ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2022
ძალის დაკარგვა 01.04.2024
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016410
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 821 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2022 მიღება
01.04.2024 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ
მუხლი 2
უშუალო ხელმძღვანელი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2022 წლის 28 თებერვალი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის“ ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე დანართი №1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად. 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოთა პოტენციური კადრების გამოვლენა, გადამზადება, და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში; გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ; დ) უშუალო ხელმძღვანელი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 3🔗. სტაჟირების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება 1. სტაჟიორთა შერჩევისთვის განაცხადი ქვეყნდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის  ოფიციალური ვებგვერდის (www.tkibuli.gov.ge) მეშვეობით. სტაჟიორთა შერჩევისთვის განაცხადი დამატებით შესაძლებელია გამოქვეყნდეს სოციალურ ქსელში. 2. სტაჟიორთა შერჩევის შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს: ა) მერიის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა შერჩევა; ბ)სტაჟირების ვადას; გ) სტაჟიორისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს; დ) სხვა საჭირო ინფორმაციას სტაჟიორთა შერჩევის თაობაზე. მუხლი 4🔗. სტაჟირების გავლის  საერთო წესი 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას; ბ) აქვს უმაღლესი განათლება ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; გ) ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს. 3. კანდიდატმა სტაჟირების გავლისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის  ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის, ასევე განაცხადის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემთხვევაში, მასში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით,  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; დ) ავტობიოგრაფია (CV); ე)  სამოტივაციო წერილი, არაუმეტეს 150 სიტყვისა; 4. განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში კანდიდატი გასაუბრებას გადის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიასთან (შემდეგში -კომისია). 5. კანდიდატი, რომელმაც კომისიის გადაწყვეტილებით წარმატებით გაიარა სტაჟიორთა შერჩევის პროცესი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით მიიღება სტაჟიორად. ამავე ბრძანებით სტაჟიორს სტაჟირების ვადით  განესაზღვრება უშუალო ხელმძღვანელი. 6. სტაჟირება ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, ანაზღაურების გარეშე. მუხლი 5🔗. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით განსაზღვრავს სტაჟიორთა რაოდენობას და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის იმ სტრუქტურულ ერთეულებს, სადაც უნდა მოხდეს სტაჟიორთა მიღება. 2. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 4 თვით.  სტაჟიორს, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მუხლი 6🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორს სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით უფლება აქვს: ა) გაეცნოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკას; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს კონკრეტული დავალებები; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და გამომდინარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი 7🔗. სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები 1.სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია შეუქმნას სტაჟიორს სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 8🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით  ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი სტაჟირების ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 9🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მერი სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ; გ) სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებელად შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ. 2. სტაჟირების შედეგების  დამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ, ხოლო შედეგების დადებითად შეფასებისას სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დანართი №2 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი                                   ეძლევა  _____________________________________________                                                                              სახელი, გვარი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის _________________________________________________                                                                  (სტრუქტურული ერთეულის დასახელება)                ---------------------------------                                                                    --------------------------------                   ხელმოწერა                                                                                                თარიღი -------------------------------------------------------------- ტყუბულის მუნიციპალიტეტის მერი