⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.06.2022)
გაუქმებულია:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.03.2022
ძალის დაკარგვა 07.06.2022
გამომცემი ორგანო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 937 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2022 მიღება
07.06.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
სახელმწიფო სპეციალური წოდება წოდებრივი სარგო (ლარი)
იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი 110.00
იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი 100.00
იუსტიციის უფროსი მრჩეველი 70.00
იუსტიციის მრჩეველი 60.00
იუსტიციის უმცროსი მრჩეველი 50.00
I კლასის იურისტი 40.00
II კლასის იურისტი 30.00
III კლასის იურისტი 25.00
უმცროსი იურისტი 20.00
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება №3 2022 წლის 4 მარტი ქ. თბილისი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 24-ე მუხლების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე დანართი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა (შემდგომში – წოდების მქონე თანამშრომელი) შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას (წოდებრივი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებს, აგრეთვე სხვა დანამატებისა და კომპენსაციების საკითხს). მუხლი 2🔗. სამსახურის თანამშრომელთა (გარდა წოდების მქონე თანამშრომლებისა) შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა 1. სამსახურის თანამშრომელთა (გარდა წოდების მქონე თანამშრომლებისა) შრომის ანაზღაურება ხორციელდება ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა (გარდა წოდების მქონე თანამშრომლებისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამსახურის საშტატო ნუსხით. 3. სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. 4. შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 5. სამსახურის თანამშრომელთა (გარდა წოდების მქონე თანამშრომლებისა და სტაჟიორ-გამომძიებლისა) ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება სამუშაო დღეების მიხედვით. 6. სტაჟიორ-გამომძიებელთა ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით. მუხლი 3🔗. წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 1. წოდების მქონე თანამშრომლები არიან: ა) სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე; ბ) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელი; გ) სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა). 2. წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურება მოიცავს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს; გ) წელთა ნამსახურობის დანამატს; დ) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს; ე) სხვა დანამატებს და კომპენსაციებს. მუხლი 4🔗. წოდების მქონე თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი და ფულადი, ჯილდო 1. წოდების მქონე თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამსახურის საშტატო ნუსხით. 2. წოდების მქონე თანამშრომელს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ზღვრული ოდენობის ფარგლებში შესაძლებელია მიეცეს აღნიშნული კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი ან/და მე-11 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო. მუხლი 5🔗. წოდების მქონე თანამშრომლის სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ოდენობა წოდების მქონე თანამშრომლის სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით: სახელმწიფო სპეციალური წოდება წოდებრივი სარგო (ლარი) იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი 110.00 იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი 100.00 იუსტიციის უფროსი მრჩეველი 70.00 იუსტიციის მრჩეველი 60.00 იუსტიციის უმცროსი მრჩეველი 50.00 I კლასის იურისტი 40.00 II კლასის იურისტი 30.00 III კლასის იურისტი 25.00 უმცროსი იურისტი 20.00 მუხლი 6🔗. წელთა ნამსახურობის დანამატი 1. წოდების მქონე თანამშრომელს თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად ეძლევა ნამსახურობის დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით, შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%; ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%; გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%; დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20%. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშება ხორციელდება თანამდებობრივი სარგოსა და წოდების მქონე თანამშრომლის სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ჯამიდან. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის წოდების არმქონე თანამშრომელს, რომელსაც უკავია სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობა და დაიკავებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ თანამდებობას, წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურში წოდების გარეშე მუშაობის  პერიოდი. 4. წოდების მქონე თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების დათვლისას ნამსახურობაში ითვლება სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით. 5. სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს წოდების მქონე თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისათვის. 6. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დარიცხვას განახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიმართვის მიღების მომენტიდან ან/და წარდგენილი მიმართვით გათვალისწინებული თარიღიდან. მუხლი 7🔗. წოდების მქონე თანამშრომლის კომპენსაცია 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით წოდების მქონე თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. 2. წოდების მქონე თანამშრომელს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნა აღიარებული ან დასახიჩრდა, ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა. 3. დაღუპულ/გარდაცვლილ წოდების მქონე თანამშრომელზე ფაქტობრივად გაცემული შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას. 4. წოდების მქონე თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. მუხლი 8🔗. წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი 1. წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 2. წოდების მქონე თანამშრომლის ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით. 3. წოდების მქონე თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების დროს ეძლევა შესაბამისი თანამდებობრივი სარგო, სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატები, გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. წოდების მქონე თანამშრომელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი წოდების მქონე თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. წოდების მქონე თანამშრომელს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი წოდების მქონე თანამშრომლის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.