თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2022
ძალის დაკარგვა 02.03.2023
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №352
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.157.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| I mG | I TL |
| 0.23 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 25.10.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №352
2022 წლის 25 თებერვალი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №320 დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02.03.2021 წ. სარეგ.კოდი 200230000.35.157.016424).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗.
სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn = I mG X I TL X C X K, სადაც:
ა) Cn არის 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) I mG არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. თეთრიწყაროსათვის 0.23-ის ტოლია;
გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;
ე) K არის შესაბამისი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის 90-ს.
მუხლი 2🔗.
პირველი მუხლის მიხედვით ქ. თეთრიწყაროში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
I mG
I TL
C
K
Cn (ლარი)
0.23
1
0.24
90
4.968
მუხლი 3🔗.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თეთრიწყაროსი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ა) დაბა მანგლისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის ოდენობით, რაც შეადგენს 4.968 ლარს.
ბ) სოფლებში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს.