აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/92
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

 ბრძანება №1-1/92

2022 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 21 ოქტომბრის N01/3673, 2021 წლის 3 ნოემბრის  N01/3811, N01/3809, N01/3810, N01/3805, 15 ნოემბრის N01/3949, 13 დეკემბრის N01/4285, 2022 წლის 14 იანვრის N01/105, 2022 წლის 2 თებერვლის N01/316 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი), ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 1) და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840-კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტებს (შემდგომში - პროექტები.

პროექტებით გასახორციელებელი სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზა წარმოადგენს თბილისის კახეთის რეგიონთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ეკონომიკური ზრდის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი სტრატეგიული პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ერთის მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის და  მეორეს მხრივ, თურქეთსა და ევროპას შორის. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მთავარ სასაზღვრო კვეთის პუნქტებთან დაკავშირება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც აბრეშუმის გზაზე სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. საპროექტო გზის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელ ძირითად მაგისტრალს და როგორც აღინიშნა, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებული გზა გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში როგორებიცაა, ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო, სადაც დასახლებული პუნქტების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება ადგილობრივი ავტოტრანსპორტის გამჭოლად გამავალ სარანსპორტო ნაკადებთან შერწყმა-აღრევა, ქვეითად მოსიარულეების მიერ გზით სარგებლობა და ამასთანავე პირუტყვის მიერ სავალი ნაწილის დაკავება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრთა, ასევე ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში, ალტერნატიული მიმართულებების და მრავალფუნქციური შედარებების საფუძველზე დადგინდა, რომ ავტოტრანსპორტის პროგნოზირებული ინტენსივობა საშუალო ზრდის ტემპით შემდეგი 20 წლის განმავლობაში გაიზრდება (2040 წლისათვის AADT შეადგენს 33 688-ს) და ახალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე კრიტიკულად აუცილებელია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთისათვის, რომლის მარშრუტიც სრულიად აუვლის გვერდს დასახლებულ პუნქტებს, რაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას, შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარეები, საგრძნობლად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და განიმუხტება დასახლებული პუნქტები.

საპროექტო გზის ლოტი 1 იწყება 4+040 ნიშნულზე და მთავრდება 27+840 ნიშნულთან, მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 24 კილომეტრია. საპროექტო გზის მონაკვეთი აღმოსავლეთისკენ მიემართება და გადის ვაზიანის ჩრდილოეთით, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და გადის არსებულ გზაზე პკ.4+798-თან ახლოს. კონსტრუქციის მშენებლობისათვის, რომელიც ორ დერეფანს ჰყოფს, გათვალისწინებულია არსებული გზის რეკონსტრუქცია. საავტომობილო გზა გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით და ორჯერ კვეთს არსებულ რკინიგზას, პკ6+227 და პკ7+511 სადაც შესაბამისი კონსტრუქციებია გათვალისწინებული ორი სატრანსპორტო დერეფნისათვის (საავტომობილო გზა და სარკინიგზო) მათი ცალ-ცალკე გამოყოფით. შემდეგ საავტომობილო გზა ბრუნდება აღმოსავლეთისკენ, შემდგომ ჩრდილოეთით და არსებული სარკინიგზო ხაზის პარალელურად. პკ14+418-ზე გათვალისწინებულია მოეწყოს სართიჭალის დაგეგმილი გადაკვეთა. საპროექტო საავტომობილო გზა გრძელდება, არსებული რკინიგზის ხაზის პარალელურად. გადის მდინარე იორზე, 6 საავტომობილო გზის ხიდით. მდინარის გადაკვეთის შემდეგ, მაგისტრალი გადის იორის მიტოვებულ ქვესადგურზე და გრძელდება არსებული რკინიგზის ხაზის ჩრდილოეთის პარალელურად. პროექტი ითვალისწინებს არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის მთლიან აღდგენას, რომელსაც კვეთს ახალი საავტომობილო გზა. გათვალისწინებულია რამდენიმე გვერდითი გზა და ვერტიკალური ადგილობრივი გზა ადგილობრივი სატრანსპორტო მომსახურებისა და მიწებამდე მისასვლელების აღდგენის/უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, კვანძებზე გათვალისწინებულია მეორეხარისხოვანი გზები ახალი საავტომობილო გზის ადგილობრივ საგზაო ქსელთან დასაკავშირებლად.

