1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს ვებ გვერდზე გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ - შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც;
ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები - ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში;
გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში - რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში;
ე) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;
ვ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულო წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
ზ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;
თ) მერის, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების, მერიის იურიდიული პირების, ხელმძღვანელების (უფროსი, დირექტორი და ა.შ) წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 5 დღის ვადაში;
ი) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების დღე;
კ) დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილება - დასახლების საერთო კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში.
ლ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები - შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;
მ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათი - მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ნ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ო) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდზე, ,,თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდის დებულებით" დადგენილი წესით.