საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2022
ძალის დაკარგვა 01.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №22/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016613
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,847 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2022 მიღება
01.05.2025 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
აქტიური ბაზარი
ბაზარი, რომელზეც აქტივზე გარიგებები იდება იმ სიხშირით და მოცულობით, რომ განგრძობითად მოიპოვება აქტივის ფასის შესახებ ინფორმაცია
მუხლი 2
ამორტიზებული ღირებულება
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს 9) შესაბამისად გამოთვლილი ამორტიზებული ღირებულება (მთლიან საბალანსო ღირებულებას გამოკლებული დანაკარგის რეზერვი)
მუხლი 2
სამართლიანი ღირებულება
ფასი, რომელსაც შეფასების დღეს გამყიდველი მიიღებდა ბაზარზე აქტივის გაყიდვით ბაზრის მონაწილეებს შორის ჩვეულებრივი გარიგების პირობებში
მუხლი 2
გაუფასურება
აქტივის საბალანსო ღირებულების შემცირება მის ანაზღაურებად ღირებულებამდე
მუხლი 2
დანაკარგის რეზერვი
ფინანსური აქტივის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასებული ოდენობა, რაც გამოიყენება აქტივის საბალანსო ღირებულების შესამცირებლად
მუხლი 2
აქტივი/საპენსიო აქტივი
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად განმარტებული საინვესტიციო პორტფელი, ასევე ნებისმიერი საპენსიო შენატანი და გადავადებული გადასახდელები
მუხლი 2
საპენსიო ვალდებულება
საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მონაწილეებზე გასაცემლები, საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ხარჯები და მათთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ხარჯი. 2. ამ მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 7 დეკემბრის №005 ბრძანებით დამტკიცებული „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით“ განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ მეთოდოლოგიით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №22/04 2022 წლის 11 მარტი ქ. თბილისი საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანებით დამტკიცებული „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია (შემდგომში – ინვესტიციების შეფასების ჩარჩო ან მეთოდოლოგია) განსაზღვრავს ყველა საპენსიო აქტივის ღირებულების შეფასების ძირითად პრინციპებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აქტიური ბაზარი – ბაზარი, რომელზეც აქტივზე გარიგებები იდება იმ სიხშირით და მოცულობით, რომ განგრძობითად მოიპოვება აქტივის ფასის შესახებ ინფორმაცია; ბ) ამორტიზებული ღირებულება – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს 9) შესაბამისად გამოთვლილი ამორტიზებული ღირებულება (მთლიან საბალანსო ღირებულებას გამოკლებული დანაკარგის რეზერვი); გ) სამართლიანი ღირებულება – ფასი, რომელსაც შეფასების დღეს გამყიდველი მიიღებდა ბაზარზე აქტივის გაყიდვით ბაზრის მონაწილეებს შორის ჩვეულებრივი გარიგების პირობებში; დ) გაუფასურება – აქტივის საბალანსო ღირებულების შემცირება მის ანაზღაურებად ღირებულებამდე; ე) დანაკარგის რეზერვი – ფინანსური აქტივის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასებული ოდენობა, რაც გამოიყენება აქტივის საბალანსო ღირებულების შესამცირებლად; ვ) აქტივი/საპენსიო აქტივი – საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად განმარტებული საინვესტიციო პორტფელი, ასევე ნებისმიერი საპენსიო შენატანი და გადავადებული გადასახდელები; ზ) საპენსიო ვალდებულება – საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მონაწილეებზე გასაცემლები, საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ხარჯები და მათთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ხარჯი. 2. ამ მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 7 დეკემბრის №005 ბრძანებით დამტკიცებული „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით“ განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ მეთოდოლოგიით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. მუხლი 3🔗. შეფასების ზოგადი პრინციპები 1. საპენსიო სააგენტომ აქტივები უნდა შეაფასოს სამართლიანი ღირებულებით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა და სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ შემუშავებული საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობასთან დაკავშირებული გლობალური სტანდარტებით (GIPS) განსაზღვრული შეფასების პრინციპების გათვალისწინებით, გარდა ამ მეთოდოლოგიის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ეს მეთოდოლოგია განსაზღვრავს შეფასების მიდგომებს აქტივის ყველა კლასისთვის, რომელში ინვესტირების უფლებაც აქვს საპენსიო სააგენტოს. საპენსიო სააგენტომ არ უნდა განახორციელოს ინვესტირება ისეთ აქტივში, რომლისთვის განსაზღვრული არ არის შეფასების მეთოდოლოგია. 3. უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საპენსიო აქტივები უნდა შეფასდეს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეფასების დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 4. შეფასებისას გამოყენებული მონაცემებისთვის, საინვესტიციო საბჭოს მიერ კლებადი პრიორიტეტულობით დადგენილია შემდეგი იერარქია: ა) დონე 1: კვოტირებული ფასები აქტიურ ბაზრებზე იმავე აქტივებისთვის; ბ) დონე 2: ბაზარზე დაკვირვებადი სხვა მონაცემები (ე.ი. კვოტირებული ფასების გარდა); გ) დონე 3: ის მონაცემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება ბაზარზე. 5. აქტივების შეფასება, რომელთაც აქვთ აქტიური ბაზარი, უნდა მოხდეს დონე 1-ის მონაცემების გამოყენებით. სხვა შემთხვევებში, როდესაც აქტივებს არ აქვთ აქტიური ბაზარი, გამოიყენება დონე 2-ის ან დონე 3-ის მონაცემები. 6. დონე 2-ის მონაცემებად გამოიყენება შიდა ფასწარმოქმნის მეთოდი ან კონკრეტული ფასის წყაროზე მითითება. 7. როდესაც აქტივის შეფასება შეუძლებელია დონე 1 ან დონე 2-ის მონაცემებით, მაშინ გამოიყენება დონე 3-ის მონაცემები. დონე 3-ის მონაცემებად გამოიყენება დამოუკიდებელი შემფასებლები (ფასის მომწოდებლები). დამოუკიდებელი შემფასებლის დაქირავების პრინციპები განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიით. 8. როდესაც შეფასებისას გამოიყენება კონკრეტული ფასის წყაროზე მითითების გზა (დონე 2), საინვესტიციო საბჭომ მესამე მხარის წყაროს შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს სანდოობასთან, საიმედოობასა და პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. 9. შეფასების პროცესში თავიდან უნდა იქნეს არიდებული ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი. საინვესტიციო საბჭომ უნდა უზრუნველყოს, რომ ინვესტიციების შეფასებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები ფუნქციურად და იერარქიულად იყვნენ გამიჯნული იმ სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს. 10. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით საინვესტიციო საბჭო  აქტივის თითოეული კლასისთვის განსაზღვრავს შეფასების დეტალურ მეთოდოლოგიას და საჭიროებისამებრ შეიტანს მასში ცვლილებებს, რომელიც საინვესტიციო სამსახურის მიერ გამოიყენება საპენსიო აქტივების ყოველდღიურ შეფასებაში. 11. შეფასების მიდგომისა და სიხშირის განურჩევლად, ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების გაუფასურების ნებისმიერი გამოვლინება დაუყოვნებლივ უნდა იყოს განხილული და, საჭიროების შემთხვევაში, სამართლიანი ღირებულება განახლდება მაშინვე, როგორც კი შესაძლებელი იქნება ღირებულების დადგენა. გაუფასურების გამოვლინება შესაძლოა იყოს: კომპანიის ფინანსური პრობლემები, რომელშიც განხორციელებულია ინვესტიცია, აქტიური ბაზრის გაქრობა, ბუნებრივი მოვლენების გამო აქტივის დაზიანება ან სიცოცხლისუნარიანობის შემცირება, და სხვა. მუხლი 4🔗. ვადიანი დეპოზიტების, სადეპოზიტო სერტიფიკატების და მიმდინარე ანგარიშების შეფასება 1. საპენსიო აქტივებში შემავალი ვადიანი დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები უნდა შეფასდეს შეფასების დღეს არსებული ამორტიზებული ღირებულებით, სადაც დარიცხული სარგებელი დაიანგარიშება ეფექტური სარგებლის განაკვეთით (ნომინალურ ღირებულებას დამატებული დარიცხული სარგებელი შეფასების დღის მდგომარეობით და გამოკლებული ნებისმიერი გაუფასურება). ფასს 9 სტანდარტით მოთხოვნილი ბიზნეს მოდელისა და მხოლოდ ძირი თანხისა და სარგებლის გადახდის (SSPI) ტესტები უნდა ჩატარდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა გაანგარიშებულ იქნეს ფინანსური ინსტრუმენტების ღირებულება ამორტიზებული ღირებულებით. 2. ინვესტიციის გაუფასურების ნებისმიერი გამოვლინება, როგორიც შეიძლება იყოს ბანკის საკრედიტო რეიტინგის ცვლილება, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შესწავლილი და, საჭიროების შემთხვევაში, საბალანსო ღირებულება განახლდეს მაშინვე, როგორც კი შესაძლებელი იქნება ინვესტიციის ღირებულების გონივრულად დადგენა. გაუფასურებიდან დანაკარგი აღიარებული უნდა იქნეს ფასს 9 სტანდარტის შესაბამისად. 3. საპენსიო აქტივების შემადგენელი ფული, ერთდღიანი დეპოზიტები, მიმდინარე ან/და სხვა ტიპის სარგებლიანი საბანკო ანგარიშები უნდა აღირიცხოს ნაშთზე ნომინალური განაკვეთით დათვლილი დარიცხული სარგებლის გათვალისწინებით. მუხლი 5🔗. აქტიური ბაზრის მქონე აქტივების შეფასება 1. იმ აქტივების ღირებულება, რომლებსაც აქვთ აქტიური ბაზარი,  უნდა განისაზღვროს ყოველ სამუშაო დღეს, კვოტირებული ფასების გამოყენებით. 2. ყველა აქტივისთვის, რომელსაც აქვს აქტიური ბაზარი (გარდა სასესხო ფასიანი ქაღალდებისა), კვოტირებულ ფასად განისაზღვრება შეფასების დღეს ამ აქტივის დახურვის ფასი ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე, რომელზეც დალისტულია ეს აქტივი (ერთზე მეტი ლისტინგის შემთხვევაში გაითვალისწინება პირველადი ლისტინგი). თუ შეფასების დღისთვის დახურვის ფასი არ არის გამოქვეყნებული, შეფასებაში გამოიყენება შესაბამის ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე გამოქვეყნებული უახლესი დახურვის ფასი, რომელიც გამოქვეყნდა შეფასების დღემდე არაუგვიანეს 20 დღისა. 3. სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც აქვთ აქტიური ბაზარი, უნდა შეფასდეს შეფასების დღის ბოლოსთვის გამოქვეყნებული გაყიდვის (bid) ფასით, რომელიც კვოტირებულია სანდო, აღიარებული წყაროს მიერ, ბლუმბერგის ან რეფინიტივის გამოყენებით. თუ შეფასების დღისთვის გამოქვეყნებული გაყიდვის (bid) ფასი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ შეფასებაში გამოიყენება გამოქვეყნებული უახლესი გაყიდვის (bid) ფასი, რომელიც გამოქვეყნდა შეფასების დღემდე არაუგვიანეს 20 დღისა. 4. თუ საინვესტიციო სამსახურს ან/და სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ შეუძლიათ დაადგინონ აქტივის სამართლიანი ღირებულება, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საქართველოს ეროვნულ ბანკს და საინვესტიციო საბჭოს. ასეთ დროს საინვესტიციო სამსახური ან/და სპეციალიზებული დეპოზიტარი მხედველობაში მიიღებენ ისეთ უახლეს შეფასებას, რომელიც წარმოადგენდა აქტივის სამართლიან ღირებულებას. მუხლი 6🔗. აქტიური ბაზრის არმქონე აქტივების შეფასება 1. აქტივებისთვის, რომლებსაც არ აქვთ აქტიური ბაზარი, სამართლიანი ღირებულება შესაძლებელია დადგინდეს ბაზარზე დაკვირვებადი სხვა მონაცემების (დონე 2-ის) გამოყენებით. 2. როდესაც აქტივის სამართლიანი ღირებულების დასადგენად გამოიყენება შიდა ფასწარმოქმნის მეთოდი, გამოყენებული შეფასების მოდელები უნდა იყოს ფინანსურ ბაზრებზე საზოგადოდ აღიარებული. 3. შეფასებისთვის კონკრეტული ფასის წყაროს გამოყენების შემთხვევაში საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს სანდო, საიმედო მესამე მხარე და შეფასებაში გამოიყენოს ამ მესამე მხარის მიერ გამოქვეყნებული კვოტირება. 4. როდესაც აქტიური ბაზრის არმქონე აქტივების შეფასებაში გამოიყენება დონე 2-ის მონაცემები, ისინი უნდა განახლდეს რაც შეიძლება ხშირად, თუმცა სულ მცირე თვეში ერთხელ. მუხლი 7🔗. აქტივების შეფასება ბაზარზე არაიდენტიფიცირებადი მონაცემების გამოყენებით 1. როდესაც აქტივების შეფასებაში შეუძლებელია დონე 1 და დონე 2-ის მონაცემების გამოყენება, მაშინ აქტივები შესაძლოა შეფასდეს ბაზარზე არაიდენტიფიცირებადი მონაცემების (დონე 3) გამოყენებით. ამ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისი და ზუსტი  შეფასებისთვის დაქირავებული უნდა იქნეს დამოუკიდებელი შემფასებლები (ფასის მომწოდებლები). 2. ფასის მომწოდებლებს საინვესტიციო საბჭო კონკურსის წესით შეარჩევს. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მომსახურების მიღება პირდაპირ უკავშირდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებას, აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. 3. ფასის მომწოდებლებთან ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს ჩამოყალიბებული მკაფიოდ, წერილობითი ფორმით. 4. ფასის მომწოდებლის შერჩევის პროცედურა უნდა განისაზღვროს „საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანებით. 5. თუ ფასის მომწოდებლის მიერ შესაფასებელი აქტივი აჭარბებს საპენსიო აქტივების 2%-ს ან 50 მილიონ ლარს, საჭიროა მინიმუმ ორი დამოუკიდებელი ფასის მომწოდებლის შერჩევა. ასეთ შემთხვევაში აქტივის ღირებულებად მიიჩნევა ფასის მომწოდებლების შეფასებების საშუალო. 6. ფასის მომწოდებლების მიერ დადგენილი შეფასება უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რათა მან შეასრულოს შესაბამისი კანონმდებლობით და საპენსიო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობები. მუხლი 8🔗. აქტივის ზოგიერთი კლასისთვის გამოყენებული შეფასების კონკრეტული წესები 1. მიუხედავად ამ მეთოდოლოგიის მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებისა: ა) საქართველოს მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები მინიმალური საკრედიტო რეიტინგით AA- (ან მისი ეკვივალენტი) უნდა შეფასდეს ფინანსურ ბაზრებზე მიღებული შეფასების მოდელების გამოყენებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ნულოვანი შემოსავლიანობის მრუდის გამოყენებით; ბ) ლარში დენომინირებული საჯაროდ გამოშვებული კორპორატიული ობლიგაციები უნდა შეფასდეს შესაბამისი ვადიანობის საქართველოს მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდის შემოსავლიანობაზე ფიქსირებული სპრედის დამატებით. ფიქსირებულ სპრედად გამოიყენება ამ კორპორატიული ობლიგაციის გამოშვებისას დაფიქსირებული სპრედი შესაბამისი ვადიანობის საქართველოს მთავრობის სახაზინო ფასიან ქაღალდთან. საინვესტიციო სამსახურმა, ბაზრის მონიტორინგის შედეგად, საჭიროებისამებრ რეკომენდაცია უნდა მისცეს საინვესტიციო საბჭოს შეფასებისას გამოყენებული ფიქსირებული სპრედის ცვლილებასთან დაკავშირებით; გ)  საჯაროდ გამოშვებული კორპორატიული ობლიგაციები ცვალებადი კუპონის განაკვეთით უნდა შეფასდეს ფინანსურ ბაზრებზე მიღებული შესაბამისი შეფასების მოდელების გამოყენებით. ასეთი ობლიგაციები უნდა შეფასდეს პროსპექტით განსაზღვრულ მითითებულ განაკვეთზე (reference rate) სპრედის (დისკონტის მარჟა) დამატებით. სპრედი (დისკონტის მარჟა) ემისიის დღეს უტოლდება ობლიგაციის გამოცხადებულ მარჟას. საინვესტიციო სამსახურმა, ბაზრის მონიტორინგის შედეგად, საჭიროებისამებრ რეკომენდაცია უნდა მისცეს საინვესტიციო საბჭოს შეფასებისას გამოყენებული სპრედის (დისკონტის მარჟის) ცვლილებასთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აქტივების შეფასებისას გამოყენებული მონაცემები უნდა განახლდეს მინიმუმ კვირაში ერთხელ. თუ ახალი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ საინვესტიციო სამსახური ან/და სპეციალიზებული დეპოზიტარი შეფასებისას გამოიყენებენ უახლეს ხელმისაწვდომ მონაცემებს. 3. იმ ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის ან საინვესტიციო ფონდის ერთეულის სამართლიანი ღირებულება, რომელიც არ ივაჭრება ბირჟაზე, განისაზღვრება მისი ერთეულის უახლესი ფასით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს  აქტივების წმინდა სამართლიან ღირებულებას და გამოქვეყნებული იყოს აღნიშნული ღია საინვესტიციო ფონდის ან საინვესტიციო ფონდის მიერ. 4. საფონდო ბირჟის გარეთ ვაჭრობადი დერივატივების ღირებულება უნდა განისაზღვროს მინიმუმ თვეში ერთხელ, ფინანსურ ბაზრებზე მიღებული შეფასების მეთოდების ან კონკრეტული ფასის წყაროს მითითების გამოყენებით. მუხლი 9🔗. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 1. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებას წარმოადგენს სხვაობა საპენსიო აქტივების მთლიან ღირებულებასა და საპენსიო სქემის მთლიან ვალდებულებებს შორის. 2. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება გამოითვლება ყოველ სამუშაო დღეს, თუმცა არაუგვიანეს მომდევნო ორი სამუშაო დღისა. 3. ყოველ სამუშაო დღეს შესაბამისი სამუშაო დღის ერთეულის ფასის დადგენამდე აქტივების შეფასება უნდა შედარდეს/შეთანხმდეს საინვესტიციო სამსახურსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის. მუხლი 10🔗. შეფასებისას დაშვებული შეცდომებისადმი მიდგომა 1. აქტივების შეფასება ისე უნდა განხორციელდეს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შეფასებისას შეცდომის დაშვების ალბათობა. 2. საპენსიო სააგენტომ პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, უნდა გადახედოს შეფასების მოდელებს, პროცესებს, ფასის წყაროებს და ფასის მომწოდებლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა აღმოაჩინოს შეფასებისას დაშვებული შესაძლო შეცდომები. 3. თუ აღმოჩენილი იქნება შეფასების შეცდომა, რაც გამოწვეულია საინვესტიციო სამსახურის ქმედებით, ან ისეთი ქმედებით, რომელზეც ვრცელდება საინვესტიციო საბჭოს ან საინვესტიციო სამსახურის პასუხისმგებლობა, ასეთი შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და საინვესტიციო სამსახურმა და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა აცნობონ აღნიშნულის თაობაზე საინვესტიციო საბჭოს, საპენსიო სააგენტოს დირექტორს და საქართველოს ეროვნულ ბანკს. 4. შეფასებისას დაშვებული მატერიალური შეცდომა უნდა გასწორდეს ერთეულის ფასის მომდევნო დადგენისას. ამ მუხლის მიზნებისთვის, შეფასების შეცდომა მიიჩნევა მატერიალურად, თუ ის აჭარბებს წმინდა საპენსიო აქტივების ღირებულების 0.05%-ს. 5. შეცდომის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტომ უნდა გაასწოროს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები და აცნობოს დაფიქსირებული შეცდომის შესახებ იმ მონაწილეებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა ამ შეცდომამ. მუხლი 11🔗. შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილება 1. შეფასების მეთოდოლოგია შეიძლება შეიცვალოს, თუ შეფასებისას გამოყენებული მონაცემები აღარ არის ხელმისაწვდომი ან ინვესტიციების შეფასების ჩარჩოს შესაბამისად დამტკიცდება შეფასების ახალი მეთოდოლოგია. 2. შეფასების მეთოდოლოგია ერთნაირად უნდა იქნეს გამოყენებული ყველა საპენსიო აქტივისთვის, იმის მიუხედავად, აღნიშნულ აქტივებს საინვესტიციო სამსახური მართავს, თუ საინვესტიციო საბჭოს მიერ დაქირავებული აქტივების მმართველი კომპანია. შეფასების მეთოდოლოგია თანმიმდევრულად უნდა იქნეს გამოყენებული საანგარიშო პერიოდებს შორის. 3. საინვესტიციო სამსახურმა უნდა აწარმოოს ბაზარზე ცვალებადი გარემოებების მონიტორინგი და რეკომენდაციით მიმართოს საინვესტიციო საბჭოს შეფასების მეთოდოლოგიის საჭირო ცვლილებაზე იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი იერარქიის შეფასება გახდება ხელმისაწვდომი, ან თუ მიაჩნია, რომ შეფასებაში ახალი მონაცემის გამოყენება უკეთ განსაზღვრავს აქტივის სამართლიან ღირებულებას. მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებები ამ მეთოდოლოგიის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში: ა) საინვესტიციო სამსახურმა შეიმუშაოს ინვესტიციების შეფასების პროცედურა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს შეფასების პროცესში ინტერესთა კონფლიქტების მართვის საკითხებს. პროცედურას საინვესტიციო საბჭოს მიერ მოწონების შემდეგ ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი; ბ) საპენსიო სააგენტომ შეიმუშაოს წესი, რომელიც აღწერს შეფასების შეცდომის პრევენციის, აღმოჩენის და გასწორების პროცესებს.