„ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.326
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 05/06/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.326
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის ბრძანება №66
2002 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 26 დეკემბრის საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ“;
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ჩხობაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა დებულება
წინამდებარე დებულება შემუშავებულია „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ც) ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.
მუხლი 2🔗. კანონმდებლობის სისტემა ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტების სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელ-მწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის სფეროში
კანონმდებლობის სისტემა ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტების სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის სფეროში შედგება ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონის საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3🔗. დებულების მიზნები და ამოცანები
წინამდებარე დებულების მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს და მისი ობიექტებით სარგებლობის აღრიცხვის ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, სახელმწიფო აღრიცხვას დაქვემდებარებული და სახელმწიფო კადასტრში შესატან სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის ღონისძიებათა სახელმწიფო ორგანიზება და უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗. დებულებაში გამოყენებული ძირითადი ცნებების განმარტებანი
ამ დებულებაში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ დებულებაში განსაკუთრებული მითითება არ არის, შემდეგი მნიშვნელობა აქვთ:
ა) სახელმწიფო აღრიცხვა – ცხოველთა სამყაროს მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ინფორმაციის მოგროვება – მონიტორინგი;
ბ) პირველადი ინფორმაცია – მონიტორინგის წარმოებისათვის აუცილებელი საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია;
გ) გადარჩენადობა – ბუნებრივ პირობებში პოპულაციის შენარჩუნების ალბათობა;
დ) გაქრობის პროგნოზირება – სახეობის გადაშენების ალბათობის განსაზღვრა;
ე) პოპულაცია – გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა;
ვ) სტრატი – აღრიცხვისათვის შერჩეული ტერიტორია, პირობითი საზღრვრებით, შეიძლება ემთხვეოდეს სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიის კვარტალს;
ზ) ტრანსექტი – აღრიცხვისათვის შერჩეული მარშრუტი;
თ) დანახვის კუთხე – კუთხე, რომელიც წარმოიქმნება დამკვირვებლის მოძრაობის მიმართულებასა და ცხოველის მდებარეობას შორის;
ი) რეგიონი – საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის შედეგად განსაზღვრული რეგიონი;
კ) რაიონი – საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით განსაზღვრული რაიონი;
ლ) ტერიტორიული ერთეული – საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიული ერთეული, რომელიც რომელიმე იურიდიული ან ფიზიკური პირის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება (მაგ., სატყეო მეურნეობა, დაცული ტერიტორია, სამონადირეო მეურნეობა და სხვა);
მ) CITES – კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (რატიფიცირებულია 13.09.96წ.);
ნ) მონიტორინგის ავტომატიზირებული პროგრამა (მაპ-1) – სახელმწიფო აღრიცხვის განსახორციელებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამა.
თავი II. კომპეტენციათა გამიჯვნა ცხოველთა სამყაროს კადასტრის წარმოებისა და ცხოველთა სახელმწიფო აღრიცხვის სფეროში
მუხლი 5🔗. საქართველოს ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ცხოველთა სამყაროს კადასტრის წარმოებისა და ცხოველთა სახელმწიფო აღრიცხვის საქმიანობის კოორდინირების სფეროში
1. საქართველოს ცხოველთა სამყაროს კადასტრის წარმოებას და ცხოველთა სახელმწიფო აღრიცხვის კოორდინირებას აწარმოებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. სახელმწიფო აღრიცხვისა (მონიტორინგი) და სახელმწიფო კადასტრისათვის პირველადი ინფორმაციის მოგროვებას სამინისტრო აწარმოებს თავისი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე პირველადი ინფორმაციის მოპოვებას აწარმოებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაცულ ტერიტორიებზე, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე, სამონადირეო მეურნეობის ადმინისტრაცია. მოპოვებული ინფორმაცია მიეწოდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის რეგიონალურ ორგანოს.
4. სახელმწიფო აღრიცხვისა (მონიტორინგი) და სახელმწიფო კადასტრისათვის პირველადი ინფორ-მაციის მოპოვება შეიძლება აწარმოოს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა სამინისტროს ნებართვით. სამინისტროს მიერ, სახელმწიფო აღრიცხვისა (მონიტორინგის) და სახელმწიფო კადასტრისათვის ინფორმაციის მოგროვებისა და მისი ანალიზის წარმოების მიზნით კერძო სამართლის იურიდიული პირის შერჩევა წარმოებს კონკურსის წესით.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო კადასტრის და სახელმწიფო აღრიცხვის დაფინანსების წყაროები
1. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა და ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის წარმოება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა და ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის წარმოება შეიძლება დაფინანსდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საფინანსო წყაროებითაც.
