ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016455
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2022
matsne.gov.ge 1,754 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
ამხანაგობა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად და აღრიცხულია ამ წესის შესაბამისად
მუხლი 3
მრავალბინიანი სახლი
სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან)
მუხლი 3
ბინა მრავალბინიან სახლში
მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის
მუხლი 3
პროგრამა
ამ წესით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ ამხანაგობების მხარდაჭერისა და დაფინანსების წესსა და პირობებს
მუხლი 3
წესდება
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ამხანაგობის წესდება, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს
მუხლი 3
ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაცია
ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფუნქციური გამართულობის და გამართული ფიზიკურ-ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული ქმედებები
მუხლი 3
ამხანაგობების ასოციაცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი ფორმით შექმნილი ამხანაგობების გაერთიანება
მუხლი 3
მრავალბინიანი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი
კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, რომელსაც გააჩნია საზღვარი დადგენილ კოორდინატებში და არის რეგისტრირებული.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.08.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.01.2019 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2022 წლის 25 თებერვალი ქ. ახალციხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის  წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში (კოდი 02 07 02 ,,შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია“), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურებს. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან განისაზღვრება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს თვითმმართველ ერთეულში ამ წესის მიხედვით აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა). მუხლი 2🔗. წესის მიზანი ამ წესის მიზანია: ა) პროგრამის განხორციელების რეგულირება, რომელიც გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერას; ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის/აღრიცხვიდან მოხსნის პირობების განსაზღვრა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ამხანაგობა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად და აღრიცხულია ამ წესის შესაბამისად; ბ) მრავალბინიანი სახლი – სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან); გ) ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის; დ) პროგრამა – ამ წესით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ ამხანაგობების მხარდაჭერისა და დაფინანსების წესსა და პირობებს; ე) წესდება„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ამხანაგობის წესდება, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; ვ) ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაცია – ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფუნქციური გამართულობის და გამართული ფიზიკურ-ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული ქმედებები; ზ) ამხანაგობების ასოციაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი ფორმით შექმნილი ამხანაგობების გაერთიანება; თ) მრავალბინიანი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი  – კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, რომელსაც გააჩნია საზღვარი დადგენილ კოორდინატებში და არის რეგისტრირებული. მუხლი 4🔗. უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანისა და აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია. მუხლი 5🔗. ამხანაგობის საერთო კრების ოქმი 1. ამ წესის მიზნებისთვის ამხანაგობის საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელწოდება; გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ)ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები; ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა; მ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი. 2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. მუხლი 6🔗. ამხანაგობის აღრიხცვა 1. ამხანაგობის აღრიცხვაზე დადგომის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. 2. ამხანაგობამ აღრიცხვაზე დადგომის თაობაზე განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმი; ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდება; დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ვ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ; ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს მრავალბინიან სახლში არსებულ უძრავ ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს ამხანაგობის სახელით; თ) მრავალბინიანი სახლისათვის  მიკუთვნებული  მიწის ნაკვეთის საზღვრების  რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც აღმასრულებელი ორგანო გასცემს ან არ გასცემს აღრიცხვის ფურცელს. 4. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს (არსებობის შემთხვევაში); დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამხანაგობას მოთხოვოს ისეთი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრამის უკეთ განხორციელებას ან ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზის წარმოებას. მუხლი 7🔗. აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა 1. ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერების, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) ამხანაგობის წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები; ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები. მუხლი 8🔗. ამხანაგობის აღრიცხვიდან მოხსნა ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 9🔗. ამხანაგობის განვითარება 1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია განიხილავს საკითხს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე. 2. პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ამხანაგობას, რომლის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულია ექსპლუატაციაში. კონკრეტული პროგრამით შესაძლებელია დადგინდეს შეზღუდვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაკთან დაკავშირებით, რომლის განმავლობაშიც ამხანაგობა ვერ ისარგებლებს პროგრამით. პროგრამით სარგებლობის სხვა პირობები განისაზღვრება უშუალოდ პროგრამით ან/და პროგრამის განხორციელების წესით. მუხლი 10🔗. განცხადების წარდგენა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე 1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაციის დასახელებას; ბ) განმცხადებელი ამხანაგობის რეკვიზიტებს; გ) ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაფინანსების თაობაზე; დ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იყოს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები; ე) წარმოდგენილ მოთხოვნაზე ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ის თანხმობა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, ბინისა და ტელეფონის ნომერი); ვ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა სახელი და გვარი, ხელმოწერები, პირადი ნომერი, ბინისა და ტელეფონის ნომრები. 2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) თვითმმართველობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ასლი; ბ) ამ წესის შესაბამისად პირველადი მომართვის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი. მუხლი 11🔗. ინფრასტრუქტურული დაფინანსების პირობები 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების მიზნით გათვალისწინებული იქნება შემდეგი ღონისძიებების თანადაფინანსება: ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი); ბ) „წითელ ხაზებში“ მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის (საერთო სარგებლობის) გაყვანილობის სამუშაოები; გ) ფასადის შეკეთება; დ)  შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების  გამაგრებითი სამუშაოები; ე) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, თაღები, სართულშუა ნაპრალების სამუშაოები); ვ) ეზოების კეთილმოწყობა; ზ) არსებული ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა; 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაძლებელია განისაზღვროს ამხანაგობისათვის დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების სახე, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტში და წარმოადგენს ამხანაგობების განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამუშაოებს. 4. ამ მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადებას უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანიზაცია (სახელმწიფო შესყიდვების ან/და ამხანაგობის მიერ წარმოდგენის გზით). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, ,,ბ’’ და „დ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 95%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 5%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში.“. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ’’, „ე’’, ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება 90%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში; 4. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან, ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია; ბ) შესასრულებელი სამუშაო უკვე დაფინანსებულია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა; გ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა; დ) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა; ე) დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები. მუხლი 12🔗. სამუშაოების შესყიდვის წესი ამ წესის მე-11 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას,  შემსყიდველი ორგანიზაცია განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გზით. მუხლი 13🔗. ამხანაგობის ვალდებულება 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განცხდების დაკმაყოფილებაზე (თანადაფინანსებაზე თანხმობის გაცემის) გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია ხუთი სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ამხანაგობის ანგარიშზე თანხის არსებობის დამდასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ქვითარი/ამონაწერი) რომლის ოდენობაც შესაბამისი უნდა იყოს ამხანაგობის მხრიდან ამ წესით დადგენილი თანამონაწილეობის თანხის პროცენტულ ოდენობასთან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით აცხადებს ტენდერს და აფორმებს სამმხრივ ხელშეკრულებას მიმწოდებელთან, მუნიციპალიტეტთან და ამხანაგობასთან; 4. ამხანაგობის თანამონაწილეობის წილის პროცენტული ოდენობის გამოანგარიშება მოხდება ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხიდან; 5. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების მიმწოდებელს ჩაურიცხოს თანადაფინანსებით გათვალისწინებული თანხა წინასწარ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით და მონაწილეობა მიიღოს შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაში. 6. დევნილების მიერ შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ამ წესით გათვალისწინებული აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანადაფინანსების მიზნით წარმოდგენილი მოთხოვნისას, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ამხანაგობის წილის თანადაფინანსების თაობაზე, ადმინისტრაციული დაპირების მიღების მიზნით, მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს. 7. ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს ამ წესისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად შექმნილი/რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.