„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2022 წლის 1 მარტი დაბა ადიგენი |
დადგენილებით დამტკიცებულ დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით:
|
1. მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, აგრეთვე ტურიზმის განვითარების კუთხით, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ-მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
1. სამსახური შემადგენლობაში შედის:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) ტურიზმის, სპორტისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) სამსახურის მოხელეები.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ე) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ვ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ლ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კუთხით წინადადებების მომზადებას და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
მ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
ნ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და მათ განხორციელებას;
ო) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და მათ განხორციელებას;
პ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას და მათ განხორციელებას;
ჟ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას, ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას და მათ განხორციელებას;
რ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გეგმის, ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შექმნას და განხორციელების მხარდაჭერას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაქმნელად სპეციალური პროგრამების შემუშავებას.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებულ ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
კ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს;
ლ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, თვითმმართველობის და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით და მოქმედი კანონმდებლობით.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მერის დავალებებს, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და მერის წინაშე. მისი არყოფნის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
ა) განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი განათლების, კულტურის, ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პროგრამების მართვას.
ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო, სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
გ) განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას;
დ) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;
ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ვ) ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების ღონისძიებათა ჩატარებისა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;
ზ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, მემორიალური, რელიგიური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურული ფასეულობების აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაციას;
თ) თეატრალური, კინო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგებისა და განათლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, დაცვას და პოპულარიზაციას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელის შეწყობას;
კ) ადგილობრივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას-ხელშეწყობას;
7. ტურიზმის, სპორტისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება
ა) განყოფილება უზრუნველყოფს ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციათა მომზადებას, ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადებას და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციული უზრუნველყოფას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავებას, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადებას;
გ) ტურისტული მარშრუტების მომზადებას, შემუშავებას და მათი პრაქტიკული რეალიზებისათვის ხელშეწყობას;
დ) ტურიზმის, სპორტისა და გენდერული თანასწორობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავებას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადებას და სისტემატიზაციას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლას და მათი უფლებების და ინტერესების დაცვას გენდერული პოლიტიკის გატარების მიზნით.
ვ) ტურიზმის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას;
ზ) ტურიზმის, სპორტისა და გენდერული ღონისძიებათა ჩატარებისა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;
თ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშეწყობას;
ი) როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედებითი ჯგუფების გასვლითი სამუშაოებისათვის, გამოფენების მოწყობის ხელშეწყობას, შემოქმედებითი კოლექტივების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენებისათვის გასამართავ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში, ოლიმპიადებში, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელის შეწყობას;
კ) საერთაშორისო გენდერული პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით, გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით ადიგენის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
1. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოხელე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4. მოხელე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
5. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
6. მოხელე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს თავის პროფესიულ განვითარებაზე;
ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით, საჭიროებისამებრ ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მერთან;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული აქტების მართებულობაზე;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
1. სამსახურის დებულებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.