თავი III. უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 7🔗. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებ-ლეთა უფლებები და ვალდებულებები
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვისას და ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენისას ვალდებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
თავი IV. ძირითადი დებულებები
მუხლი 8🔗. სახელმწიფო აღრიცხვის (მონიტორინგი) წარმოების წესი
1. სახელმწიფო აღრიცხვა წარმოებს ყოვეწლიურად „სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების თითოეულ სახეობაზე.
2. სახელმწიფო აღრიცხვისათვის პირველადი ინფორმაციის მოპოვება წარმოებს ამისთვის სპეცი-ალურად შედგენილი ფორმების მიხედვით (დანართი 1 და დანართი 2).
მუხლი 9🔗. სახელმწიფო აღრიცხვის (მონიტორინგის) მეთოდიკა
სახელმწიფო აღრიცხვის საველე ფორმას აქვს შესაბამისი კოდი და მის აღრიცხვა წარმოებს შემდეგი მეთოდებით:
ა) კოჩრენის მეთოდი, მის საწარმოებლად გამოიყენება დანართ 1-ში მოყვანილი ფორმა. კოჩრენის მეთოდის კოდს წარმოადგენს მონ-1. კოჩრენის მეთოდით ჩატარებული სახელმწიფო აღრიცხვის სტატისტიკური ანალიზისათვის გამოიყენება სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამა მაპ-1;
ბ) ტრანსექტების მეთოდი, მის საწარმოებლად გამოიყენება დანართ-2-ში მოყვანილი ფორმა. კოჩრენის მეთოდის კოდს წარმოადგენს მონ-2. ტრანსექტების მეთოდით ჩატარებული აღრიცხვის სტატისტიკური ანალიზი შეიძლება ნებისმიერი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ აპრობირებული მეთოდით.
მუხლი 10🔗. ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესი
1. კადასტრის შექმნის საფუძველს წარმოადგენს მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები.
2. ცხოველთა სამყაროს დაცვის, გარეულ ცხოველთა (მათ შორის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების) პოპულაციებში მიმდინარე რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ამ ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა, რის საფუძველზეც დგება ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი.
3. ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი შეიცავს:
ა) სახეობის ქართული სახელწოდება და სინონიმები;
ბ) ტაქსონომია: კლასი, რიგი, ოჯახი, გვარი, სახეობა (მითითებული უნდა იყოს სინონიმებიც), საქართველოში გავრცელებული ქვესახეობა ან ქვესახეობები;
გ) სახეობის საერთაშორისო სტატუსი, მინიჭებული ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ;
დ) სახეობის სტატუსი საქართველოში;
ე) სტატუსი CITES მიხედვით;
ვ) სახეობისათვის მინიჭებული სხვა (თუ არსებობს) კონსერვაციული სტატუსები;
თ) სახეობის ისტორიული არეალი საქართველოში;
ი) კონცენტრაციის ადგილები (გამრავლების, გამოზამთრების, დასვენების და სხვა);
კ) თანამედროვე არეალის ფართობი, თუ არეალი ფრაგმენტირებულია, მითითებული უნდა იყოს ფრაგმენტების რაოდენობა და თითოეული ფრაგმენტის ფართობი;
ლ) პოპულაციის რიცხოვნობა და სიმჭიდროვე, მათ შორის მონაცემები შობადობის, სიკვდილიანობის, სქესთა შეფარდების, სივრცული სტრუქტურის შესახებ (თუ პოპულაცია ფრაგმენტირებულია, რიცხოვნობა და სიმჭიდროვე თითოეულ ფრაგმენტში);
მ) სეზონური და პოპულაციათაშორისი მიგრაციები;
მ) სახეობისათვის არსებული საფრთხეები;
ნ) ტყვეობაში არსებული ინდივიდები;
ო) გადარჩენადობა;
პ) გაქრობის პროგნოზირება.
4. ცხოველთა სამყაროს კადასტრი გამოიცემა ხუთ წელიწადში ერთხელ.
5. სახელმწიფო აღრიცხვასა და სახელმწიფო კადასტრში შესატანი სახეობები „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ძ) ქვეპუნქტის საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ“.
თავი V. დასკვნითი დებულებები
მუხლი 11🔗. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. დებულებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.