„2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“
მიღების თარიღი 01.07.2021
ძალაში შესვლა 01.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №კატეგორია
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016682
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2022
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| კატეგორია | სესხის რაოდენობა სესხის ვალუტაში |
| (1) საქონელი, სამუშაოები, და მომსახურება A ნაწილისთვის | 17,849,700 |
| (2) ადმინისტრირების საკომისიო | 180,300 |
| ჯამი | 18,030,000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
(საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
თარიღი 12 ივლისი 2016 „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ №2 ცვლილების შეთანხმება“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების (ქობულეთის წყალარინების პროექტი) №2 ცვლილების ხელშეკრულება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
„2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“
„2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“
შესრულებული ვერსია
(საოპერაციო ნომერი 47582)
(საოპერაციო ნომერი 52825)
N 1 ცვლილების შეთანხმება
2018 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ
სასესხო შეთანხმებაში
(თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)
საქართველოსა
და
ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
თარიღი: 1 ივლისი, 2021
N1 ცვლილების შეთანხმება
2018 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ სასესხო შეთანხმებაში
აღნიშნული ცვლილების შეთანხმება („N1 ცვლილების შეთანხმება“) დათარიღებულია 2021 წლის 1 ივლისით და ფორმდება
1. საქართველოსა („მსესხებელი“) და
2. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ხელშეკრულების საფუძველზე ფორმირებულ საერთშორისო ორგანიზაციას - („EBRD“) შორის.
ვინაიდან
(ა) მსესხებელმა 2018 წლის 27 ნოემბერს ბანკთან გააფორმა სასესხო შეთანხმება („თავდაპირველი სასესხო შეთანხმება“), რომლის მიხედვით ბანკმა თანხმობა განაცხადა მსესხებლისთვის გამოეყო 15,000,000 (თხუთმეტი მილიონი) ევროს ოდენობის სესხი („სესხი“) თავდაპირველ სასესხო შეთანხმებაში გაწერილი დებულებების მიხედვით;
(ბ) შპს თბილსერვის ჯგუფმა („პროექტის ორგანიზაცია“), მუნიციპალურმა კომპანიამ, რომელიც ეკუთვნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას („მერია“) 2018 წლის 27 ნოემბერს ბანკთან გააფორმა პროექტის ხელშეკრულება („პროექტის ხელშეკრულება“), რომლის მიხედვით პროექტის ორგანიზაცია თანხმდება განახორციელოს პროექტი „პროექტის ხელშეკრულების“ ვადებისა და პირობების შესაბამისად, რომელშიც შედის ცვლილება წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმების ხელმოწერის დღეს ან მის მიახლოებულ თარიღზე საპროექტო ხელშეკრულების N1 ცვლილების მიხედვით („საპროექტო ხელშეკრულების ცვლილება N1“);
(გ) მერიამ 2018 წლის 27 ნოემბერს ბანკთან გააფორმა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება („პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მერია დაეთანხმა მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ვადებისა და პირობების შესაბამისად.
დ) მსესხებელმა თხოვნით მიმართა ბანკს დამატებითი 3,030,000 (სამი მილიონ ოცდაათი ათასი) ევროს ოდენობის სესხის („დამატებითი თანხა“) გამოყოფის შესახებ ქალაქის ნაჟური წყლების (ლიჩეტის) სისტემის გაუმჯობესების დასაფინანსებლად და EBRD დათანხმდა გამოეყო დამატებითი თანხა იმ ვადებითა და პირობებით, რომელიც იყო განსაზღვრული თავდაპირველ შეთანხმებაში და როგორც ის შეიცვალა წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმების დებულებების მიხედვით; და
(ე) მსესხებელსა და EBRD-ს სურთ შეცვალონ თავდაპირველი შეთანხმება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმების დებულებების თანახმად და მათთან დაკავშირებით.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადების და პირობების გათვალისწინება
ბანკის სტანდარტული ვადებისა და პირობების ყველა დებულება, დათარიღებული 2018 წლის 1 ოქტომბრით, გათვალისწინებულია და გამოყენებულია ამ N1 ცვლილების შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, თითქოს ეს დებულებები განსაზღვრულია მასში სრულად.
ნაწილი 1.02. განმარტებები
ამ N1 ცვლილების შეთანხმებაში ყველგან (მათ შორის პრეამბულაში), თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული ან კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, პრეამბულაში განმარტებულ ტერმინებს გააჩნიათ მათთვის აქ მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობა; თავდაპირველ შეთანხმებაში განსაზღვრულ ტერმინებს გააჩნიათ იმავე დოკუმენტში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობა; სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს გააჩნიათ მათთვის იმ დოკუმენტში მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობა და ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
„ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი“ არის თარიღი, როცა წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმება შედის ძალაში 3.01 ნაწილის შესაბამისად.
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
ამ N1 ცვლილების შეთანხმებაში მინიშნება კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა სხვაგვარად არის მითითებული ამ N1 ცვლილების შეთანხმებაში, განიხილება მინიშნებად კონკრეტულ მუხლზე ან ნაწილზე ან განრიგზე ამ N1 ცვლილების შეთანხმებაში.
მუხლი II –ცვლილებები
ნაწილი 2.01. ცვლილება და უწყვეტობა
(ა) აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ თავდაპირველი შეთანხმება შეიცვლება ამ N1 ცვლილების შეთანხმების განრიგში I ჩამოთვლილი ცვლილებების მიხედვით.
(ბ) თავდაპირველი შეთანხმების დებულებები, გარდა წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებებისა, გააგრძელებს მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით.
ნაწილი 2.02. დამატებით თანხასთან დაკავშირებული ადმინისტრირების საკომისიო
ადმინისტრირების საკომისიოს, რომელიც გადასახდელია დამატებითი თანხისათვის, ბანკი სესხიდან ჩამოჭრის ძალაში შესვლის დღეს (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებაში) ან მას შემდეგ 7 დღის განმავლობაში, და გადაიხდის თავისთვის, ბანკის „სტანდარტული ვადებისა და პირობების“ 3.05 (ბ) და (გ) ნაწილის შესაბამისად.
მუხლი III – ძალაში შესვლა
ნაწილი 3.01. ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი
აღნიშნული ცვლილების ძალაში თარიღი იქნება ის თარიღი, როცა ბანკი მსესხებელს გაუგზავნის შეტყობინებას, რომ შემდეგი წინაპირობები მიღებული და დაკმაყოფილებულია:
(ა) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით გაიცემა იუსტიციის სამინიტროს მიერ და მოიცავს შემდეგს:
(1) წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმება უფლებამოსილია ან რატიფიცირებულია მსესხებლის მხრიდან და მიწოდებულია მსესხებლის სახელით და წარმოადგენს მსესხებლის ქმედით და იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება;
(2) სასესხო შეთანხმება, რომელშიც ცვლილებები შევიდა წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებით წარმოადგენს მსესხებლის ქმედით და იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება; და
3) ქვესასესხო ხელშეკრულება, რომელშიც ბანკთან შეთანხმებული ფორმისა და შინაარსის მქონე ცვლილებები შევიდა და წარმოადგენს მსესხებლის ქმედით და იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდა.
ბ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის სამართლებრივი დასკვნა მერიის სახელით გაიცემა მერიის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ და მიეწოდება ბანკს და მოიცავს შემდეგს:
(1) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელშიც ცვლილებები შევიდა წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებით, წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქმედით და იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდა; და
(2) ქვესასესხო ხელშეკრულება, რომელშიც ბანკთან შეთანხმებული ფორმისა და შინაარსის მქონე ცვლილებები შევიდა, წარმოადგენს მერიის ქმედით და იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდა.
(გ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის სამართლებრივი დასკვნა პროექტის ორგანიზაციის სახელით გაიცემა უწყების იურისტის მიერ და მიეწოდება ბანკს და მოიცავს შემდეგს:
(1) საპროექტო ხელშეკრულების N1 ცვლილების შეთანხმება უფლებამოსილია და მიწოდებულია პროექტის ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს ქმედით და პროექტის ორგანიზაციის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდა.
(2) პროექტის ხელშეკრულება, რომელშიც ცვლილებები შევიდა პროექტის ხელშეკრულების N1 ცვლილების შეთანხმებით წარმოადგენს პროექტის ორგანიზაციის ქმედით და იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდა.
(3) ქვესასესხო ხელშეკრულება, რომელშიც ბანკთან შეთანხმებული ფორმისა და შინაარსის მქონე ცვლილებები შევიდა, წარმოადგენს პროექტის ორგანიზაციის ქმედით და იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნას, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდა.
ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად, შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებას ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: ლაშა ხუციშვილი
თანამდებობა: ფინანსთ მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი: ______________________________
სახელი: კატერინა ბიორლინ ჰანსენი
თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი
განრიგი
I
ცვლილებები თავდაპირველ შეთანხმებაში
თავდაპირველი შეთანხმება შეიცვლება შემდეგნაირად:
(ა) ქვემოთ მოცემული 1.01 (ო) ნაწილი ჩაიწერება თავდაპირველ შეთანხმებაში:
„(ო) სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.05 (ა) ნაწილი შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„(ა) მსესხებელი ბანკს გადაუხდის ვალდებულების გადასახდელს სასესხო შეთანხმებაში მითითებული განაკვეთით, რომელიც გადაიხდება ჯამურად ხელმისაწვდომ თანხაზე, რაც შეიცავს ხელმისაწვდომ თანხას დამატებული სესხის ნებისმიერი თანხა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას და ჯერ არ არის გამოთხოვილი, იმის გათვალისწინებთ, რომ ვალდებულების გადასახდელი, რომელიც გადასახდელია სესხის თანხაზე, რომელიც ექვემდებარება უპირობო ანაზღაურების ვალდებულებას, წელიწადში 0,5%-ით მეტი იქნება სასესხო შეთანხმებაში მითითებულ ვალდებულების გადასახდელის განაკვეთზე. ვალდებულების გადასახდელის დარიცხვა მოხდება (i) სასესხო შეთანხმების ხელმოწერის მესამოცე (60) დღიდან ან (ii) ხელმისაწვდომი თანხის ნებისმიერ ზრდასთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სასესხო შეთანხმების ნებისმიერი ცვლილებით ხელმისაწვდომი თანხის გაზრდის დღიდან ან (iii), რაც შეეხება ვალდებულების გადასახდელს, რომელიც გადასახდელია სესხის იმ თანხაზე, რომელიც ექვემდებარება უპირობოდ ანაზღაურების ვალდებულებას, ამგვარი უპირობო ანაზღაურების ვალდებულების გამოცემის დღიდან და დაერიცხება და დაანგარიშდება იგივე საფუძველზე, როგორც საპროცენტო განაკვეთი 3.04 (ბ) (ii) ნაწილის შესაბამისად. ვალდებულების გადასახდელი გადასახდელია პროცენტის გადახდის თითოეულ თარიღზე (მიუხედავად იმისა, გადაიხდება თუ არა ამ დღეს პროცენტი) და იწყება ძალაში შესვლის გამოცხადების თარიღის შემდეგ პროცენტის პირველი გადახდის თარიღიდან.
(ბ) თავდაპირველი შეთანხმების 2.01 ნაწილი სრულად წაიშლება და ჩანაცვლდება შემდეგით:
„ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ბანკი თანახმაა წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე მსესხებელს გამოუყოს 18,030,000 ევრო (თვრამეტი მილიონ ოცდაათი ათასი ევრო).“
(გ) ნაწილი 2.02 (ვ) შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„(ვ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა იქნება ამ N1 ცვლილების შეთნხმების ხელმოწერიდან 36 თვე, ან უფრო გვიანი თარიღი, რომელსაც ბანკი საკუთარი შეხედულებებისამებრ განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს.
(დ) განრიგი 1 შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
S1-1
„განრიგი 1 - პროექტის აღწერა
1. პროექტის მიზანია დაეხმაროს მსესხებელს განაახლოს მყარი ნარჩენების გადამზიდი მანქანების პარკი; განაახლოს მყარი ნარჩენების არსებული გადამტვირთი სადგური და გააუმჯობესოს თბილისის სანიტარიული ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემა.
2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რომლებიც შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების შედეგად.
ნაწილი A კაპიტალური დანახარჯები (საინვესტიციო კომპონენტი)
ა) ოპერირებისა და მოვლისთვის საჭირო მანქანები და დანადგარები;
ბ) მყარი ნარჩენების არსებული გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია;
გ) ნაჟური წყლების (ლიჩეტის) სისტემის განახლება თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე.
ნაწილი B ტექნიკური თანამშრომლობა (საკონსულტაციო ხელშეკრულებები)
ა) შესყიდვების, განხორციელებისა და საინჟინრო მხარდაჭერის პროგრამა;
ბ) დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის პროგრამა;
გ) ნარჩენების მართვის სტრატეგია.
3. პროექტი უნდა დასრულდეს 2023 წლის 1 დეკემბრამდე.”
ე) განრიგი 2 უნდა წაიშალოს სრულად და ჩანაცვლდეს შემდეგით:
„განრიგი 2 კატეგორიები და ჩამორიცხვა
1. ამ განრიგზე თანდართულ ცხრილში მოცემულია კატეგორიები, თითოეული კატეგორიისთვის გამოყოფილი სესხის ოდენობა და თითოეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტულობა.
2. ზემოაღნიშნულ პირველ ნაწილში წარმოდგენილი დებულებების მიუხედავად:
(ა) ჩამორიცხვა არ მოხდება სასესხო შეთანხმების თარიღამდე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით; და
(ბ) თანხის გაცემა არ მოხდება ნაჟური წყლების (ლიჩეტის) სისტემის რეაბილიტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, სანამ არ შესრულდება შემდეგი პირობები:
დიდ ლილოსთან არსებული ნაჟური წყლების (ლიჩეტის) ახალი გამწმენდი სისტემის დაპროექტებისა და მონტაჟის პოტენციური ვარიანტების („ტექნიკური შესწავლა“) EBRD–სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით დასრულებულია EBRD – სთვის მისაღები იმ ექსპერტის მიერ, რომლის დავალების პირობები ექვემდებარება EBRD-ის წინასწარ წერილობით დასტურს, რომ ბანკს მისი საწინააღმდეგო მოსაზრება არ აქვს. ასეთი ტექნიკური შესწავლა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს მყარი ნარჩენების პოლიგონის მდგრადობაზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) დონის შემცირების ზემოქმედების განსაზღვრას და მისთვის აუცილებელი შემხვედრი ზომების მიღებას. მოსალოდნელია, რომ სექტორის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ტექნიკური კვლევა განხორციელდება მყარი ნარჩენების პოლიგონებთან დაკავშირებული 1999 წლის 26 აპრილის 1999/31/EC მოთხოვნების გათვალისწინებით და, საჭიროების შემთხვევაში, BAT / BREF დოკუმენტების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია სამრეწველო ემისიების დირექტივასთან (Industrial Emissions Directive IED, 2010/75/EU). გარდა ამისა, ტექნიკური კვლევა უნდა შეიცავდეს შერჩევისა და მონიტორინგის პროგრამას, ნაჟური წყლების (ლიჩეტის) არჩეული ხარისხის პარამეტრებთან დაკავშირებით ლიჩეტის დამუშავება/ფილტრაციის შემდეგ და უნდა წარუდგენდეს კლიენტს გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებს გაფილტრული ნაჟური წყლების შემდგომი გამოყენებისა ან ჩაშვებისათვის;
(ii) ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (EIA) უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას უნდა შესრულდეს კონტრაქტორის, შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ დიდი ლილოსთვის მიღებული ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ გადაწყვეტილების მოთხოვნები, რომელიც გამოიცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2010 წლის 24 მარტს; და
(iii) EBRD-ს მიღებული აქვს დადებითი დასკვნა სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ექსპერტიზის მიერ ნაჟური წყლების (ლიჩეტის) შემოთავაზებულ სისტემასთან დაკავშირებით. ”
(დ) განრიგი 2-ის დანართი მთლიანად წაიშლება სრულად და ჩანაცვლდება შემდეგით:
განრიგი 2 -ის დანართი
კატეგორია
სესხის რაოდენობა სესხის ვალუტაში
ხარჯების დაფინანსების პროცენტულობა
(1) საქონელი, სამუშაოები, და მომსახურება A ნაწილისთვის
17,849,700
საკონტრაქტო ღირებულების 100% ნებისმიერი გადასახადის გამოკლებით
(2) ადმინისტრირების საკომისიო
180,300
100%
ჯამი
18,030,000