„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27დეკემბრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.102.016198
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2022 წლის 4 მარტი

ქ.თბილისი

 

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27დეკემბრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №5  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 27/12/2021; 190020020.35.102.016192) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული   დანართის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16.  კულტურა,  ახალგაზრდობის ხელშეწყობა  და სპორტი (04 00)

მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტების დანერგვით და შესრულებით ცდილობს ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამ მიზნით ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა  და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს  კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. 

ათ.ლარი

ორგ. კოდი

დასახელება

2020 წლის ფაქტი

2021 წლის გეგმა

2022 წლის გეგმა

2023 წლის პროგნოზი

2024 წლის პროგნოზი

2025 წლის პროგნოზი

04 00

კულტურა,

რელიგია,

ახალგაზრდობის

ხელშეწყობა

და

სპორტი

55.4

74

81.8

82

85

87

 

ხარჯები

55.4

74

81.8

82

85

84

 

საქონელი და

მომსახურება

3.1

16

13.8

18

22

22

 

სუბსიდიები

51.8

54

63.8

60

56

58

 

სხვა

ხარჯები

0.5

4

4.2

4

4

4

04 01

სპორტის

განვითარების

ხელშეწყობა

27

36.6

39.6

40

43

45

 

ხარჯები

27

36.6

39.6

40

43

45

 

საქონელი

და მომსახურება

0

7.6

7.4

9

12

12

 

სუბსიდიები

27

28

31

30

30

32

 

სხვა

ხარჯები

0

1

1.2

1

1

1

04 01 01

სპორტული

ღონისძიებების

დაფინანსება

0

8.6

8.6

10

13

13

 

ხარჯები

0

8.6

8.6

10

13

13

 

საქონელი

და

მომსახურება

0

7.6

7.4

9

12

12

 

სხვა

ხარჯები

0

1

1.2

1

1

1

04 01 02

სპორტული

სკოლები

27

28

31

30

30

32

 

ხარჯები

27

28

31

30

30

32

 

სუბსიდიები

27

28

31

30

30

32

04 02

კულტურის

განვითარების

ხელშეწყობა

28.4

37.4

42.2

42

42

42

 

ხარჯები

28.4

37.4

42.2

42

42

42

 

საქონელი და

მომსახურება

3.1

8.4

6.4

9

10

10

 

სუბსიდიები

24.8

26

32.8

30

30

30

 

სხვა ხარჯები

0.5

3

3

3

3

3

04 02 01

კულტურული

ღონისძიებების

დაფინანსება

3.6

11.4

9.4

12

13

13

 

ხარჯები

3.6

11.4

9.4

12

13

13

 

საქონელი

და

მომსახურება

3.1

8.4

6.4

9

10

10

 

სხვა

ხარჯები

0.5

3

3

3

3

3

04 02 02

კულტურის

ცენტრი

24.8

26

32.8

30

30

30

 

ხარჯები

24.8

26

32.8

30

30

30

 

სუბსიდიები

24.8

26

32.8

30

30

30

 

ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 01 01)

2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:

 

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ღონისძიებები ს დაფინანსება

2022 წლის დაფინანსება
  ათას ლარებში

04 01 01

8.6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

 

ა) „ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში და სხვადასხვა  ტურნირებში მონაწილეობა“ - ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის მოსწავლე ბავშვები. შეიქმნება მათთვის ვარჯიშისათვის და ტურნირებში მონაწილეობისათვის საჭირო პირობები;

ბ) ,,ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში“ - ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობს მიიღებენ ა(ა)იპ. აჟარის სპორტსკოლის მოსწავლე ბავშვები და აჟარის (ზემოაფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული სკოლის მოსწავლე ბავშვები, მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება;

გ)  ,,ზემო აფხაზეთის გარდამავალი თასი და სხვადასხვა ტურნირი ფეხბურთში“ - ღონისძიების ფარგლებში მოხდება მოსწავლე ახალგაზრდების საფეხბურთო წვრთნა, რისთვისაც შექმნილი იქნება სათანადო პირობები. გაიმართება საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის საფეხბურთო გუნდები, მოხდება საპრიზო ადგილის მფლობელთა გამოვლენა და დაჯილდოება. ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის საფეხბურთო გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტურნირებში.

დ) ,,ლაშქრობა“ - ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებილი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ

აღმოსავლეთ საქართველოში ლაშქრობა სამშვილდეში. აჟარის სპორტსკოლის და სხვა მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის სხვადასხვა სეხეობებში, ღამით მოთავსდებიან აჟარის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ კარვებში.

ე) ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის და ფეხბურთის აღსაზრდელები ზაფხულში(არაუმეტეს 10 დღისა) სპორტულ გამაჯანსაღებელ შეკრებას გაივლიან გონიოში. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით, სასტუმროთი და სამჯერადი კვებით.

ვ) წარმატებული სპორტსმენების მატერიალური დაჯილდოება“

ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) გადაეცემათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სპორტის ოლიმპიურ სახეობაში გამარჯვებულ, შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:

ა) სპორტსმენებს, რომლებიც 2021-2022წლებში გახდნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გადაეცემათ -1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სპორტსმენებს, რომლებიც 2021-2022წლებში გახდნენ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გადაეცემათ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) სპორტსმენებს, რომლებიც 2021-2022წლებში გახდნენ საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, გადაეცემათ ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

დ)ფულადი ჯილდოს გადაცემა მოხდება თანხის ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. მონაცემების მოგროვებას დაჯილდოებულის შესახებ მოამზადებენ შესაბამისი თემის რწმუნებული და განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის ა და   სოციალური უზრუნველყოფის სამსახური.

მოსალოდნელი შედეგი

კულტურული და სპორტული ღონისძიებები ძირითადად გათვლილია

ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში და ახალგაზრდებში კულტურის და ჯანსაღი ცხოვრების  პოპულარიზააციისთვის; ახალგაზრდობის გემოვნების დახვეწა და მაღალინტელექტუალურ პიროვნებებად      ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობის და მათი მშობლების აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა შეჯიბრებებზე ნაკრები გუნდის წევრთა მონაწილეობა და საპრიზო ადგილების დაკავება,

 

 

ბ)  ა(ა)იპ  აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება (კოდი 04 01 02)

ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლა.

ამ სკოლაში დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობებში  ვარჯიშებს, სპეციალურ წვრთნას და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გაივლიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.

 

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება

2022 წლის დაფინანსება
  ათას ლარში

04 01 02

31 .0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ აჟარის  სპორტ სკოლა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

სპორტული სკოლა აერთიანებს4 სპორტულ მიმართელებას, ესენია: ფეხბურთი (22 ბავშვი); თვისუფალი ჭიდაობა (8 ბავშვი);მაგიდის ჩოგბურთი (24 ბავშვი);ძიუდო(6ბავშვი) .სულ სკოლაში სპორტის სახეობებს ეუფლება60 ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-ჯერ. სპორტულ სკოლა ში დასაქმებულია ჯამში5 ადმიანი, მათ შორის, 2 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და3მწვრთნელი. სკოლის   აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს,რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტის დაფინანსებით აჭარაში , გონიოში უტარდებათ 10დღიანი შეკრება ფეხბურთის და ჭიდაობის სექციის ბავშვებს. აღსაზრდელები მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით. ვინაიდან მუნიციპალიტეტს არა აქვს საკუთარი სპორტული ნაგებობანი , მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ მეცადინეობას სხვადასხვა დარბაზებში.
ქვეპროგრამის მიზანია:
  - ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
  - მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში,რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;
  - მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.

მოსალოდნელი შედეგი

სპორტული სკოლა   მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია სკოლის   მომსახურებით; ამ რეგიონში მცხოვრები მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხე ლ მისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა;

 

გ)  კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 02 01)

მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი კულტურული ღონისძიებები:

 

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის ღონისძიებები ს დაფინანსება

2022 წლის დაფინანსება
  ათას ლარში

04 02 01

9 . 4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ა)  ,,დედაენის დღე“- დედაენის დღესთან დაკავშირებით ზემო აფხაზეთის რესურს ცენტრის ხელშეწყობით გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი ახალგაზრდები;

ბ) ,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა“ - ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების წაყვანა მთაწმინდის პარკში, მათთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონებზე გასართობად ბარათების შეძენა და ნაყინით გამასპინძლება;

გ) ,,1991-2008 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“- ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია 1991-2008  წლებში მომხდარი საომარი მოქმედებების დროს და საქართველოს მთლიანობისთვის შეწირული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქციის მოწყობა და გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა;

დ) ,,სიმღერის და ცეკვის სწავლება“ - ღონისძიების ფარგლებში ა(ა)იპ  აჟარის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის წრეებისათვის მოწვეულები იქნებიან ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის პედაგოგები.  შექმნილი ექნებათ ყველა პირობა, სადაც ბავშვები შეისწავლიან ცეკვა -სიმღერას და ხალხურ საკრავებზე დაკვრას, ხალხურ სიმღერებს;

ე) ,,ინტელექტულურ-შემეცნებითი პროექტი „ერუდიტი“ - ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი სკოლის მოსწავლე 100-150 ბავშვის მონაწილეობა ინტელექტულურ-შემეცნებით პროექტ „ერუდიტში“ მონაწილეობა, მოხდება დებულების შემუშავება, თამაშის ორგანიზება, გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოვება;

ვ) საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2022“- 2022 წლის გაზაფხულზე ქ.თბილისში ჩატარდება „კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის“გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსი, კონკურსში გამარჯვებული დაჯილდოვდება და მონაწილეობას მიიღებს 2022 წლის მაისში სპორტის სასახლეში  „საქართველოს 2022 წლის ეტალონი მოსწავლეს“ გამოსავლენ კონკურსში.

მოსალოდნელი  შედეგი

ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის   შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და  მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაშიჩართულობისზრდა;კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება; ახალგაზრდობის გემოვნების დახვეწა და მაღალინტელექტუალურ პიროვნებებად      ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობის და მათი მშობლების აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში

 

დ)  ა(ა)იპ  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაფინანსება

დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის   კულტურის ცენტრი. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სახეობებში    სპეციალურ მომზადებას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ამისთვის მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

 ა(ა)იპ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის  კულტურის ცენტრი

2022 წლის დაფინანსება
 ათას ლარში

04 02 02

32,8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ - აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის   კულტურის ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის კულტურის ცენტრი. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სახეობებში    სპეციალურ წვრთნას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ა      

კულტურის ცენტრში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები, ქორეოგრაფიული წრე, ფოლკლორული ანსამბლი. ამ წრეების სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 40 აღსაზრდელი, ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში ჩართულია 40-მდე მონაწილე. დაფინანსება 32,8 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; ქართული ქორეოგრაფიიისადმი და, ფოლკლორისადმი  მოსახლეობის დაინტერესების  და ჩართულობის გაზრდა. ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით (ხელფასი და სხვა)

მოსალოდნელი შედეგი

კულტურული ღონისძიებები ძირითადად გათვლილია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში და ახალგაზრდებში კულტურის და ჯანსაღი ცხოვრების  პოპულარიზააციისთვის; ახალგაზრდობის გემოვნების დახვეწა და მაღალინტელექტუალურ პიროვნებებად     ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობის და მათი მშობლების აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა შეჯიბრებებზე ნაკრები გუნდის წევრთა მონაწილეობა და საპრიზო ადგილების დაკავება, ახალგაზრდების და მოზარდების    აქტიურად ჩართვა სპორტულ  და კულტურულ ღონისძიებებში.  სტრუქტურების შენარჩუნება და მათთვის უნარ-ჩვევების გამომუშავება აფხაზეთში დაბრუნებამდე

საბოლოო

შედეგი

(OUTCOME)

2021 საბაზისო

2022

2023

2024

2025

სტრატეგიული

მიზანი

შეფასების მაჩვენებელი

სპორტულ

ღონისძიებებში ჩართულიმოსახლეობის

რაოდენობა

  200

 200

200

200

200

მოსახლეობის

უფრო

ფართო

 

მასების

ჩართულობა

სპორტულ

ცხოვრებაში

რაოდენობრივი

 

 

 

კულტურულ  

ღონისძიებებში ჩართულიმოსახლეობის

რაოდენობა

150

150

150

150

150

მოსახლეობის

უფრო

ფართო

მასების

ჩართულობა

კულტურულ 

ცხოვრებაში

რაოდენობრივი

 

 

 

საერთაშორისო და

რესპუბლიკურ

პირველობებზე

დაკავებული საპრიზო

ადგილები

და სხვა მიღწევევბი

 1

1

2

2

4

მუნიციპალიტეტის

სახელის

უფრო

ხშირად

და

ფართო

ასპარეზეზე

წარმოჩენა

რაოდენობრივი

სპორტულ

სკოლაში და

კულტურულ ცენტრში

ბავშვთა მიღებებზე

მოთხოვნათა

რაოდენობა

 350

350

400

400

400

მეტი

ახალგაზრდა

თაობის

მოზიდვა

ჯანსაღი

ცხოვრების

 წესისკენ

 

რაოდენობრივი

შუალედური

შედეგი

(OUTPUT)

 

2022

2023

2024

2025

სტრატეგიული

მიზანი

შეფასების მაჩვენებელი

ჩატარებული

ღონისძიებების რაოდენობა

 20

20

20

22

24

გაიზარდოს

გაერთიანების

მიერ

ორგანიზებული

სპორტული

და

კულტურული

ღონისძიებების 

რაოდენობა

ხარისხობრივი

ასპარეზობა

ეროვნულ ჩემპიონატში

(გუნდის შემთხვევაში)

 2

2

3

3

3

განვავითაროთ

გუნდური

თამაშები.

ხარისხობრივი

მოგებული

თამაშების

რაოდენობა

(საერთო თამაშებიდან  %) (გუნდის შემთხვევაში

 5

6

6

6

6

მაქსიმუნის

მიღწევა

ხარისხობრივი

სპორტული

მოედნების

რაოდენობა

 1

1

1

1

1

შევქმნათ

მეტი

სივრცე,

სადაც

შეძლებს

მოსწავლე-

ახალგაზრდობა,

დაკავდეს

სპორტით

რაოდენობრივი

 

კულტურისა და სპორტის განვითარების  პროგრამის 2022 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)

დასახელება

თანხა ათას ლარში

სახელფასო ფონდი

63,8

მ.შ.შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება

39,8

ჰიგიენური   და სადენზიფექციო საშუალებების ხარჯი

0,2

ტრანსპორტის ხარჯი

4,7

სპორტული ღონისძიებების ხარჯი

5,5

კულტურული  ღონისძიებების ხარჯი

5,4

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა)  ავადმყოფთა და შ შმ პირთა სოციალური დახმარებები (კოდი 05 01 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება:

 

პროგრამის დასახელება

კოდი

ავადმყოფთა და შ შმ პირთა სოციალური დახმარებების პროგრამა

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01

92.5

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, მოხდება სპეციალური სავარძლის შეძენა, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს;

ბ) ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების ოპერაციის, მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მედიკამენტების  ხარჯები. დახმარების ოდენობა  არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მკვეთრად და მნიშვნელოვნად და ბავშვობიდან ზომიერად   გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ერთჯერად დაფინანსება (თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარის ოდენობით).

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირთათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომა  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს).

ე) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები(გარდა საკეისრო კვეთისა) და მასთან დაკავშირებული ხარჯები და ასევე ოპერაციასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები, თუ ოპერაციული ჩარევიდან, მუნიციპალიტეტშიმომართვის თარიღამდე გასული პერიოდი არ აღემატება სამ თვეს.. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, ხოლო ცალკე მედიკამენტოზური მკურნალობის ნაწილში - 250 ლარს.

ვ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, სხეულის ერთი ან რამდენიმე ორგანოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება მოხდება 2022წლის განმავლობაში არაუმეტეს 500ლარისა.

ზ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების კორონაროგრაფიული კვლევის ხარჯები, მათ მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე. აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება მოხდება 2022წლის განმავლობაში და ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 900 ლარს. 

თ)  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურდეს, იძულებით გადაადგილებული მცირეწლოვანი ბავშვების (0-18 წლამდე), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სამედიცინო მომსახურების (მათ შორის სარეაბილიტაციო პროცედურები, მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია, ან/და როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება.

ი) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 1992 წლიდან-2004 წლამდე საომარი მოქმედებისა და სამხედრო დავალების შესრულების დროს მიღებული მძიმე ტრამვის(კიდურების: ხელის,ფეხის ამპუტაცია) დაინვალიდებულ   პირთა   ერთჯერადი ფულადი დახმარება (თითოეულს არაუმეტეს  500 ლარის ოდენობით).

კ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად ფულად დახმარება გაეწევათ  ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებული შემდეგი კატეგორიის ბავშვებს;

ლ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული მხედველობადაქვეითებული, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, გონებრივი ჩამორჩენით, იშვიათი დაავადებით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, გონებრივი ჩამორჩენით, იშვიათი დაავადებით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების და სპეციალიზებულ დაწესებულებებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება ერთჯერადად არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით .

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის   გაუმჯობესება

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

გ)  ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (კოდი 05 01 03)

პროგრამის დასახელება

კოდი

მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების დახმარების პროგრამა

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 01 03

51.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის კუთხით ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის

ა) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ მარტოხელა მშობელს (დედებს/მამებს) - ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულს 200 ლარის ოდენობით;

ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე), ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს სამ შვილზე 200 ლარი და ყოველ მომდევნო შვილზე 50ლარით მეტი;

გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დახმარება- მე-3 და მეტი შვილის შეძენისას. (დახმარება განისაზღვრება მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველშემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი);

დ) პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები,რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები (დახმარება გაეწევათ თითოეულს არაუმეტეს 55 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით);

ე) პროგრამის ფარგლებში ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით, დახმარება გაეწევათ იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები.

ვ)ერთჯერად (1500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი (0-დან 18 წლამდე) იძულებით გადაადგილებულ ბავშვები.

მოსალოდნელი შედეგი

მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. კერძოდ, პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 250 მდე   მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვზე გაწეულიქნება სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ე)  სოციალური დახმარებები(კოდი 05 01 05)

პროგრამის დასახელება

კოდი

სოციალური დახმარებები(სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას     (კოდი 05 01 05)

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 01 05

                           167,5     

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ:

ა) ერთჯერად  დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი. დახმარებას მიიღებენ გაზის გამათბობლის სახით (ოჯახზე ერთი), თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით.

ბ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება,  ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 400 ლარს.

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების დახმარება - ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის დაფინანსების არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით,  საკრებულოს მიერ დადგენილი  2022 წლის ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  სოციალური  დახმარების გაცემის წესის  შესაბამისად.

 

დ) ავტორიზებული სასწავლებლებისა  და აკრედიტებული დაწესებულებების მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით,  წელიწადში არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით.

ე)  ერთჯერადად  (ორასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად და რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია.

ვ)ერთჯერად დახმარებას (საკვები პროდუქტების სასაქონლო პაკეტით)  მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები: 2005-2022  წლებში  დაბადებული დევნილი ბავშვები,  ომში დაღუპული პირის ოჯახი, ხანდაზმული პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ), მარტოხელა პენსიონერი. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება, შესაბამისი კატეგორიებით გათვალისწინებულ ოჯახებს/პირებს,  გაეწევათ საახალწლოდ, სოციალური  დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების  და საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური დახმარების წესის შესაბამისად . თითოეული პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 110 ლარისა.

ზ)   აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება (500 ლარის ოდენობით) გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სასულიერო პირებს, მათ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით,საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური დახმარების წესის შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგი

შემოსული განცხადებების საფუძველზე სამედიცინო და საყოფაცხოვრებო  პრობლემების შესაძლებლობების ფარგლებში დაფინანსება.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების,  დევნილი სტუდენტების,  დევნილი  ადამიანების სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;                               

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი