„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/49 |
|
2022 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016061, 14/04/2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საზღვაო ნავსადგურის მიერ შემუშავებული ნავსადგურის/ტერმინალის უშიშროების გეგმის დამტკიცება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“; ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) საქართველოს ნავსადგურების მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში სალოცმანო გაცილების წესის შემუშავება;“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ17“, „ჰ18“ და „ჰ19“ ქვეპუნქტები: „ჰ17) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სსიპ სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სახელმწიფო კონტროლი; ჰ18) საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა. ჰ19) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ტექნიკური პლატფორმის შექმნა და მართვა.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ვ1) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსი“ 27-ე მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ზღვრების ფარგლებში. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახური;“. 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო;“. 5. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მართვის სამსახური.“. 6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ „ე2“, და „ე3“ ქვეპუნქტები: „ე1) ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების შერჩევას; ე2) ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგსა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევას და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას; ე3) ახორციელებს კანდიდატთა კომპეტენციის/კვალიფიკაციის შეფასებისა და დადგენის მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდების საკითხების მომზადებას და განახლებას;“. 7. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კანდიდატთა კომპეტენციის/კვალიფიკაციის შეფასებისა და დადგენის მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდების (ტესტური/გასაუბრება) ორგანიზება-ჩატარებას; ზ) კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების შესახებ ოქმის ფორმის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;“. 8. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) მეზღვაურთა საიდენტიფიკაციო ბარათისა და ნაოსნობის წიგნაკის გაცემას;“. 9. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახური ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახური: ა) უზრუნველყოფს ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001-ის შემუშავებას, დანერგვასა და განახლებას; ბ) უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და განახლებას „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; გ) უზრუნველყოფს მართვის სისტემების ინტეგრირებას საჭიროებისამებრ; დ) განსაზღვრავს ინტეგრირებული მართვის სისტემისათვის საჭირო პროცესებსა და მათ გამოყენებას სააგენტოში; ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ინტეგრირებული მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით; ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსებისა და ინფორმაციის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესების ფუნქციონირებისა და მონიტორინგის შენარჩუნებისათვის; ზ) ინტეგრირებული მართვის სისტემის შეფასების მიზნით, დადგენილი ინტერვალებით განახორციელებს შიდა აუდიტს და სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე წელიწადში მინიმუმ ერთხელ; თ) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელ და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში მეორე მხარის აუდიტს და აწარმოებს საზღვაო-საწვრთნელი და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ხარისხის სისტემის რევერიფიკაციას; ი) მონაწილეობს სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მეორე მხარის აუდიტებსა და მონიტორინგის პროცესში; კ) ახორციელებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის აღიარებას, პერიოდულ მონიტორინგსა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას; ლ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“. 10. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ამტკიცებს საზღვაო ნავსადგურის მიერ შემუშავებული ნავსადგურის/ტერმინალის უშიშროების გეგმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“. 11. მე-11 მუხლის: ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, კერძოდ: ა.ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვას, მონიტორინგს და ანალიზს; ა.ბ) ამზადებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს; ა.გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას; ა.დ) უზრუნველყოფს კადრების შერჩევას და ორგანიზებას უწევს კონკურსების ჩატარების პროცესს; ა.ე) ატარებს ტრენინგების საჭიროების კვლევასა და ანალიზს, ადგენს და ახორციელებს პროფესიული განვითარების გეგმებს, ორგანიზებას უწევს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას; ა.ვ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს, სამუშაოთა აღწერილობას და აკონტროლებს მის შესრულებას; ა.ზ) სააგენტოში მაღალი მოტივაციისა და კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, უზრუნველყოფს თანამშრომელთა მოტივაციის და კმაყოფილების ზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას; ა.თ) ორგანიზებას უწევს თანამშრომლის ან/და შესრულებული სამუშაოს შეფასების ჩატარების პროცესს; ა.ი) შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვის კუთხით;“; ბ) მე-11 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-11 მუხლის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“პუნქტი: „ბ1) სრულიად საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვაზე და ორგანიზებაზე;“. 12. მე-112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი112. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას; ბ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას; გ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას; დ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას; ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას; ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას; ზ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის შესაბამისობას შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების შემუშავებას და დანერგვას, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, სააგენტოს თანამშრომელთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სააგენტოს თანამშრომელთა თანაბარ მონაწილეობას; თ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 13. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. იურიდიული სამმართველო იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს სამართლებრივი მომსახურებით უზრუნველყოფა; ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება; გ) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; დ) სააგენტოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადება; ე)კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უწყებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტების შემუშავება; ზ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა; თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება; ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, შესაბამისი მემორანდუმების მომზადება; კ) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე წინადადებების მომზადება; ლ) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და სააგენტოს ინტერესების დაცვა; მ) ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, დისციპლინური გადაცდომის ფაქტების მოკვლევა; ო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების ექპერტიზა; პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ჟ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; ს) სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 14. 131 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1)კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – შემოსავლების სამსახურიდან შემოსული დოკუმენტაციის განხილვა-დამუშავება;“. 15. დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი: „მუხლი 132. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მართვის სამსახური საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მართვის სამსახური უზრუნველყოფს: ა) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ტექნიკური პლატფორმის შექმნას და მართვას; ბ) საქართველოს ნავსადგურებში სანავსადგურე მომსახურებების გამარტივებას, რათა მოხდეს გემის დანიშნულების ნავსადგურში შესვლისას, დეკლარანტების მიერ ინფორმაციის ერთჯერადად წარდგენა; გ) გემების ნავსადგურში შესვლისა და დატოვების სავარაუდო და ზუსტი დროების ელექტრონული ფორმატის გასაჯაროებას, დეკლარანტების მიერ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე; დ) საკონტროლო ჩანაწერების სისტემის ტექნიკური პლატფორმისა და ინფორმაციის შენახვას; ე) საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის ხელმძღვანელობას; ვ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|