📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 08.02.2022
ძალის დაკარგვა 01.04.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,075 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2022 მიღება
01.04.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №6 2022 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11  და 22-ე მუხლების შესაბამისად: 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „პროგრამებისა და სერვისების სააგენტო“ და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო.“ 2. დამტკიცდეს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ თანდართული დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. თევზაია) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და  ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. თევზაია) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – „ეკონომიკური პროგრამების  სააგენტოზე“ საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.   6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. თევზაია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში. 7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“. მუხლი 2🔗 1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ დებულება მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და  ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და  საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. სააგენტოს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, შტამპები, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში, ბლანკები საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, თამარაშვილის 15ა. მუხლი 2🔗. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ფუნქციები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის (შემდგომში – მიზნობრივი ჯგუფი) ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნა და ხელშეწყობა; ბ) მიზნობრივი ჯგუფის სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ პროცესებში; გ) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა; დ) დასაქმების ჭრილში, მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებისა და გაძლიერების ხელშეწყობა და წახალისება; ე) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის კულტურის განვითარების ხელშეწყობა; ვ) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის მიზნით, შესაბამისი ეკონომიკური პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების, მათ შორის აგრარული მიმართულებით, შემუშავება, განხორციელება და  ეფექტური მართვა; ბ) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური, მათ შორის აგრარული საქმიანობის საჭიროებებზე ორიენტირებული ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება, მათ შორის ანალიზისა და კვლევის ჩატარება და საკონკურსო საფუძველზე საქმიანი წინადადებებისა და ბიზნესპროექტების მხარდაჭერა მატერიალურ-ტექნიკური აქტივებითა და სახსრებით; გ) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისა და გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებებისა და პროგრამების (ქვეპროგრამების) განხორციელება, მათ შორის სპეციალური პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უნარ-ჩვევების ამაღლება სასწავლო კურსების, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზების გზით; დ) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური, მათ შორის აგრარულ საჭიროებებზე ორიენტირებული შესაბამისი დარგობრივი სერვისების შემუშავება, მიწოდება, განხორციელება და განვითარება, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: გეოლოგია, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა, სამშენებლო-სარემონტო ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება და სხვა; ე) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და გაძლიერების კუთხით შესაბამისი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გამართვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) სააგენტოს  მიზნების და ამოცანების მისაღწევად და შესასრულებლად განხორციელებული სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონმდებლობას. მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლება-მოვალეობანი სააგენტოს უფლება-მოვალეობებია: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით, მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის მიმართულებებით, მიზნობრივი პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება და სათანადო მონიტორინგის გაწევა; ბ) პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების ფარგლებში და საკონკურსო საფუძველზე მიზნობრივი ჯგუფის მატერიალურ-ტექნიკური აქტივებითა და სახსრებით მხარდაჭერა; გ) ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური, მათ შორის აგრარული საქმიანობის წახალისების მიზნით; დ)  მიზნობრივი ჯგუფის გადამზადების, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღება; ე) სამინისტროსთან შეთანხმებით მიზნობრივი ჯგუფისათვის სხვადასხვა სახის დარგობრივი ეკონომიკური სერვისების შემუშავება, მიწოდება, განხორციელება და განვითარება, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: გეოლოგია, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა, სამშენებლო-სარემონტო ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება და სხვა; ვ) კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების შემუშავება; ზ) განხორციელებული საქმიანობის შესახებ სამინისტროსთვის პერიოდულად  ინფორმაციის წარდგენა; თ) უშუალოდ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიზნობრივ ჯგუფთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა; ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს  ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც  კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს  და  თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით. 3. სააგენტოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სააგენტოს საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თვალყურს  ადევნებს  სააგენტოს  სტრუქტურული  ქვედანაყოფების  მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოში დასაქმებულ მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ე) დებს შრომით ხელშეკრულებებს; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ზ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივს აქტს – ბრძანებას; ი) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს,  ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა დოკუმენტებს; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; ლ) წარმოადგენს სააგენტოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; მ) ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ნ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ო) სამინისტროსთან ათანხმებს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს; პ) ახორციელებს  საქართველოს  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ბრძანებით დაკისრებულ სხვადასხვა ამოცანებს. 4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, (მათ შორის ერთი – პირველი), რომლებსაც სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. სააგენტოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. 6. სააგენტოს თავმჯდომარე განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებებს. 7. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებენ სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული  დეპარტამენტი; ბ)საფინანსო დეპარტამენტი; გ) პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დეპარტამენტი; დ) მონიტორინგისა და ანალიზის დეპარატმენტი. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები და კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დ) სააგენტოს მიერ ჩატარებული თათბირების საოქმო წარმოების უზრუნველყოფა; ე) საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სხვადასხვა რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; ვ) სააგენტოს შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ზ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვისა და ეფექტურად გამოყენების კონტროლი; თ) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას, დოკუმენტების შესრულების კონტროლს, საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას, დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა; კ) სააგენტოში შემოსული მოქალაქეების წერილებისა და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ლ)  სხვადასხვა ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა  და სხვა დოკუმენტაციის მომზადება მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად; მ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ნ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა; ო) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; პ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების სისტემური უზრუნველყოფა; ჟ) სააგენტოში დასაქმებულ  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; რ) სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის  ჩატარების უზრუნველყოფა; ს) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება; ტ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 7🔗. საფინანსო დეპარტამენტი საფინანსო დეპარტამენტის ფუნქციები და კომპეტენციაა: ა)სააგენტოს  საბუღალტრო  აღრიცხვა  და ფინანსური ანგარიშგება; ბ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანისათვის წინადადებების მომზადება, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება; გ) სააგენტოს ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება; დ) ფულადი სახსრების კონტროლი მის მიზნობრივ გამოყენებაზე; ე) სააგენტოს მოსამსახურეთა  შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და გაცემაზე კონტროლი; ვ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 8🔗. პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დეპარტამენტი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დეპარტამენტის ფუნქციები და კომპეტენციაა: ა) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური, მათ შორის აგრარული საქმიანობის საჭიროებებზე ორიენტირებული კვლევების ჩატარება; ბ) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური  ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის მიზნით, შესაბამისი ეკონომიკური პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების დაგეგმარება, შემუშავება და განხორციელება, მათ შორის აგრარული მიმართულებით; გ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების განხორციელების წესისა და ეტაპების განსაზღვრა; მათი სათანადო მართვა; დ) მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური, მათ შორის აგრარული საქმიანობის საჭიროებებზე ორიენტირებული ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება, კონკურსის საფუძველზე საქმიანი წინადადებების, ბიზნესპროექტების მხარდაჭერა მატერიალურ-ტექნიკური აქტივებითა და სახსრებით; ე) მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებების უზრუნველყოფის  მიზნით ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან,   საერთაშორისო  და არასამთავრობო  ორგანიზაციებთან,  საჯარო  და კერძო  სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა; ვ) მიზნობრივი ჯგუფის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება სასწავლო კურსების, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზების გზით; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი ჯგუფისათვის სხვადასხვა სახის დარგობრივი ეკონომიკური სერვისების შემუშავება, მიწოდება, განხორციელება და განვითარება, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: გეოლოგია, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა, სამშენებლო-სარემონტო ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება და სხვა; თ) საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გავრცელება მიზნობრივი ჯგუფისათვის მხარდამჭერი პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ; ი)  კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 9🔗. მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ფუნქციები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროსთან და შესაბამის ცენტრალურ სტრუქტურებთან შეთანხმებით, ეფექტური სამონიტორინგო და საკონტროლო მექანიზმების დანერგვა  და განხორციელება; ბ) მიზნობრივი ჯგუფისათვის სააგენტოს ფარგლებში შემუშავებული, კანონით დამტკიცებული და განხორციელებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების სათანადო მონიტორინგის უზრუნველყოფა; გ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი; დ) სააგენტოს მიერ გაწეული სხვა ნებისმიერი საქმიანობის რეგულარული მონიტორინგის გატარება; ე)  მონიტორინგის შედეგების შეჯამება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ)  კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 10🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო 1. სააგენტოს ქონება შედგება: ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად  სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი; დ) გრანტებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების შესრულებას. მუხლი 11🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს  სამინისტრო. 2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები. 3. სააგენტომ სამინისტროს  თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4.  სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში. 5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗. ბუღალტრული ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 13🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. მუხლი 14🔗. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.