა და ზედამხედველობის გავრცელების სფეროებში გამოსაყენებლად გათვალისწინებული ნორმატიული დოკუმენტები (პროექტები) დაექვემდებაროს სავალდებულო მეტროლოგიურ ექსპერტიზას, ამ დოკუმენტების შესაბამისობის დასადგენად სახელმწიფო მეტროლოგიური კონტროლისა და ზედამხედველობის ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2 დამტკიცდეს სავალდებულო მეტროლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული:
ა) გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისათვის დადგენილი მოთხოვნების (კრიტერიუმების) ჩამონათვალი (დანართი 1);
ბ) დოკუმენტების ნუსხა (დანართი 2).
3. მეტროლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებული სამუშაოები განახორციელოს სსგ "ისარმა" და მეტროლოგიის სამმართველომ, საქსტანდარტში შესაბამისი განაცხადების წარმოდგენის შემდეგ.
4. საქსტანდარტის სისტემის სამსახურებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და შესრულებისათვის ხელშეწყობა; არ დაუშვან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სამუშაოთა (სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი, აკრედიტაცია, ლიცენზირება, დოკუმენტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა, რეგისტრაცია, დასკვნების გაცემა და სხვა) ჩატარება ამ ბრძანების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის გარეშე.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 15 დღეში.
ბ. შოშიტაიშვილი
დანართი 1
გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისათვის დადგენილი მოთხოვნების (კრიტერიუმების) ჩამონათვალი
1. ფიზიკურ სიდიდეთა ერთეულების შესაბამისობა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან.
2. ეტალონების დამტკიცება და დამოწმება.
3. გაზომვის საშუალებების შესაბამისობა ექსპლოატაციის პირობებთან და დადგენილ მოთხოვნებთან.
4. გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცება.
5. გაზომვის საშუალებების დამოწმება (ატესტაცია).
6. გაზომვის მეთოდიკების ატესტაცია.
7. მეტროლოგიური წესებისა და ნორმების დაცვა.
8. ლიცენზირების პირობების უზრუნველყოფა.
9. დამოწმების სამუშაოების განხორციელების უფლების (აკრედიტაციის) პირობების უზრუნველყოფა.
10. დაკალიბრების სამუშაოების განხორციელების უფლების პირობების უზრუნველყოფა (საქსტანდარტთან დადებული ხელშეკრულების პირობების ფარგლებში).
დანართი 2
სავალდებულო მეტროლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული დოკუმენტების ნუსხა
1. საქართველოს კანონის „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ მე-13 მუხლით განსაზღვრულ სფეროებში ფუნქციონირებადი ობიექტების პროექტები.
2. საქართველოს კანონის „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ მე-13 მუხლით განსაზღვრულ სფეროებში ფუნქციონირებადი ობიექტების ის ნორმატიული დოკუმენტები, რომლებსაც არ ჩატარებიათ მეტროლოგიური ექსპერტიზა.
3. სტანდარტიზაციის ნორმატიული დოკუმენტების პროექტები.
4. საქსტანდარტის მიერ დასამტკიცებელ გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის პროექტები.