📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №008
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 803 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 93% 06.05.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 93% 25.12.2025 საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 93% 10.03.2020 საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 93% 27.06.2025 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 92% 06.05.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №008 2022 წლის 4 მარტი ქ. თბილისი საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების,  მე-18 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის  დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №027 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურატურის  ადამიანის უფლებათა დაცვის  დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი  თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი  თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. 4. დეპარტამენტი  ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის  ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა)  საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ბ)  საქართველოს პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება; გ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში შესაბამისი უცხო სახელმწიფოების სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების შესწავლა, ანალიზი და პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საპროკურორო საქმიანობისას გამოვლენილი დარღვევების მომავალში თავიდან აცილების მიზნით; ე) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავება და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ვ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური პროკურორის სახელმძღვანელო მითითებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და წინადადებების მომზადება პროკურორის მიმართ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ღონისძიების  გამოყენებაზე; თ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; ი) კომპეტენციის ფარგლებში ერონულ და საერთაშორისო დონეზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებსა და უწყებათაშორის საბჭოებში მონაწილეობა და პროკურატურის წარმომადგენლობა; კ) საქართველოს პროკურატურაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორიენტირებული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვა და განხორციელება; ლ) საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ეფექტიანი აღსრულება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის  უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის  უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის  უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის  საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას; აკონტროლებს დეპარტამენტის  თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში  მომზადებულ დოკუმენტებს; დ) დეპარტამენტის  კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, აგრეთვე გენერალური პროკურორის მოადგილეების დავალებების შესრულებას; ე) გენერალური პროკურორის ან მისი უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ვ) იხილავს დეპარტამენტში  შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ზ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის  კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების, საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ; თ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის  საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; ი) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) დეპარტამენტის ამოცანების შესრულების თაობაზე თავის დასკვნას წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით; ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ზ) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას; თ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; კ) ასრულებს გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ლ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის  თანამშრომლები 1. დეპარტამენტში  შრომით საქმიანობას ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი პროკურორები; ბ) დეპარტამენტის  პროკურორები; გ) დეპარტამენტის  მრჩეველი. 2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. დეპარტამენტის  თანამშრომელთა საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის  ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტი  უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.