საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.07.2002
ძალის დაკარგვა 28.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №532
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.389
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 09/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:GeoDumba;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:9.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 45.0pt 40.5pt 63.8pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.389
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №532
2002 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი.
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ _ სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება (შემდგომ _ სამკურნალო დაწესებულება) არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო ქვედანაყოფი. დაწესებულება ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გადაყვანილ ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას.
2. სამკურნალო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შესაბამისი ნორმატიული აქტები.
3. სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით, სამეურნეო ნაგებობებითა და დამხმარე სათავსოებით, ტრანსპორტით. სამკურნალო დაწესებულებას აქვს ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
4. სამკურნალო დაწესებულების მატერიალურ ტექნიკური ბაზით, სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით, კვების პროდუქტებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით მომარაგება ხორციელდება ცენტრალიზებული წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.
მუხლი 2🔗. სამკურნალო დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები.
1. სამკურნალო დაწესებულების ამოცანებია:
ა) მსჯავრდებულთა კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება;
ბ) მსჯავრდებულთა მკურნალობა;
გ) მსჯავრდებულთა სამედიცინო რეაბილიტაცია;
დ) მსჯავრდებულთა სამედიცინო-ამბულატორიული მომსახურეობა.
2. სამკურნალო დაწესებულების ფუნქციებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ფთიზიატრიული პროფილის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაუწიოს დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებს;
ბ) სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესებისა და დაწესებულების მუშაობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა დაგეგმვა და ცხოვრებაში გატარება;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ამყარებს და აფართოებს კავშირებს სამედიცინო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ;
დ) სამედიცინო ტექნოლოგიური პროცესების დამოუკიდებელი დაგეგმვა და განხორციელება _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული „
DOTS”-ის სტრატეგიით გათვალისწინებული ანტიტუბერკულოზური მკურნალობის სტანდარტებისა და ხარისხის სავალდებულო დაცვით.
მუხლი 3🔗. სამკურნალო დაწესებულების უფლებანი და მოვალეობანი.
1. სამკურნალო დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სამედიცინო საბაზო პროგრამის განხორციელებაში, აწარმოოს კანონით ნებადართული სამედიცინო მომსახურეობის სახეები;
ბ) აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, მონაწილეობა მიიღოს და ჩაატაროს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები;
გ) მოამზადოს მედიცინის მუშაკები საკუთარ ბაზაზე, ან მიავლინოს ისინი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჯანდაცვის პროფილის სასწავლებლებში სათანადო ხარჯების ანაზღაურებით;
დ) საექიმო-შრომით კომისიაზე წარადგინოს დროებით ან მუდმივად შრომისუნარდაკარგული პირები შრომისუნარიანობის განსაზღვრის მიზნით;
ე) წარადგინოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ სამედიცინო კომისიაზე მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფები, დაავადების სიმძიმის გამო პატიმრობიდან ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად დადგენილი წესით;
ვ) იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ნებართვით სარეჟიმო-ოპერატიული მოთხოვნების მკაცრი დაცვით, უზრუნველყოს მძიმე ან ძნელად სადიაგნოსტიკო ავადმყოფების ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში დროებით გადაყვანა, იმ მკურნალობის, ან ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, რისი საშუალებაც დაწესებულებას არ გააჩნია;
ზ) გარკვეული სამუშაოების ჩატარების მიზნით, მოიწვიოს სხვა სამურნალო დაწესებულებიდან ექიმი-სპეციალისტი ან მიავლინოს დაწესებულების სპეციალისტი.
2. სამკურნალო დაწესებულება ვალდებულია:
ა) შეასრულოს სახელმწიფო შეკვეთა და იუსტიციის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის დადებული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე დაწესებულებაში „DOTS”-ის სტრატეგიით გათვალისწინებული ანტიტუბერკულოზური მკურნალობა ჩაუტაროს ავადმყოფ მსჯავრდებულებს;
ბ) უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები სამედიცინო კონსულტაციებით.
გ) გაანალიზოს სისტემაში პატიმართა ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან (შემდგომში–სამედიცინო დეპარტამენტი) ერთად შეიმუშაოს მითითებები და რეკომენდაციები სამედიცინო ნაწილებისთვის;
დ) უზრუნველყოს დაწესებულებაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ კონსულტაციების ჩატარება;
ე) უზრუნველყოს პაციენტთა სამედიცინო მომსახურება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურითა და ხელსაწყოებით, სამკურნალწამლო საშუალებებითა და მედიკამენტებით, სხვა შესაბამისი ინვენტარით;
ვ) დადგენილი წესით დროულად მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ინფორმაცია, სამკურნალო დაწესებულებაში სიკვდილიანობის, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციისა და ინფექციურ დაავადებათა შესახებ;
ზ) სამკურნალო დაწესებულებაში განახორციელოს ავადმყოფთა შინაგანაწესის დაცვისთვის აუცილებელი სარეჟიმო ღონისძიებანი;
თ) დაწესებულების ნორმალური სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, სისტემატურად ჩაატაროს ჰიგიენური ხასიათის ეპიდ. საწინაღმდეგო ღონისძიებანი (დაწესებულების ყოველდღიური და ყოველკვირეული გენერალური დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროული გატანა და ა.შ.). მკაცრი კონტროლი დააწესოს სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების ვარგისიანობაზე. სისტემატურად შეამოწმოს მსჯავრდებულთათვის მიმზადებული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარულ-ჰიგიენური პირობები;
ი) საავადმყოფოს შიდა ინფექციის გამოვლენის ან გავრცელების შემთხვევაში განახორციელოს აუცილებელი ეპიდ. საწინააღმდეგო ღონისძიებანი კერის ლიკვიდაციის მიზნით.
მუხლი 4🔗. სამკურნალო დაწესებულების სტრუქტურა.
1. სამკურნალო დაწესებულების სტრუქტურაშია:
ა) მიმღები განყოფილება ქირურგიული ბლოკით, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის პალატები;
ბ) სამკურნალო განყოფილებები;
გ) სამკურნალო დიაგნოსტიკური კაბინეტები;
დ) კლინიკური, ბიოქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები;
ე) სამედიცინო არქივი;
ვ) პროზექტურა;
ზ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილი;
თ) აფთიაქი.
2. სამკურნალო დაწესებულებაში ფუნქციონირებს სამკურნალო-მაკონტროლირებელი კომისია, პათოლოგ-ანატომიური კონსილიუმი, თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები და შრომითი განაწესი, სამკურნალო დაწესებულებისა და თანამშრომელთა მუშაობის პერსპექტიული გეგმა (კვარტალური, წლიური), ავადმყოფთა ქცევის წესები.
მუხლი 5🔗. სამკურნალო დაწესებულების მართვა.
1. სამკურნალო დაწესებულების მუშაობას ხელმძღვანელობენ დაწესებულების დირექტორი და მთავარი ექიმი. დაწესებულების დირექტორი ინიშნება იუსტიციის მინისტრის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
2. სამკურნალო დაწესებულების მთავარ ექიმსა და სამედიცინო პერსონალს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათ თანამდებობრივ სტატუსს, შრომის ანაზღაურების პირობებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. სამკურნალო დაწესებულების დირექტორი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მართავს დაწესებულების საქმიანობას, განაგებს დაწესებულების ქონებას;
ბ) სამკურნალო დაწესებულების დირექტორი სარეჟიმო პირობების გათვალისწინებით დაწესებულების სარეჟიმო–უსაფრთხოების თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, სამსახურეობრივი დისციპლინის მდგომარეობას;
დ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფას, რომლებიც საჭიროა დაწესებულების ამოცანების შესასრულებლად;
ე) პერიოდულად ისმენს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ვ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დაწესებულებაში მომზადებულ დოკუმენტებს.
4. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი:
ა) უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალიზირებული ფთიზიატრიული პროფილის სტაციონარული დახმარების ორგანიზაციას;
ბ) სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესების დახვეწა-განვითარებისთვის შეიმუშავებს დაწესებულების მუშაობის პერსპექტიულ წლიურ გეგმას, ატარებს ქმედით ღონისძიებებს მათ შესასრულებლად. განიხილავს და ამტკიცებს სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუშაობის კვარტალურ და წლიურ პერსპექტიულ გეგმებს
გ) ორგანიზაციას უწევს და ატარებს დილის საექიმო კონფერენციებს, კონსილიუმებს, სამკურნალო განყოფილებებში გეგმიურ და ღამის საექიმო შემოვლებს, არეგულირებს და აკონტროლებს ავადმყოფთა სამკურნალო დაწესებულებაში მიღებისა და გაწერის საკითხებს;
დ) სამედიცინო დეპარტამენტს განსახილველად წარუდგენს ავადმყოფთა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, უეცარი სიკვდილის, არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შემთხვევებს, უზრუნველყოფს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნულ პროგრამასთან ურთიერთობას;
ე) ანალიზს უკეთებს და სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს დადგენილ ვადაში წარუდგენს სამედიცინო დაწესებულების მუშაობის, კვარტალურ-წლიურ მაჩვენებლებსა და ანგარიშს. ყოველკვარტალურად ინფორმაციას აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას დაწესებულების სამედიცინო ტექნიკით, სამკურნალწამლო საშუალებებით მომარაგების საქმეში არსებული მდგომარეობის შესახებ, წარადგენს მოთხოვნას არსებული დეფიციტის მითითებით;
ვ) ატარებს ღონისძიებებს დაწესებულების ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით. ხელმძღვანელობს დაწესებულებაში ეპიდ. საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას;
ზ) აკონტროლებს სამედიცინო დოკუმენტაციის, სააღრიცხვო ჟურნალების წარმოებას, არქივში მათი შენახვის წესსა და ვადებს;
თ) უზრუნველყოფს დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მივლინებას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჯანდაცვის პროფილის სასწავლებლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში;
ი) სისტემატურად აწვდის ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების თანამშრომლებს, ფტიზიატრიულ დაავადებათა მკურნალობის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების შესახებ;
კ) უზრუნველყოფს კავშირს სამკურნალო დაწესებულებასა და სამედიცინო ნაწილებს შორის;
ლ) შეიმუშავებს შინაგანაწესს, რომლითაც განისაზღვრება სამკურნალო დაწესებულების განყოფილების უფროსების, პასუხისმგებელი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მოვალეობანი;
მ) უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სამედიცინო პერსონალის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
მუხლი 6🔗. სამკურნალო დაწესებულების დაფინანსება.
1. სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციას და ფინანსდება იუსტიციის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. კანონმდებლობის შესაბამისად, სამკურნალო დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს შემოწირულობანი და დახმარებები.
3. სამკურნალო დაწესებულების ხარჯთა ნუსხასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 7🔗. სამკურნალო დაწესებულების ლიკვიდაცია.
სამკურნალო დაწესებულების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი.
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.