„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა“ (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 |
|
2022 წლის 25 თებერვალი ქ. ბორჯომი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა/დახმარება“ (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა/დახმარება“ (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დანართი 1-ის შესაბამისად.“
3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა/დახმარება“ (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“
4. დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამა „ახალგაზრდობის ხელშეწყობა/დახმარება“-ის (კოდი 05 02 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე ფულადი ჯილდოს გაცემის პირობებსა და წესს.
5. დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კულტურის, ხელოვნების, ერუდიციის, განათლების და სპორტის სფეროში წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა/დახმარება მაღალი მოსწრების სტუდენტების (ბაკალავრი) წახალისება/დაჯილდოება) ფარგლებში.
6. დანართის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უნივერსიტეტი – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს.
უნივერსიტეტები:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორი;ა
ა(ა)იპ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
შპს – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
შპს – საქართველოს უნივერსიტეტი;
შპს – კავკასიის უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
შპს – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი;
შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
შპს – ქუთაისის უნივერისტეტი;
შპს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტი;
შპს – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს –აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი;
სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი: საქართველოს ტერიტორიაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა), კერძოდ:
სასწავლო უნივერსიტეტები:
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემი;ა
შპს – სასწავლო უნივერსიტეტი ”გეომედი”;
შპს – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ;
შპს – ევროპის უნივერსიტეტი;
შპს – თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი;
სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი;
შპს – ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
შპს – აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი.
7. დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ფულადი ჯილდოს გაცემის ადმინისტრირება
ჯილდოს გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში – სამსახური), მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება, სტუდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.“.
|