ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ცხრა ძმა ხერხეულიძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016654
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №60

2022 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ცხრა ძმა ხერხეულიძის ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს ცხრა ძმა ხერხეულიძის I ჩიხის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე