1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმ