სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება ძალადაკარგული წიაღისეული
მიღების თარიღი 10.03.2022
ძალის დაკარგვა 08.07.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 380090000.76.089.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი | სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის
ბრძანება №3
2022 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 – მე-8 მუხლების, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 იანვრის №1-1/2 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1).
2. დამტკიცდეს სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).
3. დამტკიცდეს სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).
4. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 აპრილის N1 ბრძანება;
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსიანდრო ასლანიშვილი