“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 100.020.010.11.106.005.396
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №570
2002 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
I. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელარსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5 მუხლში:
ა) ამოღებულ იქნეს ”კ” პუნქტი.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ”პ” პუნქტი:
„პ) პირადი შემადგენლობის ინსპექცია”;
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის სიტყვები: ”მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციისა”;
ბ) ამავე პუნქტში სიტყვა: ”განყოფილებებს” შეიცვალოს სიტყვით: ”განყოფილებას”;
3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ”ბ” ქვეპუნქტი;
ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ”დ” და ”ზ” ქვეპუნქტები;
4. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება”;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ”ე.ა.” ქვეპუნქტი:
„ე.ა.) ახორციელებს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად, შეიმუშავებს წინადადებებს საწარმოო უბნების შექმნის, წარმოების განვითარებისა და მატერიალური ბაზის სრულყოფის მიზნით, ორგანიზებასა და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საწარმოო უბნების საქმიანობას”;
5. დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16 პირადი შემადგენლობის ინსპექცია
პირადი შემადგენლობის ინსპექცია ატრებს სამსახურებრივ მოკვლევასა და შემოწმებას სასჯელაღსრულების ორგანოებში მომხდარი სამართალდარღვევებისა და საგანგებო შემთხვევების ფაქტებზე და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს. პირადი შემადგენლობის ინსპექციის დანიშნულება, მისი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებსს იუსტიციის მინისტრი”.
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი