„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2022
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.119.016469
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,000 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 03.08.2021 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.08) განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 31.05.2023 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 27.11.2024 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 78% 04.07.2022 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 78% 16.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №1 2022 წლის 23 თებერვალი ქ. ხონი ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ,,შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ,,შენი იდეა  მერს“ განხორციელების  წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დაევალოს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ამ დადგენილების ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. მუხლი 3🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხონის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ ( OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ,,შენი იდეა  მერს“ განხორციელების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ,,შენი იდეა  მერს“ (შემდგომში - იდეა) განხორციელების წესი ( შემდგომში - წესი) შექმნილია ხონის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - ხონი) და ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მერიის) საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე ინიციატივების წარდგენის უზრუნველყოფის მიზნით. 2. იდეის წარდგენა შესაძლებელია, თუ მასში დასმული საკითხის გადაჭრა წარმოადგენს ხონის მერიის კომპეტენციას. 3. იდეის წარდგენის უფლებით სარგებლოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები. 4. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ხონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. 5. მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე ინიციატივების წარდგენის პროცედურა და თემატიკა განისაზღვრება ამ წესით. მუხლი 2🔗. განხილვას დაქვემდებარებული საკითხები 1. შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგი წინადადებები: ა) ხონის საგზაო ინფრასტრუქტურის თაობაზე; ბ) ხონის სატრანსფორტო ინფრასტრუქტურის თაობაზე; გ) ნარჩენების მართვის თაობაზე; დ) წყალ-კანალიზაციის, გარე განათებისა და კეთილმოწყობის სხვა საკითხების თაობაზე; ე) ხონის  ტერიტორიის გამწვანებაზე; ვ) შშმ პირთა ინკლუზიასა და მათთვის გარემოს ადაპტაციის შესახებ; ზ) კულტურულ, სპორტულ ან ახალგაზრდულ საკითხებზე; თ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის თაობაზე; ი) ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფის თაობაზე. კ ) ეკონომიკური განვითარების თაობაზე. 2. იდეის ავტორს უფლება აქვს წარადგინოს წინადადება სხვა საკითხებზეც, რომლებიც შედის ხონის მერიის კომპეტენციაში და არ ეწინააღმდეგება ამ წესსა და მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 3🔗. დაუშვებელი იდეა იდეა  არ ექვემდებარება განხილვას თუ მასში მოცემული საკითხი: ა) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას; ბ) შეეხება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს; გ) სახუმარო ან უცენზურო ვიზუალური მასალის ან/და შინაარსის მქონეა; დ) არ შედის ხონის მერიის კომპეტენციის ფარგლებში ან/და მისი გადაწყვეტა წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას; ე) წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების რომელიც გამორიცხავს იდეის საფუძველზე მის გადაწყვეტას; ვ) იდეის შინაარსი იდენტურია უკვე არსებული მიმდინარე იდეისა ან იდეას  ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული აქვს უარყოფითი რეკომენდაცია, ან იდეა ბოლო 6 თვის განმავლობაში ერთხელ იყო ხმის მიცემის ეტაპზე და ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ან იდეას მიღებული აქვს დადებითი რეკომენდაცია და მისი სავარაუდო შესრულების ვადა ჯერ არ არის ამოწურული. მუხლი 4🔗. იდეის წარდგენა 1. იდეის წარდგენა ხდება დადგენილი ელოქტრონული ფორმით, ვებგვერდზე idea.municipal.gov.ge, რეგისტრაციის გავლის და სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ, შესაბამისი ველების შევსების გზით: იდეის ავტორის მიერ შესავსები ველები’: ა) იდეის კატეგორია; ბ) იდეის დასახელება; გ) იდეის აღწერილობა; დ) იდეის განხორციელების გონივრული ვადა; ე) იდეის ბიუჯეტი. 2. იდეის ავტორის მიერ ასატვირთი დოკუმენტაცია: ა) ფოტო; ბ) ხარჯთაღრიცხვა; გ) დანართი. 3. იდეის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხდება იდეის ამ წესთან შესაბამისობის შემოწმება. 4. თუ იდეა ეწინააღმდეგება ამ წესის მოთხოვნებს დასაბუთებული უარი ეცნობება იდეის ავტორს ელექტრონულად. 5. თუ იდეა არ ეწინააღმდეგება ამ წესის მოთხოვნება, თუმცა მისი წარდგენის დროს იდეის ავტორის მიერ დაშვებულია გარკვეული შინაარსობრივი ან სხვა ტიპის ხარვეზები, ასეთ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ ეცნობება იდეის ავტორს, რომელმაც 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში უნდა აღმოფხვრას აღნიშნული ხარვეზი. მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში იდეა გახდება უარყოფილი. 6. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ იდეა არ ეწინააღმდეგება ამ წესს, იგი გამოქვეყნდება ვებგვერდზე idea.municipal.gov.ge და ამის შესახებ ელექტრონულად ეცნობება იდეის ავტორს. 7. იდეის გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხონში რეგისტრირებული მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა ელექტრონული ფორმით მისცენ ხმა გამოქვეყნებულ საკითხს. 8. იმისათვის, რომ იდეით განსაზღვრული საკითხი დაექვემდებაროს განხილვას, მას ხმა უნდა მისცეს ხონში რეგისტრირებულმა 500 (ხუთასი) ფიზიკურმა პირმა. მუხლი 5🔗. იდეის განხილვა 1. მას შემდეგ რაც იდეა დააგროვებს ხონში რეგისტრირებული 500 ფიზიკური პირის ხმას, 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილება ხონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, რომელიც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) იდეის შესრულების განხილვის თაობაზე - იდეა ეგზავნება ხონის მერიის  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შემდგომი განხილვისათვის; ბ) იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე. 2. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწყება იდეის შესაძლო შესრულების განხილვის პროცედურა. ხონის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები  30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ასრულებენ იდეის განხილვის პროცედურას და თავიანთ გადაწყვეტილებას წარუდგენს  ხონის მუნიციპალიტეტის მერს. 3. ხონის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, იდეის სრულყოფილად განხილვის მიზნით, მისი ავტორისაგან, გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4. ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ხონის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხილვის დასრულების შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას იდეის შესრულების ან იდეაზე უარის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, იდეის ავტორს მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულად ეგზავნებათ შეტყობინება აღნიშნულის შესახებ, საკუთარ პროფილზე ან ელ-ფოსტაზე (არსებობის შემთხვევაში), სადაც მითითებული იქნება, გადაწყვეტილების შესრულების სავარაუდო გონივრული ვადა. ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის ვადაში  ქვეყნდება ხონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 6. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის საფუძველზე იდეის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, იდეის ავტორს მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულად ეგზავნება შეტყობინება აღნიშნულის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ პლატფორმის შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული აქვთ ელ-ფოსტის მისამართი ან გააჩნიათ საკუთარი პროფილი. ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის ვადაში  ქვეყნდება ხონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 7. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე გახდეს იდეაზე უარის საფუძველი. მუხლი 6🔗. იდეის პლატფორმა და განხილვის პროცედურების მენეჯმენტი 1. იდეის პლატფორმას მართავს და ამ წესით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვას ზედამხედველობს ხონის მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 2. ხონის მერი იდეის შესაძლო შესრულების პირობების განხილვის შინაარსობრივ და ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ავალებს ხონის მერიის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს იდეის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და ხონის მერისათვის წარდგენას. 3. ამ წესით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, ამ წესის შესრულებაზე ზედამხედველი პირი, ვალდებულია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისგების ზომები ან აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობით მიმართოს ხონის მერს. 4. იდეის პლატფორმის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო(ს/ნ 405026877).