ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ცხრა ძმა ხერხეულიძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016654
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2022
matsne.gov.ge 170 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფილე ჩოჩუას ქუჩისთვის საქართველოს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე ანდრონიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 16.02.2021 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ერთი უსახელო ჩიხისთვის ბათლომე ხუციშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 09.09.2022 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №599 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, დიდების ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის დიდების II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 21.11.2023 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.03.2025 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ამაღლების ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო გასასვლელისთვის ამაღლების I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 13.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ცხრა ძმა ხერხეულიძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №60 2022 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ცხრა ძმა ხერხეულიძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს ცხრა ძმა ხერხეულიძის I ჩიხის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე