საზღვარგარეთის ქვეყნებში სერტიფიცირებული გაზომვის საშუალებების ტიპის საქსტანდარტის მიერ დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №126
სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.12.216.005.329
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 05/06/2002
matsne.gov.ge 704 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთის ქვეყნებში სერტიფიცირებული გაზომვის საშუალებების ტიპის საქსტანდარტის მიერ დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.12.216.005.329 საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის  ბრძანება №126 2002 წლის 29 მაისი  ქ. თბილისი „საზღვარგარეთის ქვეყნებში სერტიფიცირებული გაზომვის საშუალებების ტიპის საქსტანდარტის მიერ დამტკიცების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ მე-3 და მე- 14 მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და დსთ-ის ქვეყნების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით ვაჭრობაში ტექნიკური დაბრკოლებების მოხსნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გაზომვის საშუალებების ქვეყანაში იმპორტით შემოტანისას მათი ტიპის დამტკიცების პროცესის მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ „საზღვარგარეთის ქვეყნებში სერტიფიცირებული გაზომვის საშუალებების ტიპის საქსტანდარტის მიერ დამტკიცების წესი“ (დანართი 1). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                            შ. კოხრეიძე დანართი 1 საზღვარგარეთის ქვეყნებში სერტიფიცირებული გაზომვის  საშუალებების ტიპის საქსტანდარტის მიერ დამტკიცების წ ე ს ი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქსტანდარტის მიერ გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების, სერტიფიკატით დადასტურების და სახელმწიფო რეესტრში შეტანის პირობებს და პროცედურებს იმ შემთხვევაში, როდესაც სავალდებულო გამოცდები შემდგომში გაზომვის საშუალებების ტიპის დასამტკიცებლად ჩატარებულია საზღვარგარეთის ქვეყნებში და დამტკიცებული ტიპის დამადასატურებელი სერტიფიკატები გაცემულია ამ ქვეყნების მეტროლოგიის (ან სხვა უფლებამოსილი) ეროვნული ორგანოების მიერ. 2. საზღვარგარეთის ქვეყნებში სერტიფიცირებული გაზომვის საშუალებების ტიპის საქსტანდარტის მიერ დამტკიცების, სერტიფიკატით დადასტურების და სახელმწიფო რეესტრში შეტანის ძირითად საფუძველს წარმოადგენს საზღვარგარეთის ქვეყნის მეტროლოგიის (ან სხვა უფლებამოსილი) ეროვნული ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი (შემდგომში _ საზღვარგარეთის სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს გაზომვის საშუალების გამოცდების დადებითი შედეგების საფუძველზე ტიპის დამტკიცებისა და სახელმწიფო რეესტრში შეტნის ფაქტს. 3. საზღვარგარეთის სერტიფიკატის საფუძველზე გაზომვის საშუალების ტიპის საქსტანდარტის გადაწყვეტილებით დამტკიცების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ამ გაზომვის საშუალების ნორმატიულ დოკუმენტებში მითითებული მეტროლოგიური და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.     მუხლი 2🔗. ტიპის დამტკიცების პროცედურა 1. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცებით და შესაბამისად, მისი საქართველოში გამოსაყენებლად დაშვებით დაინტერესებული პირები, საქსტანდარტში წარადგენენ წერილობით განაცხადს, რომელსაც თან უნდა ახლდეს: ა) გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების დამადასტურებელი სერტიფიკატი; ბ) გაზომვის საშუალების ტიპის აღწერილობა; გ) გაზომვის საშუალების დამოწმების მეთოდიკა; დ) გაზომვის საშუალების საექსპლუატაციო დოკუმენტაცია. 2. განაცხადის მისი თანმხლები დოკუმენტების წარდგენა, როგორც წესი, ხდება ქართულ ენაზე. საქსტანდარტის გადაწყვეტილებით, ცალკეულ შემთხვევაში დასაშვებია დოკუმენტების (ან მისი ნაწილის) წარდგენა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ისო) ენებზე. 3. საქსტანდარტი განიხილავს წარდგენილ დოკუმენტებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების (არ დამტკიცების) შესახებ, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს განმცხადებელს. 4. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქსტანდარტი აფორმებს ტიპის სერტიფიკატს და შეაქვს გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში. 5. სერტიფიკატის გაფორმებასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს განმცხადებელი. 6. უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) არასრულყოფილი და (ან) არასრულფასოვნად წარმოდგენილი დოკუმენტაცია; ბ) დოკუმენტაციაში მითითებული მეტროლოგიური და ტექნიური მოხოვნების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 7. უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქსტანდარტი წერილობით პასუხთან ერთად უტარებს განმცხადებელს სათანადო კონსულტაციებს დადებითი გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.