ნავთობპროდუქტების, ეთილის, სპირტის და სპირტიანი სასმელების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №193
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.382
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 03/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,356 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 სპირტი ეთილისა არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით არანაკლები 80 მოც.%-ისა; სპირტი ეთილისა და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციისა
2 სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები; სპირტის ნაყენები, ლიქიორი და სხვა სპირტიანი სასმელები
3 ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდის სხვა პროდუქტები; ანალოგიური პროდუქტები, რომელშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აღემატება არაარომატულობის მასას.
4 სქელფისი და სქელფისის კოქსი მიღებული ქვაენახშირის ფისის ან სხვა მინერალური ფისებისაგან
5 ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან (გარდა მილსადენისა)
7 ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა
9 ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები, მათ შორის, ბიტუმოვანი მადნებისაგან მიღებული
10 ნახშირწყალბადები ციკლური
13 ფისები ნავთობისა, კუმარონინდენის ფისები და პოლიტერპენები, პოლისულფიდები, პოლისულფონები და სხვა პროდუქტები (პიროლიზის თხევადი პროდუქტები)
სასაქონლო ჯგუფის დასახელება

დოკუმენტის ტექსტი

ნავთობპროდუქტების, ეთილის, სპირტის და სპირტიანი სასმელების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} .MsoChpDefault {font-size:11.0pt;} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 58.5pt .75in 58.5pt;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №193 2002 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის № 434 ბრძანებულების და 2002 წლის 15 მაისის №40 განკარგულების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების (დანართი 1-ის მიხედვით) საბითუმო და საცალო მიწოდებაზე სახელმწიფო კონტროლის, აღრიცხვიანობის გაუმჯობესებისა და დაბეგვრაში სრულად მოქცევის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტისა და სპირტიანი სასმელების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმა (ტექსტში შემდგომ – სსაფ) დანართი №2-ის ნიმუშის მიხედვით. 2. სსაფ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი პირი განსხვავებული ფერისაა. სსაფ-ის გაცემა ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტისა და სპირტიანი სასმელების მიწოდებაზე ხდება ცენტრალიზებული წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს მიერ. 3. სსაფ სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 2002 წლის 1 ივლისიდან. 4. საწარმოებზე სსაფ გაიცეს მის I ეგზემპლარზე გამყიდველის და მისი საიდენტიფიკაციო ნომრის ჩაწერის შემდეგ, რომლის სისწორეს ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო, I ეგზემპლარის უკანა მხარეს ბეჭდით და ჩანაწერით ”გამყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ჩაწერილია.“. 5. სსაფ გადამხდელებზე გაიცემა არაუმეტეს 1 თვის მარაგის ოდენობით. 6. ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიმწოდებელი საცალო ქსელის საწარმოებზე სსაფ-ის გაცემა განხორციელდეს მათი სათანადო დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 7. გადამხდელებზე სსაფ-ის ყოველი შემდეგი პარტია გაიცემა წინა საგადასახადო პერიოდის მიხედვით გადამხდელის მიერ აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში და საგადასახადო ინსპექციაში სათანადო ანგარიშგების შემდგომ. 8. სსაფ გამოიწერება ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიმწოდებლის მიერ 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი (ორიგინალი) და მესამე ეგზემპლარი ეძლევა მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე ეგზემპლარი (ასლები) რჩება გამყიდველს. 9. დაუშვებელია ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების საბითუმო და საცალო მიწოდებაზე სსაფ-ის გამოწერა პირზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად და არ აქვს მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს ინფორმაციას შემდგომი მოკვლევის ჩასატარებლად. 10. ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტს და სპირტიანი სასმელების მიმწოდებელი საწარმო ვალდებულია შეავსოს სსაფ-ის ფორმით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი, რომლის სისწორეს თავის მხრივ ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს ინსპექტორი ან ბიუროსთან შეთანხმებით საგადასახადო ინსპექციის მიერ სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომელი ჰოლოგრამული მარკით, ხელის მოწერით, პირადნომრიანი ბეჭდით და დამოწმების თარიღის აღნიშვნით. 11. სსაფ-ის პირველ ეგზემპლარზე ჰოლოგრამული მარკის დაკვრა და ოთხივე ეგზემპლარის 24-ე უჯრაში პირადნომრიანი ბეჭდის დასმა და ხელის მოწერა, აგრეთვე სსაფ-ის მე-16 უჯრაში აღნიშვნის ”X“ გაკეთება (გარდა ამ ბრძანების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ხდება ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების ტრანსპორტირების დაწყების წინ, რომლის გარეშე ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება აკრძალულია, ხოლო სსაფ-ის პირველ და მესამე ეგზემპლარის 25-ე უჯრაში პირადნომრიანი ბეჭდის დასმა და ხელის მოწერა ხდება ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიღების შემდგომ. ამასთან, სავალდებულოა საქონლის მიღების მომენტში სსაფ იყოს ობიექტზე. ექსპორტის შემთხვევაში სსაფ-ის 25-ე გრაფაში სათანადო აღნიშვნა კეთდება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. 12. სსაფ-ში რეკვიზიტის შეცდომით შევსების შემთხვევაში სსაფ-ის ოთხივე ეგზემპლარი არა უგვიანეს 3 დღისა გაუქმების მიზნით წარედგინება აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს. აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო გაუქმებული სსაფ-ის შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს. 13. კორექტირების შემთხვევაში გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, მე-16 გრაფაში სათანადო აღნიშვნით – „კორექტირებული“. 14. ჰოლოგრამული მარკისა და სსაფ-ის 24-ე და 25-ე უჯრაში სათანადო წესით დამოწმების გარეშე სსაფ-ს ძალა არა აქვს. 15. ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდებისას სავალდებულოა სსაფ-ში საქონლის დასახელებასთან ერთად აისახოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის და/ან სსაფ-ის ნომერი, რომლითაც მოხდენილია მისი იმპორტი და /ან შეძენა (სსაფ, სსდ), წარმოების შემთხვევაში – შესაბამისობის სერტიფიკატი, ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო აწვდის ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონს. 16. იურიდიულ პირს და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მიწოდება, რაც მოითხოვს ტრანსპორტირებას, გამოწერილი უნდა იქნეს სსაფ, რომლის მე-11, მე-12 და მე-13 უჯრების 4-10 სვეტები არ შეივსება (სვეტებში კეთდება აღნიშვნა ”_”). 17. სსაფ-ში ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების რაოდენობა ფიქსირდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურით გათვალისწინებულ ერთეულებში, ხოლო მისამართის გრაფაში იურიდიულ მისამართთან ერთად იწერება ფაქტობრივი მიწოდების ადგილი. 18. სსაფ-ის 26-ე გრაფაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების გარეშე დღგ-ის ჩათვლა აკრძალულია. 19. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ინსპექციას სსაფ წარედგინება დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის დანართთან ერთად (დანართი №3-ის მიხედვით), აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს დამოწმების შემდგომ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მათ შორის: ა) მყიდველის მიერ I ეგზემპლარი (ორიგინალი); ბ) გამყიდველის მიერ IV ეგზემპლარი. 20. საგადასახადო ინსპექციები ყოველი თვის 25 რიცხვისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში წარადგენენ ინფორმაციას საწარმოების მიერ გამოწერილი და მიღებული სსაფ-ის შესახებ (დანართი № 4 ფორმის მიხედვით), ასევე სსაფ-ის I და IV პირებს. 21. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგადასახადო ინსპექციებში (ქ. თბილისის გარდა) მონიტორინგის ჯგუფების შექმნა და ამ ჯგუფების მიერ ნავთობპროდუქტების, ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების მოძრაობაზე ყოველდღიური ინფორმაციის დროული წარდგენა აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში. 22. სსაფ-ის და ჰოლოგრამული მარკების გაცემის ორგანიზება და მათ გამოყენებაზე სათანადო კონტროლის დაწესება უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურომ. 23. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით გაუქმდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის № 6, 2000 წლის 11 მაისის № 78, 2000 წლის 9 აგვისტოს № 622 და 2002 წლის 5 მაისის 227 ბრძანებები. 24. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. გოგიაშვილი  დანართი №1 № სასაქონლო ჯგუფის დასახელება სესნ კოდი 1 სპირტი ეთილისა არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით არანაკლები 80 მოც.%-ისა; სპირტი ეთილისა და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციისა 2207 2 სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები; სპირტის ნაყენები, ლიქიორი და სხვა სპირტიანი სასმელები 2208 3 ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდის სხვა პროდუქტები; ანალოგიური პროდუქტები, რომელშიც არომატული შემადგენელი ნაწილების მასა აღემატება არაარომატულობის მასას. 2707 4 სქელფისი და სქელფისის კოქსი მიღებული ქვაენახშირის ფისის ან სხვა მინერალური ფისებისაგან 2708 5 ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან (გარდა მილსადენისა) 270900 6 ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან, ნედლის გამოკლებით; პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახლებელი, ბიტუმოვანი მინერალებისაგან მიღებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების 70 მას.% ან მეტი შემცველობით, ამასთან ეს პროდუქტები წარმოადგენენ ძირითად შემადგენლებს 271000 7 ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა 2711 8 ვაზელინი ნავთობისა [პეტროლატუმი]; პარაფინი, ცვილი ნავთობისა მიკროკრისტალური, გაჩი პარაფინისა, ოზოკერიტი, ცვილი მურა ნახშირისა, ცვილი ტორფისა, სხვა მინერალური ცვილები და ანალოგიური პროდუქტები, მიღებული სინთეზის ან სხვა პროცესების შედეგად, შეღებილი ან შეუღებავი 2712 9 ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები, მათ შორის, ბიტუმოვანი მადნებისაგან მიღებული 2713 10 ნახშირწყალბადები ციკლური 2902 11 საპოხი მასალები (მათ შორის საპოხ-გამაცივებელი ემულსიები საჭრელი იარაღებისათვის, ჭანჭიკებისა და ქანჩების კუთხვილების საპოხი საშუალებები, ჟანგის მოსაცილებელი საშუალებები ან ანტიკოროზიული ნივთიერებები და პრეპარატები ფორმების საპოხი ფორმებიდან ნაკეთობის ამოღების შესამსუბუქებელი, დამზადებული საპოხების საფუძველზე) და საშუალებები, გამოყენებული საფეიქრო მასალების, ტყავის, ბეწვეულის ან სხვა მასალების ცხიმოვანი დამუშავებისათვის, გარდა იმ საშუალებებისა, რომლებიც მთავარი კომპონენტების სახით შეიცავენ 70 მას.% ან მეტ ნავთობის ზეთებს ან ბიტუმოვანი მინერალებისაგან მიღებულ ნავთობპროდუქტებს. 3403 12 ანტიდეტონატორები, ანტიოქსიდანტები, ფისწარმომქმნელი ინჰიბიტორები, შემასქელებლები, ანტიკოროზიული ნივთიერებები და სხვა მზა მისართები ნავთობპროდუქტების (ბენზინის ჩათვლით) ან სხვა სითხეებისათვის, გამოსაყენებელი იმავე მიზნებისათვის, რაც ნავთრობპროდუქტები 3811 13 ფისები ნავთობისა, კუმარონინდენის ფისები და პოლიტერპენები, პოლისულფიდები, პოლისულფონები და სხვა პროდუქტები (პიროლიზის თხევადი პროდუქტები) 3911  დანართი №2