ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 24.02.2022
ძალის დაკარგვა 24.02.2023
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.118.016331
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,28 | 1,0 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2023
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.02.2021
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2022 წლის 24 თებერვალი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/02/2021, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.118.016307).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი
დანართი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K;
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 1.0-ის ოდენობით;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 148,8-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის მიხედვით ქ. ონში სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN(ლარი)
0,28
1,0
0,24
148.8
10,0
მუხლი 3🔗
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შესაბამისად შეადგენს 5,0 ლარს.
მუხლი 4🔗
ონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შესაბამისად შეადგენს 2,5 ლარს.
მუხლი 5🔗
ონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 5,0 ლარს.