ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №21/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016626
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,189 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 98% 23.08.2021 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 97% 09.10.2020 საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 07.11.2018 სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 19.10.2020 საქართველოს საარჩევნო კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი 91% 17.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება  №21/2022 2022 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 199-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში „პენიტენციური სამსახური”) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში „პენიტენციური დაწესებულება“) კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (14 მარტი) ცესკო განკარგულებით ქმნის საარჩევნო უბნებს. პენიტენციურ დაწესებულებაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება. მუხლი 2🔗 პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს/სპეცჯგუფის წევრებს ირჩევს/ნიშნავს ცესკო არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-16 დღისა (17 მარტი) და არაუგვიანეს მე-15 დღისა (18 მარტი). თუ არჩევის შედეგად ყველა ვაკანტური ადგილი არ შეივსო, ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვადით, იმართება ხელახალი კონკურსი. კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში შესაძლებელი იქნება საკონკურსო საბუთების წარდგენა ცესკოში, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების 8-8 წევრის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. კონკურსი გრძელდება იმ ვადით, სანამ ყველა ვაკანტურ პოზიციაზე წარმოდგენილი არ იქნება მინიმუმ ერთი საკონკურსო განაცხადი. მუხლი 3🔗 უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება ცესკოს პენიტენციურ დაწესებულებაში საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-15 დღისა (18 მარტი). მუხლი 4🔗 ცესკოს განკარგულებას/პარტიის გადაწყვეტილებას პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრთა არჩევის/დანიშვნის შესახებ, თან უნდა დაერთოს: საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრად არჩეული/დანიშნული პირის ორი ფოტოსურათი, მისი თანხმობა ამ დადგენილებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თაობაზე და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. მუხლი 5🔗 ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-16 დღის (17 მარტი) 18:00 საათამდე: ა) საარჩევნო სუბიექტებმა/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა უნდა წარუდგინოს პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებში (სპეცჯგუფებში) 1 წარმომადგენლის დანიშვნის/აკრედიტაციის შესახებ განცხადება. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები;  ბ) ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო/ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს იმ დამკვირვებელთა სია (სახელის, გვარის, საარჩევნო უბნის ნომრის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის (ასეთი არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრისა და რეგისტრაციის ადგილის (ადგილობრივი დამკვირვებლის შემთხვევაში) მითითებით, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნებში. სიას უნდა ერთოდეს დამკვირვებელთა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. მუხლი 6🔗 ცესკოს მდივანი ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებული განცხადების/დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან 1 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა რეგისტრაციის/აკრედიტაციის საკითხს და რეგისტრირებულ/აკრედიტებულ დამკვირვებლებს/წარმომადგენლებს გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო რეგისტრაციაზე/აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს). მუხლი 7🔗 ცესკო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და ამ დადგენილების შესაბამისად გადმოცემული მონაცემებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების/ადგილობრივი დამკვირვებლების/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების მონაცემების საფუძველზე, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (30 მარტი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩევლების სპეციალურ სიას. ცესკოს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია (რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები) განთავსებული. ბ) პენიტენციური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას სამუშაო ადგილას, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია  (რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები) განთავსებული, ან თუ ისინი შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე განთავსებული არიან არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით. გ) პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნებში ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, აკრედიტებული/დანიშნული/ადგილობრივი დამკვირვებლები/ საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები, თუ ისინი სპეციალური სიის შედგენის მომენტში იმყოფებიან საკარანტინე სივრცეში და მათი რეგისტრაციის მისამართი №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია (რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები) განთავსებული. მუხლი 8🔗 საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრზე/ადგილობრივ დამკვირვებელზე და საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელზე საარჩევნო ბიულეტენების სახეობები გაიცემა იმავე წესით, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულია სპეციალურ სიაში შეყვანილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის. მუხლი 9🔗 ცესკოს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიიღოს მონაცემები პენიტენციური სამსახურისგან საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ. მუხლი 10🔗 საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფის პირველ სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის პირველი სხდომა იმართება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. მუხლი 11🔗 საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები და ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირები ვალდებული არიან 2022 წლის 1 აპრილს ჩაიტარონ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაზე (COVID-19) PCR ტესტი. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. მუხლი 12🔗 საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრად არჩევის/დანიშვნის შემდგომ, არასაპატიო მიზეზით წევრობაზე/წევრის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან მასზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ამ პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირების PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება თვით ამ პირთა მიერ. მუხლი 13🔗 იმ შემთხვევაში, თუკი საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრი, დამკვირვებელი/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს დატოვებს კენჭისყრის შენობას (პენიტენციურ დაწესებულებას), იგი განმეორებით აღნიშნულ კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. აღნიშნული პირები აგრეთვე არ დაიშვებიან ნებისმიერ სხვა კენჭისყრის შენობაში. ამ დადგენილებაში მითითებულ დაწესებულებებში არ შეიძლება დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს შეენაცვლონ მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებული წარმომადგენლები/დამკვირვებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 14🔗 ამ დადგენილებაში მითითებული პირები ვალდებული არიან პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას დაიცვან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და აღჭურვილი  იყვნენ/ატარებდნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს. მუხლი 15🔗 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის არ გამოიყენება ცესკოს 2012 წლის 13 ივლისის №75/2012 განკარგულებით განსაზღვრული პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობები და წესი. მუხლი 16🔗 ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები ტარდება ამ დადგენილებით შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის მიერ, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 17🔗 საუბნო საარჩევნო კომისია/სპეცჯგუფი ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ელექტრონული საშუალებებით გაუგზავნოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მუხლი 18🔗 დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. მუხლი 19🔗 დაევალოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (19 მარტი), ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრთა/დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ვინაობის შესახებ გადაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს. მუხლი 20🔗 საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების PCR ტესტის ჩატარებასა და პენიტენციურ დაწესებულებამდე ტრანსპორტირებას ორგანიზებას უწევს ცესკო. მუხლი 21🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 22🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი