ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 18.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №19/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016624
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,053 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თვითმმართველის თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 99% 12.08.2022 კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 97% 06.02.2023 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 95% 03.09.2021 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 16.04.2018 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 19.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №19/2022 2022 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 203​6 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის (შემდგომში – „საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები“) ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განხორციელდეს ელექტრონული საშუალებებით. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ამ პროცედურების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 საარჩევნო ბიულეტენის ფორმას, ტექსტსა და შევსების წესს, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის სახეებს, ასევე საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმას და სახეს განკარგულებით ადგენს ცესკო. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების აღსრულების მიზნით კომპანია „სმარტმატიკთან“ (Smartmatic International Holding B.V) გაფორმდეს საპილოტე პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება (ხელშეკრულება), საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა (შემდგომში – „ამომრჩეველთა ვერიფიკაციის“) და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების („VIU Desktop“-სა და „PCOS“ საარჩევნო უბნის ოპტიკური სკანერი) (შემდგომში „აპარატი/აპარატები“), ამ აპარატების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიწოდების შესახებ. მუხლი 5🔗 სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა: ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოს საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის  წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციების მომზადება; ბ) უზრუნველყოს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრთათვის ტრენინგის ჩატარება. მუხლი 6🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საპილოტე პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს აღნიშნული საპილოტე პროექტის აუდიტი. მუხლი 7🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 ) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 8🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესი და პირობები მუხლი 1🔗 საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ელექტრონული საშუალებებით კენჭისყრის ჩატარების, საარჩევნო უბანში მისული ამომრჩევლის ვერიფიკაციის (ელექტრონული რეგისტრაციის), ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი“), თუ ამ დანართით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მუხლი 2🔗 1. საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის: ა) საკონტროლო ფურცელი არ გამოიყენება; ბ) საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ვერიფიკაცია ხორციელდება ელექტრონულად, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით, რომელშიც ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის  საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი სია და ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა ამომრჩევლის ვერიფიკაციის შემდეგ; გ) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ გამოიყენება მარკირება; დ) ხმის მიცემისთვის სპეციალური კონვერტის ნაცვლად გამოიყენება ერთი სახის სპეციალური ჩარჩო კონვერტი; ე) გამოიყენება საარჩევნო ბიულეტენი: ე.ა) რომლის წინა გვერდზე, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ მონაცემებთან ერთად, აღნიშნული უნდა იყოს: ე.ა.ა) საარჩევნო ბიულეტენის შევსების საცდელი წრე/წრეები; ე.ა.ბ) საარჩევნო სუბიექტის წინ სპეციალური მარკერით გასაფერადებელი/მოსანიშნი წრე; ე.ბ) რომელსაც დაცვისა და შესაბამის აპარატზე გამოყენების მიზნით აქვს სპეციალური შტრიხკოდი და ინდივიდუალური QR კოდი; ვ) არ ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენის დამოწმება ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით. 2. საკრებულოს 2022 წლის 2  აპრილის შუალედური არჩევნებისთვის: ა) ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებული ბიულეტენის შევსების წესი უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე; ბ) საარჩევნო ბიულეტენები იფუთება 50-50 ცალად თავფურცლის გარეშე. შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენები გადაეცემა ამომრჩეველთა რეგისტრატორებს, რაზეც დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი; გ) ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლის რეგისტრაცია და აღნიშნულ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემა ხორციელდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ დანართით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) საარჩევნო ბიულეტენის განთავსება ძირითად საარჩევნო ყუთში ხორციელდება საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის მეშვეობით, რომელიც იმავდროულად ახორციელებს შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის  შედეგების დათვლას; ე) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი ხორციელდება ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების გარეშე; ვ) საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პერიოდისთვის (10:00 სთ, 12.00 სთ, 15.00 სთ, 17.00 სთ. და 20 სთ.) კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დადგენა ხდება: ვ.ა) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან შესაბამისი პერიოდისათვის ამობეჭდილი ანგარიშში/ანგარიშებში მითითებული  კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელმოწერების ჯამის მიხედვით; ვ.ბ) აგრეთვე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ამომრჩეველთა ერთიან სიაში  ხელმოწერების მიხედვით (თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი გაგრძელდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გარეშე). მუხლი 3🔗 საუბნო საარჩევნო კომისიას: ა) არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა, გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია; ბ) კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (31 მარტი), გადაეცემა საბოლოო, დაზუსტებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები (კედლის სია ფოტოსურათების გარეშე); გ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, გადაეცემა საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (სამაგიდო სია ფოტოსურათებით); დ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, გადაეცემა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები, რომლებშიც ჩატვირთულია  შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სია (სია ფოტოსურათებით). მუხლი 4🔗 1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე: ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 800 ამომრჩევლისთვის), რომლებიც ამომრჩეველთა ვერიფიკაციის შემდეგ, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, ამომრჩევლებზე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველ კომისიის წევრს; გ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით აპარატში/აპარატებში ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესს და აპარატიდან/აპარატებიდან ბეჭდავს საწყის ანგარიშს/ანგარიშებს, რის შემდეგაც წილისყრით გამოვლენილ ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს/წევრებს გადასცემს აღნიშნულ აპარატს/აპარატებს; დ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამოწმებს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ საარჩევნო ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებით დალუქავს მათ. ძირითადი საარჩევნო ყუთი ილუქება იმგვარად, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენის ხელით მოთავსება ან/და ამოღება და საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური აპარატის (შემდგომში – აპარატი) მოხსნა; ე) საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ აპარატიდან ამობეჭდავს დასტურს („ნულოვან ამონაწერს“) იმისა, რომ იმ დროისთვის არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა აპარატის საშუალებით და ამონაბეჭდს გადასცემს კომისიის მდივანს შესანახად. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთის/ყუთების ინდივიდუალური ლუქის/ლუქების ნომრები და დალუქვის ზუსტი დრო შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე; 3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე ხელმოწერით ადასტურებენ ცარიელი საარჩევნო ყუთების დალუქვასა და ამონაწერში მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იმ მომენტისათვის აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა. 4. საარჩევნო უბანში ყოველი 800 ამომრჩევლისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს სულ ცოტა 1 ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი. 5. საარჩევნო უბნებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი. 6. საარჩევნო ყუთისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის ზედამხედველობას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, კომისიის სხვა წევრი. მუხლი 5🔗 1. საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით: ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება; ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID ბარათი) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს უბრუნებს ამომრჩეველს და სთხოვს აღნიშნული დოკუმენტი გაატაროს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის „MRZ“ წამკითხველში (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა); გ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩევლის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებს ადარებს აღნიშნულ აპარატში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს და მონაცემების შესაბამისობის შემთხვევაში, აპარატს ეკრანზე გამოაქვს ამ ამომრჩევლის მონაცემები.  შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენს და  სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს; დ) საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს და გააფერადებინებს მას ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ წრეს (წრეებს); ე) საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და სპეციალური მარკერის გამოყენებით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს; ვ) საარჩევნო ბიულეტენის  შევსების შემდეგ ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში; ზ) სპეციალური ჩარჩო-კონვერტში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენით ამომრჩეველი მიდის ძირითად საარჩევნო ყუთთან და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით აპარატში ბიულეტენის მოთავსებას, მას შეიძლება დაეხმაროს საარჩევნო ყუთისა და აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრი; თ) მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი აპარატის საშუალებით აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი დებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და ტოვებს საარჩევნო უბანს. თუ აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, იგი ჩაითვლება გაფუჭებულ ბიულეტენად, ცალკე შეინახება და კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. 2. თუ ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველის მონაცემთა ძებნას აპარატში ახორციელებს ხელით. 3. თუ აპარატი დააფიქსირებს,  რომ კენჭისყრის შენობაში ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩეველი შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, მას საარჩევნო უბანში აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. 4. კენჭისყრის დასრულებისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატში ასრულებს ვერიფიკაციის პროცესს და აპარატიდან ბეჭდავს საბოლოო ანგარიშს. 5. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, აპარატში არსებული ინფორმაცია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა შესახებ ინახება ელექტრონულად კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗 1. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში: ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ, რის თაობაზეც ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას; ბ) მისი აღმოფხვრისთანავე კენჭისყრა გრძელდება აპარატის/აპარატების საშუალებით, ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა შესაბამისი აპარატით/აპარატებით კენჭისყრის გაგრძელება: ა) შესაბამისი აპარატის/აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე დგება აქტი და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 32-ე გვერდზე; ბ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის  გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს/წევრებს  გადასცემს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიას/სიებს (სამაგიდე სია ფოტოსურათებით); გ) ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატს ხსნის ძირითად საარჩევნო ყუთს, რომელსაც აქვს საარჩევნო ბიულეტენის მოსათავსებლად სპეციალური ჭრილი, რის შემდგომაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს საარჩევნო ბიულეტენი მოათავსოს პირდაპირ საარჩევნო ყუთში. 3. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გარეშე კენჭისყრის გაგრძელების შემთხვევაში, კენჭისყრის პროცესი გრძელდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. საჭიროების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები ასრულებს/ასრულებენ  ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციას. მუხლი 7🔗 1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურების დაცვით, ათავსებს საარჩევნო ბიულეტენებს ძირითად საარჩევნო ყუთში იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით, ხორციელდება ხმის დათვლის პროცედურები. 2. საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში, თუ ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს, რის შემდეგაც: ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატის საშუალებით ძირითად საარჩევნო ყუთში ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს იმგვარად, რომ არ ჩანდეს ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა; ბ) თუ გადასატან საარჩევნო ყუთში სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ან დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი აღმოჩნდა, ცალკე დაიდება და ძირითად ყუთში აღმოჩენილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამის რაოდენობებს დაემატება. 3. გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარე აპარატიდან ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს (შემდგომში „ამონაწერს“). აღნიშნული მონაცემების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო ამონაწერი შეინახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში სადემონსტრაციო ოქმთან ერთად. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდეგ გრძელდება საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები. მუხლი 8🔗 1. კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს 4 მთვლელს. 2. პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და საარჩევნო ბიულეტენებს გადასცემს შესაბამის მთვლელს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საარჩევნო უბანში, სადაც ხორციელდება ხმის დათვლის პროცესის ფიქსაცია, პირველი მთვლელი ვალდებულია სპეციალური კონვერტიდან ამოღებული საარჩევნო ბიულეტენი ხელში იმდაგვარად დაიკავოს, რომ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია. 4. ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელზეც გაფერადებულია/მონიშნულია მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე. 5. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე; ბ) არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე. 6. მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას ნამდვილი/ბათილი ბიულეტენების დადგენა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული წესით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას არ გამოიყენება საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესი. 8. საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები იფუთება და ილუქება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. 9. საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები დასტურდება მხოლოდ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმით და მას და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ფოტოასლს გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა.