„რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „საწმისი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 30 იანვრის N115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №37

2022 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „საწმისი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 30 იანვრის №115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „საწმისი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 30 იანვრის №115 განკარგულებაში შევიდეს ცვლილება და აღნიშნული განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რკ  საკრედიტო კავშირის „საწმისი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარი მურუსიძე (პირადი ნომერი 60002004766).“ю

2. „რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „საწმისი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 30 იანვრის  №115 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                                                                                                პაპუნა ლეჟავა