საპროექტო გზის ლოტი 2-ის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 8 კმ-ია. იგი კვეთს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთავარ დასახლებებს - ქალაქ საგარეჯოსა და სოფლებს: ხაშმს, პატარძეულს, ნინოწმინდას, წყაროსთავს, გიორგიწმინდასა და თოხლიაურს. საპროექტო მონაკვეთი იწყება ნიშნულიდან კმ27+840 და სრულდება კმ35+500 ნიშნულზე. ის აგრძელებს კონსტრუქციულ ლოტ 1-ს. დასაწყისი - კმ27+840 მდებარეობს ნინოწმინდამდე, ლორის რკინიგზის სადგურთან, დასასრული - კმ35+500 მდებარეობს თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით. საავტომობილო გზა არსებული სარკინიგზო ხაზიდან პარალელურად მიემართება ჩრდილოეთით, დაახლოებით 30+118 პიკეტამდე, სადაც არსებულ სარკინიგზო ხაზზე, მაგისტრალი გადადის ხიდით. 28+607 პიკეტთან ახლოს, გათვალისწინებულია ნინოწმინდას ახალი საავტომობილო კვანძის მოწყობა. 30+118 პიკეტიდან, საიდანაც რკინიგზის ხაზი იკვეთება, საავტომობილო გზა გრძელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც გაივლის საგარეჯოს სამხრეთით. 34+656 პიკეტთან ახლოს გათვალისწინებულია ახალი თოხლიაურის საავტომობილო კვანძის მოწყობა. თოხლიაურის საავტომობილო კვანძის შემდეგ, საავტომობილო გზა მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, 35+500 პიკეტადე, სადაც მთავრდება საპროექტო გზაზე (ლოტი 2). გათვალისწინებულია, რამდენიმე შემოვლითი და ვერტიკალური ადგილობრივი გზების მოწყობა, რათა აღდგეს წვდომა კერძო მიწის ნაკვეთებზე. გარდა ამისა, გზაჯვარედინზე გათვალისწინებულია მეორადი გზების მოწყობა, ახალი საავტომობილო გზის, ადგილობრივ საგზაო ქსელთან დასაკავშირებლად. თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის გზის მონაკვეთების გასწვრივ დაბლობებზე გვხვდება ძირითადად ზომიერი კლიმატური პირობები, ხოლო მთიან ტერიტორიებსა და ხეობებში (ჩალაუბანიდან ბაკურციხემდე) კლიმატი უფრო მკაცრია. რელიეფის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის მთების სამხრეთით მდებარე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულ ხეობას. რელიეფი ძირითადად სწორია მხოლოდ მცირე ქანობებით, მაგრამ გვხვდება უსწორმასწორო ბორცვებიც. ხეობას კვეთს რამდენიმე მდინარე, რომლებიც არხებს, თხრილებსა და წყლის ნაკადებს ქმნის.

პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვინაიდან აღნიშნული გზის მოწყობა უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ საავტომობილო გზაზე მოსახლეობის და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას მრავალი წლის მანძილზე და პროექტის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ასევე განხორციელდება მეორეხარისხოვანი და სხვა, საჭირო შიდა გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აღნიშნული გზებით მოსარგებლე, ნებისმიერი პირისთვის.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული:

ვახტანგ მაჭავარიანის (პ/ნ 01008008865) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  (ს/კ N81.10.28.643)  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

გიორგი თავთავაძის (პ/ნ 12101103169), დარო თავთავაძის (პ/ნ 12001084778), ივანე თავთავაძის (პ/ნ 12001025480), ლუკა თავთავაძის (პ/ნ 12001085285) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N81.12.19.104) ნაწილის  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ირინე მეტრეველის (პ/ნ 12001096234), ციალა თუშიშვილის (პ/ნ 12001065552), ხათუნა თუშიშვილის (პ/ნ 12001065553), ჯემალი თუშიშვილის (პ/ნ 12001066294) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N81.12.19.610) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

სოლომონ მაისურაძის (პ/ნ 36001006418); გიორგი მაისურაძის (პ/ნ 36001000824); ელენე გაბროშვილის (პ/ნ 36001048364); მათიკო მაისურაძის (პ/ნ 36001021862) და ნინო მაისურაძის (პ/ნ 36001005870) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N55.14.59.000.201) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ომარ ჩიტიას (პ/ნ 01001084325) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N81.10.28.655) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ლევან შაინიძის (პ/ნ 61004020092) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  (ს/კ N81.10.38.099) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ვახტანგი სიბოშვილის (პ/ნ 36001034853), ზურაბი სიბოშვილის (პ/ნ 36001002489) და მარიამი სიბოშვილის (პ/ნ 36001048026) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  (ს/კ N55.14.53.000.221) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

დავითი ვარდიაშვილის (პ/ნ №36001003985)  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  (ს/კ N55.12.65.022.602)  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

გიორგი კოტორაშვილის (პ/ნ: N36001019937), თეიმურაზი კოტორაშვილის (პ/ნ: N36001003915), ნინო კოტორაშვილის (პ/ნ: N36001019924) და მარინე კოტორაშვილის (პ/ნ N36001025492) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  (ს/კ  №55.14.53.000.136, ძველი ს/კ N55.14.53.136) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ  უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 1) და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840-კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 1500 კვ.მ  ფართის მიწის ნაკვეთის  (ს/კ №81.10.28.643) მესაკუთრეა ვახტანგ მაჭავარიანი (პ/ნ 01008008865).

დადგენილია, რომ  პროექტით (ლოტი 1) გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვახტანგ მაჭავარიანის საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთი სრულად (ს/კ N81.10.28.643);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე  1000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №81.12.19.104) თანამესაკუთრეები არიან გიორგი თავთავაძე (პ/ნ 12101103169), დარო თავთავაძე (პ/ნ 12001084778), ივანე თავთავაძე (პ/ნ 12001025480) და ლუკა თავთავაძე (პ/ნ 12001085285);

დადგენილია, რომ  პროექტით (ლოტი 1) გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი თავთავაძის, დარო თავთავაძის, ივანე თავთავაძის და ლუკა თავთავაძის თანასაკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთის  ნაწილი - 222 კვ.მ. ოდენობით (ს/კ  N 81.12.19.104);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 1 700 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ  №81.12.19.610)  თანამესაკუთრეები არიან ირინე მეტრეველი (პ/ნ 12001096234), ციალა თუშიშვილი (პ/ნ 12001065552), ხათუნა თუშიშვილი (პ/ნ 12001065553) და ჯემალი თუშიშვილი (პ/ნ 12001066294);

დადგენილია, რომ  პროექტით (ლოტი 1) გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  ირინე მეტრეველის, ციალა თუშიშვილის, ხათუნა თუშიშვილის და ჯემალი თუშიშვილის თანასაკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 232 კვ.მ ოდენობით  (ს/კ N81.12.19.610).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე 1000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.14.59.000.201)  თანამესაკუთრეები არიან სოლომონ მაისურაძე (პ/ნ 36001006418), გიორგი მაისურაძე (პ/ნ 36001000824), ელენე გაბროშვილი (პ/ნ 36001048364), მათიკო მაისურაძე (პ/ნ 36001021862) და ნინო მაისურაძე (პ/ნ 36001005870);

დადგენილია, რომ  პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  სოლომონ მაისურაძის, გიორგი მაისურაძის, ელენე გაბროშვილის, მათიკო მაისურაძის  და ნინო მაისურაძის  თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სრულად (ს/კ N55.14.59.000.201);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე, 6000 კვ.მ ფართის  მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.10.28.655) მესაკუთრეა ომარ ჩიტია (პ/ნ 01001084325);

დადგენილია, რომ  პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ომარ ჩიტიას საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების ნაწილი - 466 კვ.მ ოდენობით (ს/კ 81.10.28.655).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 1112 კვ. მ. ფართის  მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.10.38.099) მესაკუთრეა ლევან შაინიძე (პ/ნ 61004020092);

დადგენილია,  რომ  პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ლევან შაინიძის საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონება სრულად (ს/კ N 81.10.38.099);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე 1000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ: 55.14.53.000.221) თანამესაკუთრეები არიან ვახტანგი სიბოშვილი (პ/ნ 36001034853), ზურაბი სიბოშვილი (პ/ნ 36001002489) და მარიამი სიბოშვილი (პ/ნ 36001048026);

დადგენილია, რომ  პროექტის (ლოტი 2) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვახტანგი სიბოშვილის, ზურაბი სიბოშვილის და მარიამი სიბოშვილის თანასაკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების ნაწილი - 339 კვ.მ ოდენობით (ს/კ N55.14.53.000.221);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ საგარეჯოში მდებარე, 800 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №55.12.65.022.602) მესაკუთრეა დავითი ვარდიაშვილი (პ/ნ №36001003985);

დადგენილია,  რომ  პროექტის (ლოტი 2) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დავითი ვარდიაშვილის   საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი სრულად და მრავალწლიანი ნარგავები - ს/კ N 55.12.65.022.602);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე, 1060 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ  №55.14.53.000.136, ძველი ს/კ N55.14.53.136) თანამესაკუთრეები არიან გიორგი კოტორაშვილი (პ/ნ 36001019937), თეიმურაზი კოტორაშვილი (პ/ნ 36001003915), ნინო კოტორაშვილი (პ/ნ  36001019924) და მარინე კოტორაშვილი (პ/ნ  36001025492).

დადგენილია, რომ  პროექტის (ლოტი 2) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი კოტორაშვილის, თეიმურაზი კოტორაშვილის, ნინო კოტორაშვილის და მარინე კოტორაშვილის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 279 კვ.მ ოდენობით  (ს/კ  №55.14.53.000.136, ძველი ს/კ N55.14.53.136).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან,  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების  ჩამორთმევის  საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2016  წლის 25 მარტის  №1-1/159 ბრძანებით   შექმნილი კომისიის  2022 წლის 25 თებერვლის N1 ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი (ლოტი 1) ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე ვახტანგ მაჭავარიანის (პ/ნ 01008008865) საკუთრებაში არსებულ 1500 კვ.მ  ფართის მიწის ნაკვეთზე სრულად  (ს/კ №81.10.28.643);

1.2 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე გიორგი თავთავაძის (პ/ნ 12101103169), დარო თავთავაძის (პ/ნ 12001084778), ივანე თავთავაძის (პ/ნ 12001025480) და ლუკა თავთავაძის (პ/ნ 12001085285) თანასაკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის  ნაწილზე - 222 კვ.მ. ოდენობით (ს/კ №81.12.19.104).

1.3  გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე ირინე მეტრეველის (პ/ნ 12001096234), ციალა თუშიშვილის (პ/ნ 12001065552), ხათუნა თუშიშვილის (პ/ნ 12001065553) და ჯემალი თუშიშვილის (პ/ნ 12001066294) თანასაკუთრებაში არსებულ 1 700 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე -232 კვ.მ.  ოდენობით (ს/კ  №81.12.19.610).

1.4  საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე, სოლომონ მაისურაძის (პ/ნ 36001006418), გიორგი მაისურაძის (პ/ნ 36001000824), ელენე გაბროშვილის (პ/ნ 36001048364), მათიკო მაისურაძის (პ/ნ 36001021862) და ნინო მაისურაძის (პ/ნ 36001005870) თანასაკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე სრულად (ს/კ №55.14.59.000.201);

1.5 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე, ომარ ჩიტიას (პ/ნ 01001084325) საკუთრებაში არსებულ 6000 კვ.მ ფართის  მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 466 კვ.მ ოდენობით (ს/კ 81.10.28.655);

1.6 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე ლევან შაინიძის (პ/ნ 61004020092) საკუთრებაში არსებულ 1112 კვ. მ. ფართის  მიწის ნაკვეთზე  (ს/კ 81.10.38.099);

2. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840-კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

2.1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე ვახტანგი სიბოშვილის (პ/ნ 36001034853), ზურაბი სიბოშვილის (პ/ნ 36001002489) და მარიამი სიბოშვილის (პ/ნ 36001048026) თანასაკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 339 კვ.მ ოდენობით (ს/კ: 55.14.53.000.221);

2.2 ქალაქ საგარეჯოში მდებარე დავითი ვარდიაშვილის (პ/ნ №36001003985) საკუთრებაში არსებულ 800 კვ.მ ფართის  მიწის ნაკვეთსა  და მასზე არსებულ მრავალწლიან  ნარგავებზე სრულად (ს/კ №55.12.65.022.602);

2.3 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე, გიორგი კოტორაშვილის (პ/ნ 36001019937), თეიმურაზი კოტორაშვილის (პ/ნ 36001003915), ნინო კოტორაშვილის (პ/ნ 36001019924) და მარინე კოტორაშვილის (პ/ნ 36001025492) თანასაკუთრებაში არსებულ 1060 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 279 კვ.მ ოდენობოთ (ს/კ№55.14.53.000.136 (წინა ს/კ 55.14.53.136).

3.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64).

მინისტრი                                                                                      ლევან დავითაშვილი