⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.08.2010)

ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2002
ძალის დაკარგვა 04.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.374
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 28/06/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,587 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2002 მიღება
04.08.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელი, გვარი საატესტაციო კომისიის წევრების შეფასება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-8.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-8.2pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-8.2pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-8.2pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-8.2pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-8.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-8.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:-8.2pt; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 52.05pt 49.65pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.374 საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №15 2002 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულების XIV თავის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს თანდართული „ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების დროებითი წესი“, აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ კანონის მიღებამდე. 2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                  მ. ჯიბუტი ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების დროებითი წესი 1. ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს აქციათა რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია ”ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების დროებითი წესის“ (შემდგომში – ”წესი“) მოთხოვნების შესაბამისად მიიღოს საკვალიფიკაციო ატესტატი. 2. საკვალიფიკაციო ატესტატის მიმღები ფიზიკური პირის კვალიფიკაციის შესამოწმებლად ატესტაცია ტარდება საატესტაციო კომისიის მიერ გასაუბრების ან ტესტირების წესით. 3. ატესტაციას ატარებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის საატესტაციო კომისია ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა საატესტაციო კომისიისა და მისი მუშაობის რეგლამენტის საფუძველზე (დანართი 1). 4. საატესტაციო კომისია ატესტაციას ატარებს გამოქვეყნებული თემატიკის მიხედვით (დანართი 2). 5. გასაუბრებაში ან ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველი კომისიის თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განცხადებას და შევსებულ ანკეტას (დანართი 3). 6. განაცხადების შემოტანიდან ერთი თვის განმავლობაში ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ბრძანებით ნიშნავს გასაუბრების ან ტესტირების დღეს. 7. გასაუბრების ან ტესტირების დამთავრებიდან 5 დღის ვადაში გასაუბრება ან ტესტირებაგავლილ პირს საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, ეძლევა საკვალიფიკაციო ატესტატი (დანართი 4). 8. გასაუბრება ან ტესტირებაგავლილ პირს უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, თუ იგი არ ეთანხმება საატესტაციო კომისიის შეფასებას, უფლება აქვს გაასაჩივროს იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით. უარყოფით შეფასებამიღებულ პირს კვლავ შეუძლია გასაუბრებაში ან ტესტირებაში მონაწილეობის მიღება, საბუთების ხელახლა წარდგენის საფუძველზე (გასაუბრების ან ტესტირების დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ). 9. საკვალიფიკაციო ატესტატის მფლობელს უფლება ეძლევა იმუშაოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან აწარმოოს რეესტრი უშუალოდ ემიტენტთან. 10. იმ შემთხვევაში, თუ ანკეტაში წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს, ან საკვალიფიკაციო ატესტატის მფლობელი დაარღვევს აქციათა რეესტრის წარმოების წესებს (მოთხოვნებს), ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს შეაჩეროს საკვალიფიკაციო ატესტატის მოქმედება ან ჩამოართვას იგი. საკვალიფიკაციო ატესტატის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში პირს, რომელსაც შეუჩერდა საკვალიფიკაციო ატესტატის მოქმედება, შეჩერების ვადის პერიოდში უფლება არა აქვს იმუშაოს რეგისტრატორთან ან აწარმოოს რეესტრი უშუალოდ ემიტენტთან. ჩამორთმევის შემდეგ საკვალიფიკაციო ატესტატის ხელახლა მიღების სურვილის შემთხვევაში კანდიდატმა განმეორებით უნდა გაიაროს ატესტირების პროცედურა. დანართი 1 ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა საატესტაციო კომისია და მისი მუშაობის რეგლამენტი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ფასიანი ქაღალდების რეესტრების მწარმოებელ ფიზიკურ პირთა საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება კომისიის წევრთა რაოდენობა და სიითი შემადგენლობა, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება კომისიის ერთ-ერთ წევრს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2. კომისიის გაუქმება ან ცვლილება კომისიის წევრთა შემადგენლობაში, კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ხდება ასევე ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით. 3. კომისიის მიზანია ფასიან ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ პირთა ცოდნის დადგენა და მის საფუძველზე საკვალიფიკაციო ატესტატის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა.     