სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 689 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საინფორმაციო სისტემის მართვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანება 87% 19.12.2024 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 17.10.2014 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 78% 27.03.2017 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 78% 03.08.2018 ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 77% 04.11.2016

დოკუმენტის ტექსტი

სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №72 2022 წლის 15 თებერვალი  ქ. თბილისი სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-14 მუხლისა და 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ დებულება“. მუხლი 2🔗 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს საინფორმაციო სისტემის შემადგენელი კომპონენტების ამსახველი პროგრამ(ებ)ის შემუშავება, მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქცია. 3. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქციის დამტკიცება. მუხლი 3🔗 1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს: ა) საინფორმაციო სისტემის მიზანსა და შემადგენლობას; ბ) საინფორმაციო სისტემის მართვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოებს; გ) საინფორმაციო სისტემის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მართვის წესს; დ) ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის საკითხებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:   ა) მინისტრი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრი; ბ)  სამინისტრო − საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; გ) საინფორმაციო სისტემა − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემა; დ) სივრცის დაგეგმარების გეგმა − საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში − კოდექსი) შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის ან/და მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმა; ე) ქალაქთმშენებლობითი გეგმა − კოდექსის შესაბამისად დამტკიცებული გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა ან/და განაშენიანების დეტალური გეგმა. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კოდექსსა და მის საფუძველზე მიღებულ სამართლებრივ აქტებში განმარტებული/გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობები, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული ტერმინებისა. თავი II. საინფორმაციო სისტემა მუხლი 3🔗. საინფორმაციო სისტემის მიზანი 1. საინფორმაციო სისტემის მიზანია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, სისტემატიზაციისა და საჯაროდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. საინფორმაციო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება დამოკიდებულია მასში ასახული ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ყველა საჭირო საბაზისო და საპროექტო ინფორმაციის მქონე უწყებებისგან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოპოვებით. მუხლი 4🔗. საინფორმაციო სისტემის შემადგენლობა 1.  საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ბაზების ერთობლიობას, რომელიც ემსახურება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისა და განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის დაგროვებას, დამუშავებას, სისტემატიზაციასა და გამოყენებას. 2. საინფორმაციო სისტემაში საბაზისო ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა ასახავდეს ფაქტობრივ მდგომარეობას, როგორც სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობით გეგმებში (ინტრეგრირებულ ან/და დამოუკიდებელ გეგმებში), ისე დარგობრივ გეგმებში გათვალისწინებული მონაცემების შესაბამისად. 3. საინფორმაციო სისტემაში უნდა აისახოს: ა) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საბაზისო მონაცემთა ინდიკატორები; ბ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია; გ) სივრცის დაგეგმარებასა და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვასთან დაკავშირებული დარგობრივი გეგმები; დ) მიმდინარე ან/და დაგეგმილი პროექტები (მათ შორის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები); ე) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ვ) სხვა ინფორმაცია, საჭიროებისამებრ. 4. საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები (ფაქტობრივი მდგომარეობის ცვლილებების, აგრეთვე შესაბამისი პროექტების განხორციელების შემთხვევაში) უნდა გადაიხედოს პერიოდულად და საინფორმაციო სისტემა მაქსიმალურად უნდა ასახავდეს სრულყოფილ და განახლებულ ინფორმაციას. თავი III. საინფორმაციო სისტემის მართვა მუხლი 5🔗. საინფორმაციო სისტემის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. საინფორმაციო სისტემა იმართება ცენტრალურ და მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების დონეებზე, რომლებიც შეიძლება, ემყარებოდეს ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა საინფორმაციო ბაზას. 2. ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მართვის ადმინისტრაციული ორგანოა სამინისტრო.   3. ადგილობრივ დონეზე საინფორმაციო სისტემას მართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუხლი 6🔗. საინფორმაციო სისტემის მართვა ცენტრალურ დონეზე 1. სამინისტრო ახორციელებს დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სხვა ორგანოს მიერ მიწოდებული მონაცემების ან/და საკუთარი ინიციატივით მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას ან/და დამუშავებას. 2. საინფორმაციო სისტემის მართვის, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და დამუშავების ინსტრუქცია რეგულირდება მინისტრის სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. საინფორმაციო სისტემის მართვა ადგილობრივ დონეზე 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მართვის ორგანიზებას თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში და თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის საინფორმაციო სისტემის მართვის ცენტრალური ორგანოსთვის მიწოდებას. 2. მუნიციპალიტეტების დონეზე ინფორმაციის სისტემატიზაციის ან/და დამუშავების ინსტრუქცია განისაზღვრება შესაბამისი საკრებულოს სამართლებრივი აქტით. მუხლი 8🔗. საინფორმაციო სისტემის ორგანიზება 1. საინფორმაციო სისტემა უნდა მოიცავდეს ამ დადგენილებითა და კანონმდებლობით დადგენილ ყველა შემადგენელ კომპონენტს. 2. საინფორმაციო სისტემაში ინფორმაცია უნდა განთავსდეს გრაფიკული ან/და ტექსტური, მათ შორის, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის სახით. 3. საინფორმაციო სისტემაში ასახული სტატისტიკური ინფორმაცია უნდა იძლეოდეს ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით, მათ შორის, იერარქიული ფენების მიხედვით.  მუხლი 9🔗. საჯაროობა საინფორმაციო სისტემაში თავმოყრილი ინფორმაცია უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც განეკუთვნება  საიდუმლო ინფორმაციას.