სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება ძალადაკარგული წიაღისეული
მიღების თარიღი 04.03.2022
ძალის დაკარგვა 09.07.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი
ნომერი №სასარგებლო წიაღისეულის დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 380040030.76.089.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი | სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი |
| სასარგებლო წიაღისეულის დასახელება | ზომის ერთეული (გ. კგ.ტ.) |
| სასარგებლო წიაღისეულის დასახელება (მინერალური წყალი/მტკნარი წყალი) | ზომის ერთეული (მ3) |
| სამეწარმეო მიწისქვეშა მტკნარი წყალი, რომელიც პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოიყენება | (მ3) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება 29.06.2018
დოკუმენტის ტექსტი
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის
ბრძანება №2
2022 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი“ დანართებთან ერთად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 29 ივნისის №5 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსიანდრო ასლანიშვილი
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. წესის მიზანია სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის განსაზღვრა.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელებზე.
მუხლი 2🔗.
ანგარიშგების ფორმა
1. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წარუდგინოს ანგარიშგება ელექტრონული სახით ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.
2. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელმა ანგარიშგების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქციით (დანართი № 3).
მუხლი 3🔗.
ანგარიშგების წარდგენის ვადები
1. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგება რეგულირების საფასურის გადახდისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
2. თუ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წარდგენის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგების წარდგენის პროცედურა
1. ანგარიშგებას რეგულირების საფასურის გადამხდელი წარადგენს სრულად, ფორმაში ასახული ყველა მონაცემის მითითებით.
2. ანგარიშგების ფორმაში მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია რეგულირების საფასურის გადამხდელი.
3. რეგულირების საფასურის გადამხდელი უფლებამოსილია მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგებით წარდგენილი პირველადი მონაცემების დაზუსტება განახორციელოს სააგენტოსთვის რეგულირების საფასურის დაზუსტებული ანგარიშგების წარდგენის გზით, პირველადი მონაცემების წარდგენიდან 3 წლის განმავლობაში.
მუხლი 5🔗.
წესში ცვლილების შეტანა
წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
სასარგებლო წიაღისეულით (გარდა წყლის რესურსისა) სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა
გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი .....................................
ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა .... ......დან .....მდე............
გაანგარიშების სახე: პირველადი ან დაზუსტებული
საანგარიშო პერიოდი: თვე ..... ან კვარტალი ......
ანგარიშგების წარმოდგენის თარიღი .........
სასარგებლო წიაღისეულის დასახელება
ზომის ერთეული
(გ. კგ.ტ.)
საანგარიშო პერიოდში მოსაპოვებ ელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა)
საანგარიშო პერიოდში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა
(რაოდენობა)
მადანში მანგანუმის პროცენტული შემცველობა, % (საჭიროების
შემთხვევაში)
რეგულირების საფასურის დადგენილი განაკვეთის ოდენობა
გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა
ჯამი
გაანგარიშებაში მოცემული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ
(უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი):------------------------------------------------
დანართი №2
წყლის რესურსებით სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა
გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი .....................................
ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა .... ......დან .....მდე............
გაანგარიშების სახე: პირველადი ან დაზუსტებული
საანგარიშო პერიოდი: თვე ..... ან კვარტალი ......
ანგარიშგების წარმოდგენის თარიღი .........
სასარგებლო წიაღისეულის დასახელება (მინერალური წყალი/მტკნარი წყალი)
ზომის ერთეული
(მ3)
საანგარიშო პერიოდში ჩამოსხმული წყლის რესურსის მოცულობა (რაოდენობა)
საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობა (რაოდენობა)
რეგულირების საფასურის დადგენილი განაკვეთის ოდენობა
გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა
სამეწარმეო მიწისქვეშა მტკნარი წყალი, რომელიც პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოიყენება
(მ3)
ჯამი
გაანგარიშებაში მოცემული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი):----------------------
დანართი №3
1. სასარგებლო წიაღისეულით (გარდა წყლის რესურსისა) სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქცია
1. საანგარიშო პერიოდი:
ა) თუ საანგარიშო პერიოდი არის თვე, მიეთითება იმ თვის რიგითი ნომერი, რომლის გაანგარიშებასაც წარადგენს გადამხდელი. მაგალითად: თუ გაანგარიშება არის მარტის თვის, საანგარიშო პერიოდში მიეთითება „ თვე“–მარტი, დანარჩენი სტრიქონი (კვარტალი) არ ივსება;
ბ) თუ საანგარიშო პერიოდი, რომლის მიხედვითაც არის წარდგენილი გაანგარიშება, არის კვარტალი, მიეთითება შესაბამისი კვარტალის ნომერი (I, II, III ან IV). მაგალითად: გაანგარიშება არის III კვარტალის, შესაბამის სტრიქონში მიეთითება „კვარტალი“ III, დანარჩენი სტრიქონი (თვე) არ ივსება.
2. რამდენიმე ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში, პირის მიერ გაანგარიშების წარმოდგენა ხდება თოთოეულზე ცალ-ცალკე.
3. პირის მიერ ანგარიშგების წარდგენისას ინიშნება პირველადი ან დაზუსტებული, შესაბამისი სიტყვის არჩევით.
4. პირველ სვეტში აისახება იმ სასარგებლო წიაღისეულის დასახელება, რომელზეც ხდება რეგულირების საფასურის გადახდა.
5. მე-2 სვეტში აისახება ზომის ერთეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობათა მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება რეგულირების საფასურის ობიექტის ოდენობა (გრამი, კილოგრამი, ტონა).
6. მე-3 სვეტში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ასახავს მოსაპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობას (რაოდენობას).
შენიშვნა: მოსაპოვებელი – ჩაიწერება სასარგებლო წიაღისეულის ის მოცულობა, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით არის გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით თანაბარ ნაწილებად.
7. მე-4 სვეტში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ასახავს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობას (რაოდენობას). შენიშვნა: მოპოვებული – თუ კვარტალურად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას (თანაბარ ნაწილებად), რეგულირების საფასურის ოდენობა აისახება კვარტალში ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასური შესაბამის სვეტში აისახება ყოველთვიურად ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
8. მე-5 სვეტში ჩაიწერება მადანში მანგანუმის პროცენტული შემცველობა. აღნიშნული სვეტი ივსება მხოლოდ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ.
9. მე-6 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის განაკვეთი, რომელიც კანონის მიხედვით განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდებარებული ობიექტისათვის.
10. მე-7 სვეტში აისახება გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა:
ა) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოსაპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით (გარდა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირისა) სვეტი 3 X სვეტი 6;
ბ) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით (გარდა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირისა) სვეტი 4 X სვეტი 6;
გ) თუ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოსაპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით სვეტი 3 X სვეტი 5 X სვეტი 6;
დ) თუ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით სვეტი 4 X სვეტი 5 X სვეტი 6.
11. თუ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ერთი ლიცენზიის ფარგლებში მოიპოვებს რამდენიმე სასარგებლო წიაღისეულს, გაანგარიშებაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე სტრიქონების სახით. ასეთ დროს, ჯამურად გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თანხა ჩაიწერება მე-7 სვეტში.
2. წყლის რესურსებით სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქცია
1. საანგარიშო პერიოდი:
ა) თუ საანგარიშო პერიოდი არის თვე, მიეთითება იმ თვის რიგითი ნომერი, რომლის გაანგარიშებასაც წარადგენს გადამხდელი. მაგალითად: თუ გაანგარიშება არის მარტის თვის, საანგარიშო პერიოდში მიეთითება „ თვე“– მარტი, დანარჩენი სტრიქონი (კვარტალი) არ ივსება;
ბ) თუ საანგარიშო პერიოდი, რომლის მიხედვითაც არის წარდგენილი გაანგარიშება, არის კვარტალი, მიეთითება შესაბამისი კვარტალის ნომერი (I, II, III ან IV). მაგალითად: გაანგარიშება არის III კვარტალის, შესაბამის სტრიქონში მიეთითება „კვარტალი“ III, დანარჩენი სტრიქონი (თვე) არ ივსება.
2. რამდენიმე ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში, პირის მიერ გაანგარიშების წარმოდგენა ხდება ცალ-ცალკე.
3. პირის მიერ ანგარიშგების წარდგენისას ინიშნება პირველადი ან დაზუსტებული, შესაბამისი არჩევით.
4. პირველ სვეტში აისახება იმ სასარგებლო წიაღისეულის დასახელება, რომელზეც ხდება რეგულირების საფასურის გადახდა.
5. მე-2 სვეტში აისახება ზომის ერთეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობათა მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება რეგულირების საფასურის ობიექტის ოდენობა (მ3).
6. მე-3 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდში ჩამოსხმული წყლის რესურსის მოცულობა (რაოდენობა).
7. მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობა (რაოდენობა);
8. მე-5 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის განაკვეთი, რომელიც კანონის მიხედვით განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდებარებული ობიექტისათვის.
9. მე-6 სვეტში აისახება გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა:
ა) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს საანგარიშო პერიოდში ჩამოსხული წყლის რესურსის მოცულობის მიხედვით სვეტი 3 X სვეტი 5;
ბ) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობის მიხედვით სვეტი 4 X სვეტი 5.
10. წყლის ლიცენზიის მფლობელის მიერ წყლის შესაბამისი (მტკნარი/მინერალური) რესურსის როგორც ჩამოსხმის, ასევე პროდუქციის ძირითადი ნედლეულის სახით გამოყენების შემთხვევაში, გაანგარიშებაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე სტრიქონების სახით. ასეთ დროს ჯამურად გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თანხა ჩაიწერება მე-6 სვეტში.