“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 08.07.2002
ძალის დაკარგვა 11.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №376
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.005.410
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 22/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 6 აქტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 27.07.1993
- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 31.10.1997
- „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 4 დეკემბრის N7 ბრძანებულების გაუქმების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 17.12.1995
- სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონი 05.12.2000
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.11.2012
- საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.11.1996
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 56.65pt 42.55pt 49.65pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.005.410
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №376
2002 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნების შესაბამისად და შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.
2. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს შსს დეპარტამენტების და მთავარი სამმართველოების, ეროვნული ბიუროების, ქ.თბილისის და სამხარეო შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) ხელმძღვანელებმა ორგანიზაცია გაუკეთონ შესაბამის სამსახურებში თანდართული დებულების შესწავლას და მისი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 26 ნოემბრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
4. ბრძანება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოს (გ.ახალაია).
კ. ნარჩემაშვილი
დანართი № 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველო (შემდგომში _ მთავარი სამმართველო) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“;
ვ) უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები;
ზ) „დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ“;
თ) „დებულება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“;
ი) „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდება“, წინამდებარე დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
თავი II
მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) გაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკა, განსაზღვროს მისი რეალიზაციის ეფექტური მეთოდები და ფორმები;
ბ) გააუმჯობესოს შინაგან საქმეთა ორგანოების კადრების ხარისხობრივი მაჩვენებლები, შეისწავლოს და განაზოგადოს კადრების შერჩევა-განაწილების და პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული მუშაობის მოწინავე მეთოდები;
გ) ხელმძღვანელობა გაუწიოს საორგანიზაციო-საშტატო მუშაობას, შეიმუშაოს ღონისძიებები მმართველობის აპარატის გამარტივებისა და შენახვის ხარჯების შემცირებისათვის;
დ) განახორციელოს კონტროლი პირად შემაგენლობაში დისციპლინის მდგომარეობაზე;
ე) განახორციელოს კონტროლი და საჭირო პრაქტიკული დახმარება გაუწიოს სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ შს დანაყოფებს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების საქმეში;
ვ) უხელმძღვანელოს და გააკონტროლოს შსს ცენტრალურ აპარატსა და დაქვემდებარებულ დანაყოფებში საკადრო სფეროში ორგანიზაციულ-მეთოდური მუშაობა;
ზ) განახორციელოს კონტროლი რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის დადგენილი წესის შესრულებაზე;
თ) ორგანიზაცია გაუწიოს პირადი შემადგენლობის პირველდაწყებით, სამსახურებრივ, საბრძოლო და ფიზიკურ მომზადებას შს ორგანოებისა და დანაყოფების მიერ გადასაწყვეტი ამოცანებისა და მუშაობის თავისებურებების გათვალისწინებით, კონტროლი გაუწიოს პროფესიული მომზადების საკითხებზე არსებული ბრძანებების, მითითებებისა და მეთოდური რეკომენდაციების შესრულებას;
ი) განახორციელოს კონტროლი სასწავლო-აღმზრდელობით პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და მის ფილიალებში, გაუწიოს მათ პრაქტიკული დახმარება;
კ) ხელმძღვანელობა გაუწიოს შს სისტემაში რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციას, განახორციელოს კონტროლი მისი ჩატარების წესსა და ხარისხიანობაზე, შექმნას შსს ნომენკლატურაში შემავალ თანამდებობებზე დასაწინაურებელ პირთა რეზერვი;
ლ) უზრუნველყოს შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
მ) უზრუნველყოს კადრებთან მუშაობის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების და წინამდებარე დებულების მოთხოვნათა განხორციელება.
თავი III
მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციები
მთავარი სამმართველო მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საკადრო სფეროში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს ორგანიზაციულ-მეთოდურ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დაქვემდებარებულ დანაყოფებში;
ბ) უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის დროულ დაკომპლექტებას (ნომენკლატურის შესაბამისად), ამკვიდრებს კადრების შერჩევა-განაწილების, სწავლებისა და აღზრდის საქმეში დადებით გამოცდილებას;
გ) უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაციას, ქმნის ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასაწინაურებელ პირთა რეზერვს;
დ) წარადგენს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე მასალებს კადრებში ჩარიცხვის, სპეციალური წოდებების მინიჭების, თანამშრომელთა ორდენებით, მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოებისა და წახალისების შესახებ;
ე) აწარმოებს შესაბამის ნომენკლატურაში მყოფი პირადი შემადგენლობის პირად საქმეებს, ნომრულ, ანბანურ და სტატისტიკურ აღრიცხვიანობას;
ვ) აფორმებს და აწარმოებს სამსახურებრივი პირადობის მოწმობებისა და საშვებულებო დოკუმენტაციის გაცემას შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებისთვის;
ზ) აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პირად შემადგენლობასთან მუშაობის საკითხებს, იცავს თანამშრომელთა ინტერესებსა და უფლებებს, დახმარებას უწევს მათ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობისადმი ერთგულების, მაღალი მორალურ-ზნეობრივი თვისებების ჩამოყალიბებაში;
თ) განიხილავს მასალებს რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის, აგრეთვე მოსამსახურეების შს ორგანოებიდან უკანონოდ დათხოვნის შესახებ, ანალიზს უკეთებს და განაზოგადებს თანამშრომელთა დათხოვნის მიზეზებს, შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ღებულობს პრაქტიკულ ზომებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
ი) პირადი შემადგენლობის სულიერი და კულტურული დონის ამაღლების მიზნით თანამშრომლობს კულტურულ და შემოქმედებით კავშირებთან, რელიგიურ კონვენსიებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან. ორგანიზაციას უწევს პირად შემადგენლობას შორის კულტურულ-მასობრივ საქმიანობას, ხელმძღვანელობს ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებული რიტუალების მომზადებასა და ჩატარებას;
კ) ამზადებს წინადადებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის დანაყოფების სტრუქტურის სრულყოფისათვის, აკონტროლებს საშტატო დისციპლინის საკითხებს;
ლ) აწარმოებს საშტატო ერთეულების აღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს საშტატო დისციპლინის დაცვაზე;
მ) ხელმძღვანელობს პირადი შემადგენლობის პროფესიულ და ფიზიკურ მომზადებას, თანამშრომელთა სტაჟირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ნ) მეთოდურ კონტროლს უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციას.
თავი IV
მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, შს მინისტრის კურატორ მოადგილის წარდგინებით.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარებას.
3. მთავარი სამმართველოს უფროსი სამინისტროს სისტემაში სწორი საკადრო პოლიტიკის გატარებაზე ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და კურატორი მოადგილის წინაშე.
4. მთავარი სამმართველოს უფროსი განსაზღვრავს თავისი მოადგილეების, დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს.
5. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეებს და მასში შემავალი სამმართველოების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით და შს მინისტრის კურატორ მოადგილის თანხმობით.
6. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით ხელმძღვანელობენ თავიანთი საკურატორო სამსახურების საქმიანობას.
7. მოადგილეები მინდობილ უბანზე მუშაობის სწორად ორგანიზებისათვის ანგარიშვალდებულები არიან მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
თავი V
მთავარი სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება
მთავარი სამმართველოს უფროსს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა განკარგულებებს და მითითებებს კადრებთან მუშაობის საკითხებზე;
ბ) დადგენილი წესის მიხედვით წარუდგინოს წინადადებები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და კურატორ მოადგილეს სამინისტროს ნომენკლატურაში შემავალ თანამდებობებზე პირთა დანიშვნა-გადაადგილებების, აგრეთვე თადარიგში ან გადადგომით დათხოვნის შესახებ;
გ) შინაგან საქმეთა მინისტრის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით წარადგინოს თანამშრომელი თანამდებობაზე დასანიშნად ნომენკლატურის მიუხედავად, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობის აუცილებელი ინფორმირებით;
დ) დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს საჭირო მასალები და მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტებიდან, მთავარი სამმართველოებიდან, სამმართველოებიდან, ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან, შინაგანი ჯარების ნაწილებიდან და შენაერთებიდან, შსს სასწავლო დაწესებულებებიდან;
ე) დაავალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოების, სამმართველოების, ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების, შინაგანი ჯარების შენაერთების და შსს სასწავლო დაწესებულებების საკადრო სამსახურებს კადრებთან მუშაობის ცალკეული საკითხების შემუშავება, ღონისძიებათა განხორციელება ამ მიმართებით მუშაობის გაუმჯობესებისთვის;
ვ) უხელმძღვანელოს საკადრო სამსახურის ხელმძღვანელ პირთა ატესტაციებს;
ზ) წარადგინოს მთავარი სამმართველოს მუშაკები სპეციალური წოდების მისანიჭებლად;
თ) განახორციელოს ყოფილი თანამშრომლების შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებების და მასალების განხილვა;
ი) მოისმინოს დაქვემდებარებული შინაგან საქმეთა ორგანოების და მათი საკადრო სამსახურების ხელმძღვანელების განმარტებები;
კ) ჩააბას შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით საკადრო საქმიანობის შემოწმებისა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადების პროცესში სხვა სტრუქტურული დანაყოფების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების მუშაკები;
ლ) დასვას საკითხები სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შს ორგანოებისა და დანაყოფების სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის შესახებ;
მ) დასამტკიცებლად წარუდგენს კურატორ მინისტრის მოადგილეს მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებული და სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო გეგმებს და თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს.
თავი VI
მთავარი სამმართველოს სტრუქტურა
1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და შტატები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.
2. მთავარ სამმართველოში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის სამმართველო;
ბ) სამსახურის გავლის, აღრიცხვის, დაჯილდოებისა და წოდებების მინიჭების განყოფილება, რომელშიც შედის: სტატისტიკისა და ანალიზის ჯგუფი;
გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილება;
დ) საშტატო მუშაობის განყოფილება;
ე) პროფესიული და ფიზიკური მომზადების განყოფილება, რომელშიც შედის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ქვეგანყოფილება;
ვ) კანცელარია.
თავი VII
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის სამმართველო:
ა) განიხილავს და ამზადებს მასალებს შს ორგანოებში თანამდებობებზე კადრების შერჩევა-განაწილების, დანიშვნის, გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების და დათხოვნის შესახებ (შსს თანამდებობათა ნომენკლატურის შესაბამისად);
ბ) ამზადებს შს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე წარსადგენად კონკრეტულ წინადადებებს ხელმძღვანელ თანამდებობებზე პირთა დაწინაურებისა და შესაბამისი რეზერვის შექმნის შესახებ;
გ) ორგანიზაციულ-მეთოდურ დახმარებას უწევს შსს დანაყოფებს სამსახურებრივი ატესტირების ჩატარების საქმეში, უზრუნველყოფს ატესტაციის როლისა და მნიშვნელობის ამაღლებას თანამშრომელთა კვალიფიკაციის ზრდის სტიმულირებისათვის, ახორციელებს კონტროლს მისი ჩატარების წესებსა და ხარისხიანობაზე;
დ) მონაწილეობს შს ორგანოებიდან დათხოვნილი მუშაკების სამუშაოდ ხელახლა მიღების საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში;
ე) ახორციელებს კონტროლს რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა მიერ შს ორგანოებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე;
ვ) შეისწავლის და განაზოგადებს შსს დანაყოფების საკადრო სამსახურთა მიერ პირად შემადგენლობასთან გაწეული მუშაობის პრაქტიკას, კონტროლსა და ქმედით დახმარებას უწევს მათ საკადრო საკითხების გადაწყვეტაში, ხელს უწყობს საკადრო სამსახურების დაკომპლექტებას კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებით;
ზ) მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში, უზრუნველყოფს შსს აკადემიის კურსდამთავრებულების სამუშაო ადგილებზე განაწილებას და დანიშვნას;
თ) ამოწმებს შსს სტრუქტურულ დანაყოფებში კადრებთან მუშაობის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ითხოვს თანამშრომლებისგან ახსნა-განმარტებებს, შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებიდან კი სათანადო დასკვნებს.
2. სამსახურის გავლის, აღრიცხვის, დაჯილდოებისა და წოდებების მინიჭების განყოფილება:
ა) ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებში ჩარიცხვის, თანამშრომლებთა წახალისების, სპეციალური წოდებების მინიჭების, სახელმწიფო, უწყებრივ ჯილდოზე წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებას და ორგანიზაციას უწევს ჯილდოების გადაცემას;
ბ) აწარმოებს თავის ნომენკლატურაში მყოფი პირადი შემადგენლობის პირად საქმეებს, ნომრულ, ალფაბეტურ და სტატისტიკურ აღრიცხვიანობას;
გ) აწარმოებს შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებისათვის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების და საშვებულებო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას. პირად საქმეებში პირადი შემადგენლობის ბრძანებების, წახალისებისა და დისციპლინური დასჯის ბრძანებების შეტანას;
დ) უზრუნველყოფს შრომის წიგნაკების გაცემას, თანამშრომლების სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და შს სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანას.
3. პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილება:
ა) კონტროლს უწევს პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, პირადი პასუხისმგებლობის გაძლიერების, თანამშრომელთა ინტერესების, უფლებებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებათა ორგანიზაციას;
ბ) ახორციელებს კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინური წესდების განუხრელად შესრულებაზე;
გ) ხელს უწყობს პოლიციის მუშაკთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ამაღლებას, აძლევს მათ საჭირო რჩევა-დარიგებებს და მოითხოვს სამსახურებრივი მოვალეობებისადმი ერთგულებას;
დ) გეგმავს და ატარებს შემოწმებებს პირად შემადგენლობას შორის კანონიერებისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის. პერიოდულად სწავლობს მუშაკების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხს;
ე) განაზოგადებს თანამშრომელთა მიერ დაშვებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, აწვდის ინფორმაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას (საბჭოს) და რეაგირების შედეგებს აცნობს პირად შემადგენლობას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახების კანონიერი უფლებების დაცვაში;
ზ) პირადი შემადგენლობის სულიერი და კულტურული დონის ამაღლების მიზნით თანამშრომლობს კულტურულ და შემოქმედებით კავშირებთან, რელიგიურ კონვენსიებთან და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
თ) ორგანიზაციას უწევს პირად შემადგენლობას შორის კულტურულ-მასობრივ საქმიანობას;
ი) ამზადებს კანონის და კანონქვემდებარე აქტებისა და დირექტიული წერილების პროექტებს;
კ) თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანებთან.
4. საშტატო მუშაობის განყოფილება:
ა) წარმართავს საორგანიზაციო-საშტატო მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ დანაყოფებში. აკონტროლებს ბიუჯეტით გამოყოფილი საშტატო ერთეულების დაფინანსებისათვის სახრების ხარჯვას და მათ მიზნობრივ გამოყენებას;
ბ) ამზადებს წინადადებებს სტრუქტურულ და საშტატო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბიუჯეტით გამოყოფილი რიცხოვნობის ფარგლებში და ხელშეკრულებების საფუძველზე;
გ) ამზადებს და დასამტკიცებლად წარადგენს შს სისტემაში თანამდებობრივ იერარქიას, თანამდებობათა კატეგორიას და მათ თანამდებობრივ ზღვრულ სახელმწიფო სპეციალურ წოდებას;
დ) აწარმოებს შინაგან საქმეთა სისტემაში საშტატო ერთეულთა რიცხოვნობის აღრიცხვას დანაყოფების, კატეგორიებისა და დაფინანსების წყაროების მიხედვით.
5. პროფესიული და ფიზიკური მომზადების განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს პირადი შემადგენლობის პირველდაწყებით, სამსახურებრივ, საბრძოლო და ფიზიკურ მომზადებას, ასევე შინაგან საქმეთა სისტემაში დანაყოფების ახლადდანიშნული ხელმძღვანელი მუშაკების სტაჟირებას და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებას;
ბ) ამზადებს და აკონტროლებს პროფესიული და ფიზიკური მომზადების საკითხებზე არსებული ბრძანებების მითითებებისა და მეთოდური რეკომენდაციების შესრულებას;
გ) მეთოდურად ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო აღმზრდელობით მუშაობას;
დ) სხვა სამსახურებთან და დანაყოფებთან ერთად ორგანიზაციას უწევს უმაღლესი და საშუალო-სპეციალური სასწავლო დაწესებულებების, სასწავლო ცენტრისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაკომპლექტებას.
6. კანცელარია:
ა) უზრუნველყოფს საქმისწარმოების ორგანიზაციას.
თავი VIII
დასკვნითი დებულებები
მთავარი სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.