1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 36–ე მუხლის და ამ დებულების მე–100 მუხლით დადგენილი წესით.
2. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.
4. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლება არა აქვთ, ეწეოდნენ სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.
5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკურატორო სფერო განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით.
6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (უხუცესი) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმდჯომარის პირველი მოადგილის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საკურატორო სფერო განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით.
7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (უხუცესი მოადგილე) მიერ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის საკურატორო სფერო განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით.
8. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეს და მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადაყენების, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.
თავი IV
საკრებულოს ბიუ