⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.06.2009)

საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2022
ძალის დაკარგვა 08.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №002
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016074
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,433 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2022 მიღება
08.06.2009 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის დასახელება პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის სახელი, გვარი
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №002 2022 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებზე. 2. შინაგანაწესის მიზნებია: ა) პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფებისათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; გ) პროკურატურის თანამშრომელთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება; დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება; ე) პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა; ვ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა; ზ) პროკურატურის ხელმძღვანელ პირებსა და პროკურატურის თანამშრომელთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. 3. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურში ყოფნის პირობები და წესი; დ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ  შვებულების გამოყენების პირობები და წესი; ე) პროკურატურის თანამშრომლის მივლინების წესი; ვ) სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გამოცემის/გაცნობის წესი; ზ) ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო; თ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია; ი) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი; კ) პროკურატურის თანამშრომლის მოვალეობები; ლ) პროკურატურის თანამშრომლის მატერიალური პასუხისმგებლობა; მ) პროკურატურის თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის წესი; ნ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი. მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო 1. პროკურატურის თანამშრომლებისათვის განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირა. 2. სამუშაო დრო განისაზღვრება 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე. 3. დღის განმავლობაში პროკურატურის თანამშრომლებისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე. 4. პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის უწყვეტი რეჟიმის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, პროკურატურის ცალკეული თანამშრომლებისათვის დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის უფროსის მიერ. 5. პროკურატურის თანამშრომლის სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დრო ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური  საშუალების გამოყენებით. 6. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დრო სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით დააფიქსიროს საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ ტექნიკურ საშუალებაზე. 7. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დრო და მიზეზი მიუთითოს საქართველოს პროკურატურის შიდა საინფორმაციო ვებგვერდზე (ინტრანეტზე) არსებულ ტაბელში. მუხლი 3🔗. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურში ყოფნის პირობები და წესი     1. პროკურატურის თანამშრომლისათვის მუშაობა დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომელი უფლებამოსილია დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ გამოცხადდეს სამსახურში. 3. პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი უფლებამოსილია სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე,  დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ თანამშრომელს დაავალოს გამოცხადდეს სამსახურში. 4. გადაწყვეტილებას დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ პროკურატურის თანამშრომლისათვის შრომის ანაზღაურების თაობაზე იღებს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში გენერალური პროკურორი). მუხლი 4🔗. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გამოცემის/გაცნობის წესი 1. პროკურატურის თანამშრომელი სამსახურში მიიღება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 2. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია: ა) პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის ხელშეკრულების გაფორმებისა და მათი პროკურატურიდან დათხოვნის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს გენერალური პროკურორის ერთ-ერთ მოადგილეზე; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებსა და ავტონომიური რესპუბლიკების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რაიონულ პროკურატურებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის ხელშეკრულების გაფორმებისა და მათი პროკურატურიდან დათხოვნის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებზე; გ) თბილისისა და საოლქო პროკურატურების და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონულ პროკურატურებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის ხელშეკრულების გაფორმებისა და მათი პროკურატურიდან დათხოვნის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს, შესაბამისად, თბილისის და საოლქო პროკურორებზე. 3. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება – სამართლებრივი აქტი შეიძლება იყოს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური. 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის და საოლქო პროკურორები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფ და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რაიონულ პროკურატურებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის ხელშეკრულების გაფორმებიდან ან მათი პროკურატურიდან დათხოვნიდან 5 დღის ვადაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები (შრომითი ხელშეკრულება, პირადი საქმის მასალების ასლები, დათხოვნის ბრძანების ასლი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები), ხოლო ეკონომიკურ დეპარტამენტში წარადგინონ შრომითი ხელშეკრულება და დათხოვნის ბრძანების ასლი. 5. ნორმატიული ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას გამოსცემს მხოლოდ გენერალური პროკურორი. 6. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას გამოსცემს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება გამოიცემა უშუალოდ პროკურატურის ერთ თანამშრომელზე ან პროკურატურის თანამშრომლეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –  ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული  ბრძანება გამოცემისთანავე ეგზავნება პროკურატურის თანამშრომელს (პროკურატურის თანამშრომელთა განსაზღვრულ ჯგუფს). ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის თანამშრომლისათვის ბრძანების გადაცემა დასტურდება ხელმოწერით. 7. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანების შესრულება სავალდებულოა პროკურატურის ყველა თანამშრომლისათვის. მუხლი 5🔗. შვებულების უფლების გამოყენების წესი 1. პროკურატურის თანამშრომელი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. თანამშრომელმა შეიძლება ისარგებლოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის შვებულებითაც. 2. პროკურატურის თანამშრომლის შვებულება ფორმდება გენერალური პროკურორის ბრძანებით. 3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მის ერთ-ერთ მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებზე; თბილისის და საოლქო პროკურატურების და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – შესაბამისად, თბილისის და საოლქო პროკურორებზე. 4. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში, გენერალურ პროკურორს (გენერალური პროკურორის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების,  თბილისის და საოლქო პროკურორებს) უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც. 5. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა. პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის   ხელმძღვანელი უფლებამოსილია უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის პროკურატურის თანამშრომლის მიერ შვებულებით სარგებლობა. 6. პროკურატურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს. 7. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის თანამშრომელი ვერ ისარგებლებს  შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულმა პროკურორებმა, ბრძანება მათ დაქვემდებარებაში მყოფ პროკურატურის თანამშრომელთა შვებულებაში გაშვების შესახებ, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა გადაუგზავნონ საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტსა და ეკონომიკურ დეპარტამენტს. 9. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია პროკურატურის თანამშრომლის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური პროკურორის (გენერალური პროკურორის მოადგილის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის და საოლქო პროკურორების)  ბრძანებით. 10. პროკურატურის თანამშრომლის შვებულებიდან გამოძახება ასევე შესაძლებელია მისივე განცხადების საფუძველზე, გენერალური პროკურორის (გენერალური პროკურორის მოადგილის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის და საოლქო პროკურორების) ბრძანებით. მუხლი 6🔗. პროკურატურის თანამშრომლის მივლინების წესი 1. პროკურატურის თანამშრომლის მივლინებაში გაშვების უფლება აქვს გენერალურ პროკურორს. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლის ქვეყნის ფარგლებში მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს გენერალური პროკურორის ერთ-ერთ მოადგილეზე; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლის მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებზე; თბილისის და საოლქო პროკურატურების და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლის მივლინებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – შესაბამისად, თბილისის და საოლქო პროკურორებზე. 2. პროკურატურის თანამშრომლის მივლინებაში გაშვება ფორმდება ბრძანებით. 3. მივლინების თაობაზე პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე. 4. პროკურატურის თანამშრომლის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით. 5. მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 6. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ 5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, თავის უშუალო ხელმძღვანელს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ხოლო ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნული გარემოების შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს თანამშრომლის მივლინებაში გაშვებაზე უფლებამოსილ პირს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში. 8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის და საოლქო პროკურორები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფ პროკურატურის თანამშრომელთა  და ასევე მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რაიონული პროკურატურების ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა მივლინებაში  გაშვების ბრძანება დოკუმენტბრუნვის  ელექტრონული სისტემის მეშვეობით, თანამშრომლის მივლინებაში გაშვებიდან არაუგვაინეს 5 დღის ვადისა გადაუგზავნონ გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტსა და ეკონომიკურ დეპარტამენტს. 9. კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული მივლინებიდან ან/და სასწავლო შვებულებიდან დაბრუნებული პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია მივლინების/სასწავლო შვებულების დროს მიღებული ცოდნის შესახებ. მუხლი 7🔗. ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო 1. პროკურატურის თანამშრომლებზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ. 2. პროკურატურის თანამშრომლის მივლინებაში გაშვებისას სამივლინებო თანხების გაცემის წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით. 3. პროკურატურის თანამშრომლებზე ხელფასი და სამივლინებო თანხები გაიცემა საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით. მუხლი 8🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია   პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, განუხრელად ასრულებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს. მუხლი 9🔗. სამსახურიდან დროებით გათავისუფლების წესი 1. საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და დარჩეს სამუშაო დროის ამოწურვამდე. 2. ამ შინაგანაწესის მიზნებისათვის თანამშრომლის სამსახურში დაგვიანება საპატიოდ ჩაითვლება, თუ იგი გამოცხადდება შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროის დაწყებიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში. 3. სამსახურში დაგვიანებად, ადრე გასვლად და სამუშაო დროის გაცდენად ან/და სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეულია შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებით. 4. გარდა დროებითი შრომისუუნარობის, ასევე შვებულებასა და მივლინებაში ყოფნის გამო გამოუცხადებლობისა, პროკურატურის თანამშრომელი, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია სხვა შემთხვევაშიც სრული სამუშაო დღის ხანგრძლივობით არ გამოცხადდეს სამსახურში და გამოუცხადებლობა ჩაეთვალოს საპატიოდ – ისარგებლოს დასვენების დღით (day off). პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს პროკურატურის თანამშრომელს თანხმობა მისცეს თვეში   არაუმეტეს  ერთი სამუშაო დღით გამოუცხადებლობისა და დასვენების დღით (day off) სარგებლობის შესახებ. რაც არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 7 დასვენების დღეს (7 – day off) 5. პროკურატურის თანამშრომლის  სამსახურში  დაგვიანებით გამოცხადება   ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა, რაც  გამოწვეულია  ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, ჩაითვლება   საპატიოდ, თუ პროკურატურის თანამშრომელი აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე  წასვლის მიზეზის მითითებით.   6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება/სამსახურიდან  სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა საპატიოდ ჩაითვლება, თუ არ  აღემატება თვის განმავლობაში ერთ შემთხვევას. სხვა შემთხვევაში პროკურატურის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი პირი პროკურატურის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან,  პროკურატურის თანამშრომლის  სამსახურში არყოფნის  ხანგრძლივობა ერთი დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 საათს (მოიცავს შესვენების დროს),  რაც არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 7 შემთხვევას. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროკურატურის თანაშრომელი შესაძლებლობისთანავე მოხსენებითი ბარათით მიმართავს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს, რომელიც შემდეგ იგზავნება გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში. პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი მის მიერ დასვენების დღით (day off) სარგებლობის შესახებ, მიმართავს გენერალურ პროკურორს ან გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც შემდეგ ასევე იგზავნება გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ იგზავნება გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში.    მუხლი 10🔗. პროკურატურის თანამშრომლის მოვალეობები 1. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად  შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები; ბ) დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; გ) შეასრულოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის მუშაობას და ლახავს პროკურატურის იმიჯს; ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; ვ) არ დაუშვას მისთვის სარგებლობაში გადაცემული, პროკურატურის კუთვნილი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის, რომელიც არ არის პროკურატურის თანამშრომელი,  გადაცემ; ზ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებული იარაღის შენახვისა და ტარებისას, იხელმძღვანელოს წინდახედულობის ნორმებით, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებულ იარაღს და უზრუნველყოს მისი დაკარგვის, მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის თავიდან აცილება. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დაკარგვის, მოპარვის ან პროკურატურის თანამშრომლის ნების საწინააღმდეგოდ მისი მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის შემთხვევაში, პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს პროკურატურისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი; თ) არ ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებული იარაღი ღიად, გამოსაჩენად, ცეცხლსასროლი იარაღის სატარებელი ბუდის გარეშე; ი) სამსახურებრივი ფუნქციებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, გამოიყენოს სამსახურის მიერ, მისთვის გამოყოფილი საწვავი. დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომლის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული სპეციალური სისტემის კომპონენტის თვითნებურად სხვა მანქანაში გადატანა, ან სხვა პირისთვის გადაცემა; კ) დაიცვას პროკურატურის თანამშრომელთა  ეთიკის კოდექსი; ლ) პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის გარეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, სასამართლო განხილვაში მონაწილეობისას, ასევე დაკავებულთა მოთავსების  ადგილებში,  პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში  შესვლისა და დაკავებულთა, დაპატიმრებულთა, მსჯავრდებულთა და იძულებით ღონისძიებაშეფარდებულ პირთა მონახულებისას (საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების ჩათვლით), თვალსაჩინო ადგილას ატაროს პროკურატურის თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა; მ) სამსახურებრივი მოწმობა გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ. დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივი მოწმობის შენახვისა და ტარებისას, იხელმძღვანელოს წინდახედულობის ნორმებით, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს სამსახურებრივი მოწმობას და უზრუნველყოს მისი დაკარგვის, მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის თავიდან აცილება. მოწმობის დაკარგვის, მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის  შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს; ნ) სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებული იარაღის დაკარგვის, მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, უშუალო ხელმძღვანელს, გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს; ო) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გარეგნულ იარესახესა და ჩაცმულობასთან დაკავშირებით, იხელმძღვანელოს გენერალური პროკურორის ბრძანებაში მითითებული სტანდარტებით; პ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე შენობაში და მის ტერიტორიაზე. 2. დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება. მუხლი 11🔗. პროკურატურის თანამშრომლის მატერიალური პასუხისმგებლობა 1. პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია პროკურატურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს დაუბრუნოს ყველა ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც მას სარგებლობაში გადაეცა პროკურატურის ორგანოებში მუშაობის პერიოდში. 2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია პროკურატურიდან დათხოვნიდან 5 დღის ვადაში გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარადგინოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სამსახურებრივი მოწმობისა და დოკუმენტაციის ჩაბარების დამადასტურებელი აქტი – შემოვლის ფურცელი (დანართი) პროკურატურის ორგანოების/სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ პროკურატურის თანამშრომელთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება. მუხლი 12🔗 პროკურატურის თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის წესი პროკურატურის თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია ეფუძნება კოლეგიალობის, ერთიანობისა და ცენტრალიზაციის პრინციპებს. მუხლი 13🔗. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი 1. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული წახალისების ღონისძიებები. 2. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ან/და კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი. მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ყველა თანამშრომლისათვის. 2. შინაგანაწესის მითითების  დარღვევა  ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და შესაძლებელია პროკურატურის თანამშრომლის მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელი. 3. გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ვალდებულია გააცნოს პროკურატურის თანამშრომელს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება პროკურატურის თანამშრომლის ხელწერილით. 4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება პროკურატურის თანამშრომლის პირად საქმეში. დანართი პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სამსახურებრივი მოწმობისა და დოკუმენტაციის ჩაბარების დამადასტურებელი აქტი – შემოვლის ფურცელი პროკურატურის თანამშრომლის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––  პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის დასახელება პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის სახელი, გვარი ხელმოწერა თარიღი ადმინისტრაცია ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (იარაღი) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (სამსახურებრივი მოწმობა) ეკონომიკური დეპარტამენტი პროკურატურის შესაბამისი ორგანო ან სტრუქტურული დანაყოფი  საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე