სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023331
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 579 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
მონიტორინგი
სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის  შესაფასებლად
მუხლი 2
ნიმუშის აღება
სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობის გამოსაკვლევად
მუხლი 2
ბიზნესოპერატორი
პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის  წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 14.11.2018 „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 25.09.2024 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 21.07.2025 ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 82% 27.12.2024 სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 81% 27.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №121 2022 წლის 10 მარტი ქ. თბილისი სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის 3​3 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების  მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა (შემდგომში – ეთილის სპირტი) და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის (შემდგომში – დისტილატი) წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების მიზანია სპირტიანი სასმელების,  ეთილის სპირტისა და დისტილატის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგს, დოკუმენტურ შემოწმებასა და ნიმუშის აღებას, მისი ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მონიტორინგი – სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის  შესაფასებლად; ბ) დოკუმენტური შემოწმება -  სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან (ნიმუშის აღება, მონიტორინგი) ერთად ხორციელდება ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება; გ) ნიმუშის აღება – სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობის გამოსაკვლევად; დ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის  წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის. მუხლი 3🔗. მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების ობიექტები მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების ობიექტებია:       ა) სპირტიანი სასმელები, ეთილის სპირტი და დისტილატი; ბ) წარმოების ადგილი და უშუალო პროცესი; გ)  სპირტიანი სასმელების, ეთილის სპირტისა  და დისტილატის წარმოების წესები, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები; დ) სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის წარმოებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მუხლი 4🔗. მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საქმიანობის წესი 1. მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით). 2. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს: ა) მონიტორინგის,  დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების  განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის ან პირების (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) სახელი, გვარი, თანამდებობა; ბ) ბიზნესოპერატორის დასახელება, რომლის საქმიანობაზეც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი; გ) მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების  განხორციელების მიზანი და ობიექტები; დ) მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების  განხორციელების ვადა. 3. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) შეამოწმოს:  ა.ა) დოკუმენტაცია სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და დისტილატის ნაშთების, მათი წარმომავლობის, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული მასალებისა და ნივთიერებების შესახებ;  ა.ბ) ლაბორატორიული ჟურნალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);   ბ) აიღოს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევის მიზნით.         4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) შეამოწმოს მხოლოდ ბრძანებით განსაზღვრული ობიექტები; ბ) შედეგები ასახოს:  ბ.ა) მონიტორინგის ან/და დოკუმენტური შემოწმების აქტში (დანართი №1); ბ.ბ.) ნიმუშის აღების აქტში (დანართი №2). მუხლი 5🔗. ბიზნესოპერატორის ვალდებულება ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ პირს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები. მუხლი 6🔗. მონიტორინგის,  დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების შედეგები მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების შედეგები გამოიყენება: ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ბ) სერტიფიკაციის მიზნებისთვის.