თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2022
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016562
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზი მთვარელიშვილი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცებისშესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №06
2022 წლის 28 თებერვალი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ“ ქვე პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 22 დეკემბრის №13 დადგენილება ,,თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03/01/2018, 010250050.35.163.016365).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, ფუნქციებს და საქმიანობის წესს.
მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი
1. საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია (შემდგომ – ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:
ა)თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში დამტკიცების შესახებ, აგრეთვე ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით;
დ)თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის და დგენის შესახებ;
ე) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწითსარგებლობის წესების და დგენის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო მიმართულებების განსაზღვრის, წინასწარ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროგრამების პროექტების წინასწარი განხილვის, კორექტივების შეტანის, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის შესახებ.
ზ) უფლებამოსილია შეიმუშაოს ისეთი ინიციატივები, რომელბიც განეკუთვნება საკრებულოს სხვა კომისიიების კომპეტენციას, მაგრამ ამავე დროს, გავლენას ახდენს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარების რომელიმე ასპექტზე;
თ) ამზადებს რეკომენდაციებს და ჩართულია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგემის მომზადების პროცესში;
ი) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სწავლობს ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ადმინისტრირების შესაძლებლობებს და ამზადებს რეკომენდაციებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში აწყობს გასვლით შეხვედრებს სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მიზნობრივ ჯგუფებთან და დაინტერესებულ პირებთან (მეწარმეები, ფერმერები და სხვ.)
2. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მერიის თანამდებობის პირები და პროფესიული საჯარო მოხელეები კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და უზრუნველყონ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენა.
მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე და საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს სხდომის დღის წესრიგს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
თ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები
1.კომისიას უფლებამოსილია ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები:
ა) ქონების მართვის საკითხთასამუშაო ჯგუფი;
ბ)ეკონომიკურ საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.
3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.
მუხლი 5🔗. კომისიის წევრების უფლება-მოვლეობები:
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები, მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება საკრებულოს რეგლამეტით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს.
მუხლი 7🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. კომისიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება, საკრებულოს მიერ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.