არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 040170310.10.003.023276
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მოთხოვნების/სტანდარტების, დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №69
2022 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტისა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 14 დეკემბრის №1083-VIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხა
1. არსებით პროდუქციას/მომსახურებას წარმოადგენს:
ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშობა;
ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი მომგებიანი თამაშობა;
გ) სათამაშო აპარატებში გამოყენებული თამაშობა;
დ) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმა;
ე) მენეჯმენტსისტემა და მისი შემდეგი თითოეული ფუნქციური კომპონენტი (მოდული):
ე.ა) მომხმარებელთა მართვა (User Management);
ე.ბ) მონაცემთა დაცვა (Data Protection);
ე.გ) სათამაშო აღჭურვილობის მენეჯმენტი (Gaming Equipment Management);
ე.დ) მონაცემთა მიმოცვლა სათამაშო აღჭურვილობასთან (Data Exchange with Gaming Equipment);
ე.ე) მონაცემთა შენახვა და დამუშავება/ანგარიშების შედგენა (Data Storage and Data Processing/Composing of Reports);
ე.ვ) მომხმარებელთა ინტერფეისი (User Interface);
ე.ზ) განგრძობადობის/სანდოობის ღონისძიებები (Reliability Measures);
ე.თ) პროგრესიული მოდული (Progressive Module);
ე.ი) მოთამაშეთა მართვა (Player Management);
ე.კ) ბარათების მართვა (Card Management);
ე.ლ) გაცემული და მიღებული ვაუჩერების მართვა (TiTo Handling);
ე.მ) ჯილდოების მართვა (Prize Management);
ე.ნ) დამატებითი პრომომოქმედებები (Additional Promo-actions);
ე.ო) სალაროს მართვა (Cash Desk Management);
ე.პ) რეგისტრაცია და კონტროლი (Registration and Control);
ე.ჟ) შესაძლებლობები (Features) – სივრცის მონიტორინგი (Floor Monitor), მოვლენათა ანალიზი (Event Analysis), რეალურ დროში ანგარიშგება (Real Time Report), ე. წ. ორმხრივი პრინტერი (Slip Printer);
ე.რ) მართვის რეპორტები (Management Reports);
ე.ს) მიმღების ასისტენტი (CRM);
ე.ტ) სალაროს ასისტენტი (CashDesk Assistant);
ე.უ) პიტების/მენეჯმენტის ასისტენტი (Pit/Management Assistant);
ე.ფ) ადამიანური რესურსების მართვის ასისტენტი (HR);
ვ) სისტემურ-ელექტრონული სათამაშო პლატფორმა და მისი თითოეული კომპონენტი:
ვ.ა) ძირითადი სისტემა (Core სისტემა);
ვ.ბ) შიდა სამართავი პანელი (CORE ბექოფისი);
ვ.გ) სამორინეს ძრავი (Casino Engine);
ვ.დ) საგადახდო მეთოდების სისტემა;
ვ.ე) ანგარიშების მიწოდების სისტემა;
ვ.ვ) ინტეგრაციის მოდული;
ზ) დისტანციური სათამაშო სერვერი;
თ) დისტანციური სათამაშო სისტემა/პლატფორმა;
ი) ტოტალიზატორის სისტემა;
კ) თამაშობის ორგანიზატორის მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ან/და ნებართვის ფარგლებში განხორციელებული/განსახორციელებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საოპერაციო საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული სერვერ(ებ)ი;
ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პირისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდების მიზნებისთვის გამოსაყენებელი/გამოყენებული სერვერ(ებ)ი;
მ) სერვერები, რომლებზეც ხდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის შედეგის გამოვლენა;
ნ) სათამაშო აპარატი და მისი შემდეგი თითოეული არსებითი კომპონენტი:
ნ.ა) სათამაშო აპარატის კაბინეტი;
ნ.ბ) ჯეკპოტის პლატფორმა;
ნ.გ) თამაშის ავთენტიფიკაციის ტერმინალის (GAT) პროტოკოლი;
ნ.დ) ლოგიკის დაფა;
ნ.ე) ცენტრალური გადამუშავების ელემენტი (CPU);
ნ.ვ) შემთხვევითი წვდომის მეხსიერება (RAM);
ნ.ზ) გრაფიკის გადამუშავების ელემენტი (GPU);
ნ.თ) მონაცემთა შენახვის საშუალება (EPROM);
ნ.ი) მყარი დისკი;
ნ.კ) მახსოვრობის ბარათი (SD ბარათი);
ნ.ლ) კონტროლერები;
ნ.მ) პერიფერიული მოწყობილობები;
ო) ელექტრონული სამაგიდო თამაშები;
პ) სათამაშო აპარატთან დაკავშირებისა და პროტოკოლების ცვლილების/სათამაშო აპარატის ან/და მისი გამოყენებით მიღებული ინფორმაციის/კონფიგურაციის მართვისთვის გამიზნული ფიზიკური მოწყობილობა (ე. წ. eBox);
ჟ) თამაშის არქიტექტურა;
რ) თამაშის კომბინაციური ხაზები;
ს) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდებისთვის გამიზნული ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსტინგი, პროგრამებისა და მოწყობილობების დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
ტ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდებისთვის გამიზნული პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;
უ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ორგანიზება, რაც გულისხმობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების გამოსახულებების, ტექსტების ან/და ინფორმაციის მიწოდებას (მათ შორის, რეალურ დროში (პირდაპირ ეთერში)) ან/და რომელიმე არსებითი პროდუქციის/მომსახურების ნებისმიერი პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდებას, რამაც ნებისმიერი ფორმით შესაძლოა, მოახდინოს ან/და გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მის გარეშე;
ფ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების შესახებ პატენტების, ლიცენზიების, საავტორო უფლებების ან სხვა მსგავსი არამატერიალური აქტივის გადაცემა;
ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების თანმდევი, დამხმარე მომსახურება, მათ შორის, სერვერებისა და მოწყობილობების ოპერირება;
ღ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან/და არსებითი პროდუქციის მომსახურების ორგანიზების ან/და მიწოდების მომსახურების მიზნებისთვის სისტემის დისტანციური ადმინისტრირება.
2. არსებით პროდუქციას/მომსახურებას ასევე წარმოადგენს ამ ნუსხის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი არსებითი პროდუქციის/მომსახურების აღწერილი იდენტური შინაარსისა და ფუნქციური დანიშნულების მქონე მოწყობილობა/დანადგარი/მომსახურება, მიუხედავად მწარმოებლის ან/და ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ მითითებული დასახელებისა/ინფორმაციისა.