„გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2022 წლის 11 თებერვალი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გაეწევა შემდეგი სახის დახმარება:
ა) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;
ბ) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება, მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს არაერთჯერადად, სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი);“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი).“.
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს 241 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 241. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
1. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯახების დახმარების საკითხი, რომლებიც ამ წესში გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო, განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, განიხილება ამ მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის დახმარების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი განმცხადებლის პირადი ანგარიშის ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშის მონაცემები;
დ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
4. ანაზღაურება მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების და ამ განცხადების შესწავლის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, ასევე, სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ განმცხადებლის პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ წესის მე-11, 21-ე და 241 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განხილვის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში სამსახური მასალებს შემდგომი განხილვისათვის გადასცემს მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.“.
ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამუშაო ჯგუფი იქმნება გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-11, 21-ე და 241-ე მუხლებით განსაზღვრული საკითხების განსახილველად. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით.“.
თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე, ხოლო ამ წესის მე-11, 21-ე და 241-ე მუხლების გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტისა და მერის ბრძანების საფუძველზე.“.
|