„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.139.016450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის №3 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 05/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.139.016358) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.“.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი:

„3. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას საკრებულოს აპარატი წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა

1. საკრებულოს აპარატი შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებები) უფროსების და  მასში შემავალი სპეციალისტებისგან.

2. საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო განყოფილება;

ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.

3. საკრებულოს აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

4. საკრებულოს აპარატის სტრუქტურას, დებულებას და საშტატო ნუსხას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. საკრებულო აპარატის ძირითადი ფუნქციები

აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) შემოსული წერილებისა და განცხადებების რეგისტრაცია, მათი განაწილება განხილვისა და ადრესატისათვის პასუხის მომზადების მიზნით;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის ორგანიზება;

დ) საკრებულოს სხდომებზე სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვისას, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვის უზრუნველყოფა, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმება, რედაქტირება, საკრებულოს სხდომის ოქმის წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;

ე) საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის, მათ აღრიცხვის, სისტემატიზაციის და დადგენილი წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ვ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის, საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;

ზ) სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილება, მოწვევა და მათი რეგისტრაცია;

თ) საკრებულოს წევრებისათვის ორგანიზაციული დახმარების გაწევა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ი) ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაცია;

კ) გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულების უზრუნველყოფა;

ლ) საკრებულოს ბიუროს სამუშაო გეგმის საფუძველზე საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება და სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვის კონტროლი;

მ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება;

ნ) საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების ელექტრონული და მატერიალური ფორმით საკრებულოს წევრებისათვის დაგზავნის/გადაცემის უზრუნველყოფა;

ო) კადრების აღრიცხვა, საკრებულოში დასაქმებული მოხელეების ასევე საკრებულოს წევრების პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საქმის წარმოების განხორციელება;

პ) მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტების შექმნის უზრუნველყოფა;

ჟ) პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით უფლებამოსილი პირისთვის მასალების მიწოდების უზრუნველყოფა.“.

 4. მე-6 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე, ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებების უფროსებსა და საჯარო მოხელეთა შორის;“

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულების, სტრუქტურის და საშტატო ნუსხის პროექტებს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებით შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების შესახებ;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს  დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ვ) აწარმოებს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დაანგარიშებას, საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს საჭიროებისათვის განსახორციელებელი შესყიდვების წინადადებების მომზადებას, შემდგომში შესყიდვების გეგმაში ასახვის მიზნით;

თ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, ასევე სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადებას;

ი) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“

„5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით  აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

5. მე-7 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკრებულოს ბიუროს, კომისიების, სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების ელექტრონული და მატერიალური ფორმით საკრებულოს წევრებისათვის დაგზავნის/გადაცემის უზრუნველყოფა;“.

6. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ – ერთი მოხელე.“.

7. მე-9 მუხლის „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესით განსაზღვრული პირადი საქმეების შექმნას, შენახვას და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;“.

8. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-101 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. ქალთა ოთახი

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული „ქალთა ოთახის“ შექმნისა და ფუნქციონირების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის პროცესში ქალთა გააქტიურებისა და თანამონაწილეობის გაზრდა.

2. ქალთა ოთახი უფლებამოსილია:

ა) უშუალო ხელმძღვანელთან-საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით მოაწყოს საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში ასევე სოფლად მცხოვრებ ქალბატონებთან მათი ჩართულობის გააქტიურებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის;

ბ) გამოავლინოს ქალთა პრობლემები და მიმართოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად  ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით;

გ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივ მუნიციპალური პროგრამების შესახებ;

დ) აქტიურად ჩაერთოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში;

ე) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) აქტიურად ითანამშრომლოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებები.“.

9. მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. აპარატის რეორგანიზაცია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი