ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №115
სარეგისტრაციო კოდი ხის №
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | 1 მ3-ის თანხა (ლარი) |
| 2 | ქარსაფარი ზოლის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით |
| 3 | ქარსაფარ ზოლში წითელი ნუსხით განსაზღვრული მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით |
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| ხის № | სახეობა (ჯიში) |
| № | მოცულობა მ3 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №115
2022 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
„ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში (შემდგომში – ქარსაფარი ზოლი) სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას შესაბამისი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის დადგენა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სპეციალური დანიშნულებით ჭრა – ქარსაფარ ზოლში არსებული მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი და სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისათვის ბუნებრივი გარემოდან ამოღება;
ბ) კომპენსაცია – ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრისათვის გადასახდელი განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაიხდება დაინტერესებული პირის მიერ სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო)/მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ამ წესით დადგენილი ოდენობით;
გ) დაინტერესებული პირი – ადმინისტრაციული ორგანო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს/მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება ან ქმედება.
2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 3🔗. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების საფუძვლები
ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება დასაშვებია სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების შესასრულებლად (მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, მილსადენების, ელექტროგადამცემი ან/და სხვა სახის კომუნიკაციებისა და არხების მშენებლობისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულებისათვის ან/და მომსახურებისათვის), აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამის ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისათვის.
მუხლი 4🔗.
ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭება
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხითა“ და „წითელი წიგნით“ დაცული სახეობებისა) განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს სააგენტო, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროექტის/სამუშაოს განხორციელების მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხითა“ და „წითელი წიგნით“ დაცული სახეობებისა) განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროექტის/სამუშაოს განხორციელების მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხითა“ და „წითელი წიგნით“ დაცული სახეობებისა) განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო პროექტის/სამუშაოს განხორციელების მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
4. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
5. დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების მიზანი, აუცილებელი საჭიროების დასაბუთება, ფართობი და ვადები. წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს სპეციალური დანიშნულებით ჭრას დაქვემდებარებული მწვანე ნარგავებით (ხემცენარეებით) დაკავებული ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი – შესაბამისი კოორდინატების ჩვენებით.
6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი და სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებისას პირი ვალდებულია, ქმედების დაწყებისთანავე აცნობოს სააგენტოს (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით)/მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით) და ქმედების განხორციელებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სააგენტოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად შეადგინოს აქტი, რომლითაც აღირიცხება განხორციელებული სპეციალური ჭრების შედეგად მოჭრილი მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) მოცულობა.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა, აქტის შედგენისას, უნდა წარადგინოს გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროების დასაბუთება და სპეციალური დანიშნულებით ჭრას დაქვემდებარებული მწვანე ნარგავებით (ხემცენარეებით) დაკავებული ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი – შესაბამისი კოორდინატების ჩვენებით, რაც უნდა დაერთოს აქტს.
8. თუ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია, დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესის არსებობის დასაბუთებას.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული „ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის“ შესაბამისად.
10. მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრონული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონებში, სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელებისათვის, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე სააგენტოს/მუნიციპალიტეტს წერილობით წარუდგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და შესაბამისი მასალები. სააგენტო/მუნიციპალიტეტი მასალების მიღებიდან 15 დღეში უზრუნველყოფს შესაბამისი ნებართვის გაცემას. გამონაკლის შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას, ამ პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდება სააგენტოსთან/მუნიციპალიტეტთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
11. სააგენტოს/მუნიციპალიტეტის მიერ დგება „სპეციალური დანიშნულებით ჭრისათვის ქარსაფარი ზოლის შერჩეულ ფართობზე არსებული მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) აღრიცხვის უწყისი“ (დანართი №1), რომელსაც ხელს აწერენ დაინტერესებული პირი/დაინტერესებული პირის წარმომადგენელი და სააგენტოს/ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი/უფლებამოსილი პირი.
12. სახელმწიფო, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრას დაქვემდებარებული მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) გარემოდან ამოღების სამუშაოებსა და ამ წესით მიღებული მერქნული რესურსის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას ახორციელებს დაინტერესებული პირი, სააგენტოს/მუნიციპალიტეტის ზედამხედველობით.
მუხლი 5🔗. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და განიკარგება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 291 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
2. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და განიკარგება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსი წარმოადგენს ქარსაფარი ზოლის მესაკუთრის საკუთრებას.
მუხლი 6🔗. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის კომპენსაციის ოდენობა და გადახდის წესი
1. ქარსაფარი ზოლის სპეციალური დანიშნულებით ჭრები ექვემდებარება კომპენსირებას „საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესის“ შესაბამისად (დანართი №2).
2. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებით (ბუნებრივი გარემოდან ამოღებით) დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს კომპენსაცია ამ წესის დანართ №2-ის მიხედვით, მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) შესაბამისი ჯგუფისთვის დადგენილი საფასურის ოთხმაგი ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება სსიპ – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
4. სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის კომპენსაცია ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, მათ შორის, ქარსაფარი ზოლის აღდგენას.
5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის კომპენსაცია ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ანგარიშზე და ხმარდება ქარსაფარი ზოლის აღდგენას.
დანართი №1
სპეციალური დანიშნულებით ჭრისათვის ქარსაფარი ზოლის შერჩეულ ფართობზე არსებული მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) აღრიცხვის უწყისი
მონიშვნის დაწყების თარიღი ------------------------------------------
დაინტერესებული პირი --------------------------------
სააგენტო/მუნიციპალიტეტი --------------------------------------------------
მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-----------------------------------
სპეციალური დანიშნულებით ჭრას დაქვემდებარებული მწვანე ნარგავებით (ხემცენარეებით) დაკავებული ფართობის კოორდინატები ---------------------------------------------
ხის №
სახეობა (ჯიში)
ხის დიამეტრი
ხის ღეროს მოცულობა
შეშა ვარჯიდან – კბ.მ
სულ ხის მოცულობა – კბ.მ
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
ხელმოწერა:
დაინტერესებული პირი (წარმომადგენელი) ------------------------------
სააგენტო/მუნიციპალიტეტი (წარმომადგენელი) ---------------------------
დანართი №2
საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი
№
მოცულობა მ3
I ჯგუფი
უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი
II ჯგუფი
მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი
III ჯგუფი
წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი
IV ჯგუფი
ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია
V ჯგუფი
ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები
1
1 მ3-ის თანხა (ლარი)
80
75
73
70
60
2
ქარსაფარი ზოლის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით
3
ქარსაფარ ზოლში წითელი ნუსხით განსაზღვრული მწვანე ნარგავების (ხემცენარეების) მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით