„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016530
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №13

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ბ) შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (თბილსრესის №3, 4 ბლოკები) 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში - 46 422 ლარი/დღე, მათ შორის:

ბ.ა)   №3 ბლოკისთვის –  22 205 ლარი/დღე;

ბ.ბ)   №4 ბლოკისთვის –  24 217 ლარი/დღე;“  

ბ) მე-5 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,ბ) 133 დღისა - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №3 ბლოკი);

,,გ) 119 დღისა - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №4 ბლოკი);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია