საპყრობილის სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2002
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №593
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.11.106.005.407
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 16/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საპყრობილის სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.75pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-42.75pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 52.05pt 70.9pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.11.106.005.407
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №593
2002 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
საპყრობილის სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საპყრობილის სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საპყრობილის სამედიცინო სამსახურის ტიპიური დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საპყრობილის სამედიცინო სამსახური (შემდგომში _ სამედიცინო სამსახური) წარმოადგენს საპყრობილის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს დაპატიმრებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გეგმიურ, პროფილაქტიკურ და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, საპყრობილის სამედიცინო კონტროლს.
2. სამედიცინო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონი, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნორმატიული აქტები. სამედიცინო სამსახურის პერსონალის მუშაობის ორგანიზაციას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი.
3. სამედიცინო სამსახური აღჭურვილია სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. სარგებლობს საპყრობილის სამეურნეო ნაგებობებით, დამხმარე სათავსოებით და ტრანსპორტით.
4. სამედიცინო სამსახურის მომარაგება მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სამკურნალწამლო საშუალებებით, კვების პროდუქტებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით ხორციელდება ცენტრალიზებული წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.
მუხლი 2🔗. სამედიცინო სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამედიცინო სამსახურის ამოცანებია:
ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პირველადი სამედიცინო შემოწმება (სხეულის დაზიანებაზე, ტუბერკულოზზე და სხვა საშიშ დაავადებაზე).
ტუბერკულოზით, ინფექციური სნეულებებით და ფსიქიურად დაავადებულ პირთა იზოლაცია ჯანმრთელი კონტიგენტისაგან.
ბ) პატიმართა და მსჯავრდებულთა კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება.
გ) პატიმართა და მსჯავრდებულთა სამედიცინო ამბულატორული მომსახურება
დ) სამედიცინო დეპარტამენტის ექიმ-ექსპერტთა და სხვა მოწვეულ სპეციალისტთა მიერ ავადმყოფთა მაღალკვალიფიციური კონსულტაციური მომსახურეობით უზრუნველყოფა.
ე) სამედიცინო სამსახურის პირობებში პატიმართა და მსჯავრდებულთა სტაციონარული მკურნალობის უზრუნველყოფა, დაავადების გართულების შემთხვევაში ავადმყოფთა ეტაპირება სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში..
2. სამედიცინო სამსახურის ფუნქციებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სამედიცინო დახმარება გაუწიოს საპყრობილეში მყოფ ავადმყოფებს.
ბ) საპყრობილის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად იმ ღონისძიებების დაგეგმვა და ცხოვრებაში გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს სამკურნალო-პროფილაქტიკური პროცესების, სამედიცინო სამსახურის მუშაობის მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
მუხლი 3🔗. სამედიცინო სამსახურის უფლებანი და მოვალეობანი
1. სამედიცინო სამსახური უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში. განახორციელოს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურეობა.
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში.
გ) უშუამდგომლოს სამედიცინო სამსახურის პერსონალს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წინაშე, ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებულებებში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე მივლინების მიზნით.
დ) წარადგინოს დროებით ან მუდმივად შრომისუნარდაკარგული პირები ინვალიდობის ჯგუფის განსაზღვრის მიზნით.
ე) იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ნებართვით: განწესის საფუძველზე ან გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით სასწრაფო წესით გადაყავს ბრალდებული და მსჯავრდებული ავადმყოფები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში.
ვ) იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ნებართვით, სარეჟიმო-ოპერატიული მოთხოვნების მკაცრი დაცვით საპყრობილის ხელმძღვანელობასთან ერთად უზრუნველყოს მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო ავადმყოფების დროებითი გადაყვანა საერთო პროფილის საავადმყოფოში მკურნალობისა და სადიაგნოსტიკო გამოკვლევის ჩატარების მიზნით.
ზ) საკონსულტაციოდ მოიწვიოს სხვა სამკურნალო დაწესებულებებიდან ექიმი-სპეციალისტები.
2. სამედიცინო სამსახური ვალდებულია:
ა) შეასრულოს სახელმწიფო შეკვეთა, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს პატიმრებსა და მსჯავრდებულებს.
ბ) გაანალიზოს საპყრობილეში არსებული ავადობის, სიკვდილიანობის, სხეულის დაზიანებების შემთხვევები. მონაწილეობა მიიღოს მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში.
გ) უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ კონსულტაციების ჩატარება.
დ) უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურება სადიაგნოსტიკო აპარატურითა და ხელსაწყოებით, მედიკამენტებით, სხვა შესაბამისი ინვენტარით.
ე) დადგენილი წესით დროულად მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ინფორმაცია, სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო წესით ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილიანობის, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევის, ინფექციურ დაავადებათა შესახებ.
ვ) ხელი შეუწყოს ავადმყოფთა შინაგანაწესის დაცვისათვის აუცილებელი სარეჟიმო ღონისძიებების ჩატარებას.
ზ) საპყრობილეში ნორმალური სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, სისტემატურად ჩაატაროს ჰიგიენური ხასიათის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებანი ( საპყრობილეში ყოველდღიური და ყოველკვირეული გენერალური დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროული გატანა და ა. შ.) მკაცრი კონტროლი დააწესოს სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების ვარგისიანობაზე. სისტემატურად შეამოწმოს საპყრობილეში მომზადებული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.
თ) საპყრობილეში შიდა ინფექციის გამოვლენის ან გავრცელების შემთხვევაში განახორციელოს აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებანი დაავადების კერის ლიკვიდაციის მიზნით.
მუხლი 4🔗. სამედიცინო სამსახურის სტრუქტურა
1. სამედიცინო სამსახურის სტრუქტურაშია:
ა) მიმღებ-გამანაწილებელი. (საკარანტინო პალატა-კამერები)
ბ) ამბულატორიულად ავადმყოფთა მისაღები ოთახები.
გ) სამკურნალო-დიაგნოსტიკური კაბინეტები.
დ) ლაბორატორია.
ე) სტაციონარი (სხვა და სხვა ნოზოლოგიური პალატებით).
ვ) აფთიაქი.
ზ) სამედიცინო არქივი.
2. სამედიცინო ნაწილში შექმნილია და ფუნქციონირებს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები, შრომითი შინაგანაწესი. სამედიცინო პერსონალის მორიგეობის გრაფიკი სამედიცინო სამსახურისა და თანამშრომელთა მუშაობის პერსპქტიული გეგმა (კვარტალური, წლიური) ავადმყოფთა ქცევის წესები და შინაგანაწესი.
მუხლი 5🔗. სამედიცინო სამსახურის მართვა
1 სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობს სამედიცინო სამსახურის უფროსი.
2. სამედიცინო სამსახურის უფროსსა და სამედიცინო პერსონალს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მათ თანამდებობრივ სტატუსს, შრომის ანაზღაურების პირობებს და წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4. სამედიცინო სამსახურის უფროსი:
ა) შეიმუშავებს სამედიცინო სამსახურის მუშაობის კვარტალურ, წლიურ პერსპექტიულ გეგმებს, სამუშაო გრაფიკს, მუშაობის დღის წესრიგს. სამედიცინო პერსონალის ფუნქციებს, მუშაობის შინაგანაწესს, (სარეჟიმო პირობების გათვალისწინებით) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და საპყრობილის დირექტორთან შეთანხმებით.
ბ) უზრუნველყოფს საპყრობილეში მყოფ პირთა ამბულატორული და სტაციონარული დახმარების ორგანიზაციას.
გ) ორგანიზაციას უწევს და ატარებს საექიმო კონფერენციას, კონსილიუმს, სამედიცინო შემოვლებს, არეგულირებს და აკონტროლებს ამბულატორიულ მუშაობას, სამედიცინო სამსახურის სტაციონარში ავადმყოფთა მიღების, მკურნალობისა და გაწერის საკითხებს.
დ) ანალიზს უკეთებს და იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს წარუდგენს სამედიცინო სამსახურის მუშაობის, კვარტალურ-წლიურ მაჩვენებლებს და ანგარიშს. ყოველკვარტალურად ინფორმაციას აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას, საპყრობილის სამედიცინო სამსახურის სამედიცინო ტექნიკით, სამკურნალწამლო საშუალებებით მომარაგების საქმეში არსებული მდგომარეობის შესახებ. წარადგენს მოთხოვნას არსებული დეფიციტის მითითებით.
ე) სისტემატიურად ორგანიზაციას უკეთებს იუსტიციის სამინისტროს ექიმ-ექსპერტთა სამედიცინო კომისიაზე ავადმყოფ პატიმართა წარდგენას მაღალკვალიფიციური კონსულტაციური მომსახურეობის მიზნით, ორგანიზაციას უწევს პატიმართა და მსჯავრდებულთა ჰოსპიტალიზაციას სამკურნალო დაწესებულებაში-როგორც გეგმიური, ასევე სასწრაფო წესით.
ვ) ატარებს ღონისძიებებს საპყრობილის ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ხელმძღვანელობს დაწესებულებაში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას, სისტემატურად კონტროლს უწევს კვების ბლოკის მუშაობას. აკონტროლებს დაწესებულებაში სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების ვარგისიანობას.
ზ) აკონტროლებს სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადმყოფობის ისტორია, სააღრიცხვო ჟურნალები და სხვა.) წარმოების ხარისხსა და მათი არქივში შენახვის წესსა და ვადებს.
თ) აკონტროლებს აფთიაქის მუშაობას, სამკურნალწამლო საშუალებების შენახვას, გაცემასა და ხარჯვას.
ი) შუამდგომლობს საპყრობილის სამედიცინო პერსონალს სამედიცინო დეპარტამენტის წინაშე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჯანდაცვის პროფილის სასწავლებლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მისავლინებლად.
კ) ორგანიზაციას უკეთებს სანიტარული განათლების გავრცობას საპყრობილის თანამშრომლებში ლექცია-საუბრების ჩატარების სახით.
ლ) უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სამედიცინო პერსონალის წახალისებისა ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ.
მუხლი 6🔗. სამედიცინო სამსახურის დაფინანსება
სამედიცინო სამსახურის დაფინანსება ხორციელდება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.
მუხლი 7🔗. სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაცი
სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.