⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„სამონადირო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.05.2002
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.327
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 05/06/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,379 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2002 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„სამონადირო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.327 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის  ბრძანება №67 2002 წლის 30 მაისი ქ. თბილისი „სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს კანონის ცხოველთა სამყაროს შესახებ“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურის შესახებ“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 26.04.1999 წლის №39 ბრძანება „სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. ჩხობაძე დებულება სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურის შესახებ კარი I. ზოგადი ნაწილი თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის  შესასრულებლადაც გამოიცა დებულება ეს დებულება მომზადებულია ”ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე კანონის შესასრულებლად.     მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი ეს დებულება არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი ტერნიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინეტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით.     მუხლი 3🔗. კანონდებლობის სისტემა სამონადირერო მეურნეობის  შესაქმნელად სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი  აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ  ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა  და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის სფეროში სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის სფეროში კანონმდებლობის სისტემა შედგება ”ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.     მუხლი 4🔗. დებულების მიზნები და ამოცანები 1. ამ დებულების მიზანს წარმოადგენს სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის გზით საქართველოში სამონადირეო მეურნეობის განვითარების, ცხოველური რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესების უზრუნველყოფა. 2. ამ დებულების ამოცანას წარმოადგენს: ა) დაიცვას გარეული ნადირ-ფრინველის რესურსები; ბ) შეინარჩუნოს მათი სახეობრივი მრავალფეროვნება; გ) თითოეული სახეობისათვის შეინარჩუნოს რიცხოვნების ოპტიმალური დონე; დ) განახორციელოს მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებანი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დარგის განვითარების ინტენსიფიკაციის მიმართულებით. თავი II. უფლებები და ვალდებულებები სამონადირეო მეურნეობის შესაქმელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფთისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურის სფეროში     მუხლი 5🔗. უფლებები 1. მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლის უფლება აქვთ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს (შემდგომში – ”მეურნეობა“), რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეძლევათ სამონადირეო-სამეურნეო საქმიანობის ნებართვა. 2. საქმიანობა ხორციელდება მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლის თაობაზე სათანადო ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.     მუხლი 6🔗. ვალდებულებები 1. მეურნეობა ლიცენზიის მისაღებად ვალდებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლის შესახებ. 2. მეურნეობა ვალდებულია აანაზღაუროს პროექტის ექსპერტიზასთან დაკავშირებული ყველა ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. პროექტის ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის ორგანიზაციულ ხარჯებს) წყვეტს სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 7🔗.  საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად  სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო  წინასწარი ეკოლოგიურ, ბიოლოგიურ-ეკონომიკურ  გამოკვლევასთან, ცხოველთა სამყაროს ობიექტთან  სრულფასოვან აღრიცხვასთან და მდგომარეობის  დაფიქსირებასთან, გარეულ ცხოველთა აღწარმოებასთან და მოპოვების ნორმების დადგენასთან, აგრეთვე სამონადირეო   მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგების სფეროში სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად შეიძლება გამოყოფილ იქნეს სამონადირეო სავარგულები, მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენის შემდეგ, რაც ფორმდება სამინისტროს დასკვნის სახით და წარმოადგენს სამონადირეო მეურნეობის შექმნის საკითხის განხილვის საფუძველს. სამონადირეო სავარგულების წინასწარი გამოყოფა ხდება მიწის, წყლისა და ტყის ფონდის მესაკუთრის თანხმობით. კარი II. ძირითადი ნაწილი თავი III. ძირითადი სადებულებო მუხლები     მუხლი 8🔗. სამონადირეო მეურნეობა 1. სამონადირეო მეურნეობა წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ ტერიტორიულ-სამეურნეო ერთეულს, რომელიც მოიცავს გარეულ ნადირ-ფრინველთა აბორიგენული სახეობებისათვის ბუნებრივი საბინადრო ზონაში გამოყოფილ ტერიტორიას, ან ამ სახეობათა შესაფერის ბუნებრივ პირობებში გამოყოფილ ტერიტორიას. 2. სამონადირეო მეურნეობას უფლება აქვს: ა) აწარმოოს გარეული ნადირ-ფრინველის გეგმაზომიერი მოპოვება; ბ) იყოს დასვენების, გაჯანსაღების და ბუნებასთან უშუალო ურთიერთობისათვის ორგანიზებული ადგილი; გ) იყოს სასურსათო და სამკურნალო-ტექნიკური ნედლეულის მოპოვების დამატებითი წყარო. 3. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად წარედგინება შემდეგი სახის საბუთები: ა) განცხადება სამონადირეო მეურნეობის შექმნასთან დაკავშირებით; ბ) იმ ტერიტორიის მესაკუთრის თანხმობა, სადაც განზრახულია მეურნეობის მოწყობა; გ) ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს თანხმობა, რომელიც გაიცემა გარემოს დაცვის და სამონადირეო ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის თანხმობის საფუძველზე; დ) გარემოს დაცვისა და სამონადირეო ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურების თანხმობა; ე) მეურნეობის პასპორტი; ვ) მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლის პროგრამა; ზ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საექსპერტო ჯგუფის დასკვნა მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლის წარდგენილი პროგრამის თაობაზე; თ) ადგილმდებარეობა და საზღვრები; ი) ტერიტორიის მოკლე ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება; კ) სავარგულების ტიპოლოგიური დახასიათება და ტერიტორიის საზღვრების აღწერა; ლ) მეურნეობის ტერიტორიაზე მობინადრე გარეული ნადირ-ფრინველის სახეობათა ნუსხა და მათი რიცხოვნობა. 4. მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლის პროგრამა უნდა მოიცავდეს: ა) გარეული ნადირ-ფრინველის იმ სახეობათა ჩამონათვალს, რომელთა მოპოვება-აღწარმოებისათვის ეწყობა ეს მეურნეობა; ბ) მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლის ეტაპობრივი გრძელვადიანი გეგმა; გ) ბიოტექნიკურ ღონისძიებათა გეგმა; დ) მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლისათვის საჭირო წლიური კაპიტალდაბანდებისა და შემოსავლების სავარაუდო მოცულობა. 5. მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლის პროგრამას ამოწმებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საექსპერტო საბჭო. 6. მეურნეობაში გარეული ნადირ-ფრინველის მოპოვება დაიშვება ყოველწლიური (სეზონური) კვოტების საფუძველზე, რომელსაც ადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რაზეც ნადირობის სეზონის დაწყებამდე ორი თვით ადრე დადგენილი ფორმის განაცხადს წარადგენს მეურნეობა. 7. მეურნეობა ვალდებულია აწარმოოს უწყვეტი დაკვირვება (მონიტორინგი) მის ტერიტორიაზე ნადირ-ფრინველის რიცხოვნობაზე, სახეობრივ შემადგენლობაზე და მიაწოდოს შესაბამისი მონაცემები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი პირველი მოთხოვნისთანავე. 8. მეურნეობა ფუნქციონირებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მყარი ბუნებრივი საზღვრებით. მეურნეობის მოწყობა ხორციელდება მისი ორგანიზებისა და განვითარების გრძელვადიანი პროგრამის (პროექტის) საფუძველზე. თავი IV. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის     მუხლი 9🔗. ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.