მუხლი 2🔗. კომისიის მუშაობის რეგლამენტი 1. კომისია იკრიბება ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილ დროს, კანდიდატთა ატესტაციის ჩასატარებლად. 2. ატესტაცია ტარდება კანდიდატებთან გასაუბრების ან ტესტირების გზით, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული თემატიკის მიხედვით. 3. კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს ატესტაცია, თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. კომისიის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს კანდიდატის ცოდნას დადებითად ან უარყოფითად, ავსებს სპეციალურ ფორმას და აწერს ხელს. 5. კანდიდატის ცოდნის საბოლოო შეფასება ხდება დამსწრე კომისიის წევრთა შეფასებების შეჯამებისას. დადებითი და უარყოფითი შეფასების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომისიის თავმჯდომარის ან მისი შემცვლელის შეფასებას. 6. ატესტაციის დამთავრების შემდეგ კომისიის მდივანი აჯამებს ატესტაციის შედეგებს, ავსებს სპეციალურ ფორმას, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები (დანართი 5). ეს ფორმა და კომისიის სხდომის ოქმი თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერით, წარედგინება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს. 7. საკვალიფიკაციო ატესტატი გაიცემა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.                                        დანართი 2 ფასიანი ქაღალდების რეესტრების მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების თემატიკა საკითხები ”მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით 1. სააქციო საზოგადოების და აქციის ცნება. სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი. 2. აქციებზე საკუთრების უფლების დადასტურება და საკუთრების უფლების გადაცემა, აქციების გადაცემასთან დაკავშირებული შეზღუდვები. 3. აქციათა სახეები. კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდები. პრივილეგირებული აქცია, მასთან დაკავშირებული პრივილეგიები და შეზღუდვები. 4. აქციონერთა უფლებები და მოვალეობანი. დომინანტი აქციონერი. 5. სააქციო საზოგადოების ქონებაში 5 პროცენტზე მეტი წილის ფლობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობანი. სააქციო საზოგადოების ქონებაში წილის 5%-ით ცვლილებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობანი. 6. სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა. 7. სააქციო საზოგადოების საერთო კრება. საერთო კრების უფლებამოსილება, ხმების აკუმულირება. 8. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო, მისი ფუნქციები და უფლებამოსილება. 9. სააქციო საზოგადოების დირექტორები და მათი ფუნქციები. წლიური ანგარიში და მოგების გამოყენება. ქონების მოვლის ვალდებულებები. 10. კაპიტალის შეძენის ღონისძიებები. კაპიტალის გაზრდა საზოგადოების სახსრებიდან. 11. სააქციო საზოგადოების რევიზია. საკითხები აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულებიდან 1. აქციათა რეესტრი, მისი არსი, მნიშვნელობა და წარმოება. 2. აქციონერთა პიროვნული ანგარიში. 3. აქციათა რეესტრში არსებული ინფორმაციის მოპოვების უფლება. 4. აქციების გადაცემა, გადასაცემი განკარგულება. 5. ინფორმაციის შეცვლა დარეგისტრირებული პირის შესახებ. 6. ამონაწერი რეესტრიდან. მონაცემები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ამონაწერი. 7. რეესტრის წარმოება მატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. მატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დოკუმენტების გაცემა, ხმარებიდან ამოღება, გაუქმება. 8. ოპერაციების ბლოკირება. ბლოკირების მოხსნა. 9. დივიდენდები. მისი გაცემის წესი. გლობალური ოპერაციები და საწესდებო კაპიტალის რეორგანიზაცია. 10. რეგისტრატორის მოვალეობები აქციონერთა კრებებზე. 11. რეგისტრატორების მოვალეობები. 12. რეგისტრატორები. რეგისტრატორების მოვალეობები, მნიშვნელობა, ფუნქციები. 13. პირები, რომელთა რეესტრის წარმოებას უფლება რეგისტრატორს არა აქვს. რეგისტრატორის უფლებამოსილებანი. 14. ემიტეტის მიერ რეგისტრატორის შერჩევა. მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის დადებული კონტრაქტი. დამატებითი მომსახურეობები, რომელთა გაწევის უფლებაც აქვს რეგისტრატორს კონტრაქტის საფუძველზე. საკითხები ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის ლიცენზირების დროებითი წესის მიხედვით 1. რეგისტრატორის საქმიანობის ლიცენზირებისათვის წაყენებული მოთხოვნები: ფინანსური, პროგრამული უზრუნველყოფის, განთავსების ადგილისა და პერსონალისადმი. 2. რეგისტრატორი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები: რეესტრის წარმოების წესი, ორგანიზაციის სტრუქტურული სქემა. 3. მოთხოვნები შიდა კონტროლის განხორციელებაზე: ინფორმაციის მოპოვებაზე, დოკუმენტების და ინფორმაციის ელექტრონულ მატარებლების დაცვაზე, გაუთვალისწინებელი შემთხვევებში საქმიანობის აღდგენის წესებზე. 4. ლიცენზიის გაცემის წესი, უარი ლიცენზიის გაცემაზე. 5. კონტროლი ლიცენზიის გამოყენებაზე, კონტროლის განმახორციელებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებანი. 6. მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზიის ჩამორთმევა. 7. რეგისტრატორის საქმიანობაზე ლიცენზიის მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტები. საკითხები ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით 1. ტერმინთა განმარტება. 2. ანგარიშვალდებული კომპანია; საჯარო ფასიანი ქაღალდების ფორმა, მათი საკუთრების უფლების დამტკიცება და მათზე საკუთრების უფლების გადაცემა; ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ რეგისტრატორის შერჩევის ვადა და შერჩევის პროცედურა. რეგისტრატორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა. 3. რეგისტრატორის მონაწილეობა მინდობილობების გაცემაში. 4. რეგისტრატორების ლიცენზირების მოთხოვნები. ზოგადი სალიცენზიო პროცედურა. 5. პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მისაღებად. კომისიისათვის წარსადგენი განაცხადის ფორმა. 6. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები. 7. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გამოთხოვა. 8. რეგისტრატორის ფინანსური ანგარიშგება, ჩანაწერები, ანგარიშები და მათი შემოწმება. 9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მოვალეობანი. 10. პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის. საკითხები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით 1. ანგარიშვალდებულია საწარმოს მმართველი ორგანოს მიერ ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესების დარღვევა; დემატერიალიზაციის განუხორციელებლობა, რეგისტრატორის შეურჩევლობა, რეგისტრატორის შერჩევის შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის შეუტყობინებლობა, მინდობილობის თხოვნასთან დაკავშირებული დადგენილი წესების დარღვევა; 2. რგისტრატორის მიერ ლიცენზირების წესების დარღვევა. 3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, მისი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ საანგარიშგებო, კონფინდენციალურობის მოთხოვნების და წესების შემუშავების პროცედურის დარღვევა. ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების დროებითი წესის                                                                              დანართი 3 ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელი ფიზიკური პირის საკვალიფიკაციო ატესტატის მიმღები პირის ანკეტა (ნიმუში) სახელი, გვარი: ___________________________________________________ მისამართი: ______________________________________________________ დაბადების თარიღი, ადგილი:________________________________________ პირადობის მოწმობა ან პასპორტის №: _________________________________ მოქალაქეობა: ____________________________________________________ განათლება: ______________________________________________________ სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ______________________________________ იყავით თუ არა მსჯავრდებული: კი, არა (შემოხაზეთ) როდის:_______________ დანაშაულის კვალიფიკაცია:__________________________________________ ორგანიზცია, სადაც აპირებთ მუშაობას: ________________________________ რეგისტრატორი, ემიტენტი, გაურკვეველია (შემოხაზეთ) ___________________ ორგანიზაციის სრული დასახელება, მისამართი, ტელეფონი:_______________ ________________________________________________________________                                                                                        _______________________________                                                                                                         (ხელმოწერა)                                                                                        _______________________________                                                                                                             (თარიღი) ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების დროებითი წესის                                                                              დანართი 4 საკვალიფიკაციო ატესტატი ფასიანი ქაღლდების რეესტრის მწარმოებელი                                                       _____________        ________________                                                             (სახელი,                გვარი) საკვალიფიკაციო ატესტატის მფლობელს ენიჭება უფლება აწარმოოს ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან უშუალოდ ემიტენტთან. საკვალიფიკაციო ატესტატის გაცემის თარიღი: ------- --------------------------- საფუძველი: საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ------ № ------- ბრძანება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ბეჭდის გარეშე ატესტატს ძალა არა აქვს ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტირების დროებითი წესის                                                                              დანართი 5 ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა ატესტაციის შედეგები სახელი, გვარი საატესტაციო კომისიის წევრების შეფასება საბოლოო შედეგები (ჯამური) საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე: ------------------------------------------ საატესტაციო კომისიის წევრები:1. ---------------------------------------------                                   2.----------------------------------------------                                   3. ---------------------------------------------                                  4.---------------------------------------------- საატესტაციო კომისიის მდივანი: