„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5015
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016663
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №5015

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის  N 33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის  N 33619  ბრძანებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 20 მარტიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                            ლევან კაკავა

 

დანართი №1

მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურების სახეები

 

მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაზღუდი მომსახურებებია:

ა) ნავთობპროდუქტების რეალიზატორის სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაციის/ვადის გაგრძელების მოთხოვნა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ცნობის მოთხოვნა;

გ) საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მოთხოვნა;

დ) გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების/ანგარიშების შესახებ ცნობის მოთხოვნა;

ე) ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნების (გარდა ფიზიკური პირებისა) მოთხოვნის რეგისტრაცია;

ვ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა;

ზ) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დამქირავებლის მომართვის შემთხვევაში) ცნობის მოთხოვნა;

თ) გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილ საქონელზე ან/და მომსახურებაზე  გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მოთხოვნის რეგისტრაცია;

ი) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადების რეგისტრაცია;

კ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების განხორციელების   მოთხოვნის რეგისტრაცია;

ლ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მიღების მოთხოვნის რეგისტრაცია;

მ) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში ცვლილების შესახებ განცხადების რეგისტრაცია.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2022.
როდის იქნა მიღებული „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.02.2022. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №5015. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016663.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №5015, 28.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016663 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5402952/