„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“
მიღების თარიღი 09.09.2021
ძალაში შესვლა 04.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №კატეგორია
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016683
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2022
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| კატეგორია | გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში გამოსახული |
| (1) პროექტის A ნაწილისათვის შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება | 9,504,000 ევრო |
| (2) ადმინისტრირების საკომისიო | 96,000 ევრო |
| ჯამი | 9,600,000 ევრო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ (საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
თარიღი 12 ივლისი 2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ სასესხო შეთანხმება სასესხო ხელშეკრულება (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“
შესრულებული ვერსია
(საოპერაციო ნომერი 52577)
სასესხო შეთანხმება
(თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)
საქართველოსა
და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
შორის
დათარიღებული: 9 სექტემბერი, 2021
სარჩევი
მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები, განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება
ნაწილი 1.02. ტერმინების განმარტებები
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
ნაწილი 2.03. ჩამორიცხვები
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებულებითი პირობები
მუხლი IV – შეწყვეტა; დაჩქარება; გაუქმება
ნაწილი 4.01. შეწყვეტა
ნაწილი 4.02. სასესხო შეთანხმების ვადის დაჩქარება
მუხლი V – ძალაში შესვლა
ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები
ნაწილი 5.03. შეთანხმების შეწყვეტა ძალაში არ შესვლის მიზეზით
მუხლი VI – სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
განრიგი 1 – პროექტის აღწერა
განრიგი 2 – კატეგორიები და გადმორიცხვა
სასესხო შეთანხმება
შეთანხმება დათარიღებული 2021 წლის 9 სექტემბრით საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.
პრეამბულა
ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს;
ვინაიდან მსესხებელი აპირებს პროექტის განხორციელებას, როგორც ეს აღწერილია განრიგში 1, რომლის მიზანია დაეხმაროს მსესხებელს მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებაში კერძოდ, ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვა, ქუჩების დასუფთავება, ქუჩების განათება და დრენაჟი.
ვინაიდან პროექტს განახორციელებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ (შემდგომში – „პროექტის ორგანიზაცია“), რომელიც არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში
– „მუნიციპალიტეტი“) მფლობელობაში მყოფი მუნიციპალური კომპანია, რომელსაც ფინანსურ დახმარებას უწევს მსესხებელი და მუნიციპალიტეტი;
ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისათვის;
ვინაიდან ბანკი თანახმაა, მათ შორის ზემოაღნიშნულის საფუძველზე სესხი გამოუყოს მსესხებელს 9,600,000 ევროს (ცხრა მილიონ ექვსასი ათასი ევრო) ოდენობით წინამდებარე შეთანხმებით, მუნიციპალიტეტსა და ბანკს შორის პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების (შემდგომში
– „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“) და პროექტის ორგანიზაციასა და ბანკს შორის პროექტის ხელშეკრულების პირობების თანახმად (პროექტის ხელშეკრულება, როგორც განსაზღვრულია ბანკის სტანდარტულ ვადებსა და პირობებში);
ვინაიდან ბანკი აპირებს გრანტის სახით დონორების მიერ გამოყოფილი ტექნიკური თანამშრომლობის სახსრების უზრუნველყოფას, საერთო თანხის ოდენობით 400,000 ევრომდე, რათა დააფინანსოს პროექტის B ნაწილი, როგორც ეს აღწერილია განრიგში 1.
შესაბამისად მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები, განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება
2018 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული ბანკის სტანდარტული ვადებისა და პირობების ყველა დათქმა აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული, თუმცა ექვემდებარება შემდეგ სახეცვლილებებს (აქვე სახეცვლილი დებულებები შემდეგში მოიაზრება „სტანდარტულ ვადებად და პირობებად“):
ნაწილი 1.02. ტერმინების განმარტებები
წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარადაა მითითებული ან კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, პრეამბულაში განმარტებულ ტერმინებს აქვთ შესაბამისი, აქ მინიჭებული მნიშვნელობა; სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრული ტერმინებს აქვთ შესაბამისი, აქ მინიჭებული მნიშვნელობა, ხოლო ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობა:
„მსესხებლის
უფლებამოსილი
წარმომადგენელი“ გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს
ან მის მიერ წერილობით დამტკიცებულ პირს.
„კორპორაციული
განვითარების
პროგრამა“
გულისხმობს პროგრამას, რომლიც შემუშავდება საერთაშორისო კონსულტანტების მიერ და განხორციელდება პროექტის ორგანიზაციის მიერ პროექტთან დაკავშირებით და დაფინანსდება დონორი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ. პროგრამა დახმარებას გაუწევს პროექტის ორგანიზაციას (i) მისი შესაძლებლობების განვითარებაში და მისი კორპორატიული მართვისა და ფინანსური და ოპერატიული ეფექტურობის გაუმჯობესებაში; (ii) მყარი ნარჩენების მართვის სატარიფო მეთოდოლოგიის განხილვასა და რეფორმირებაში; iii) საჯარო მომსახურების კონტრაქტის შემუშავებაში.
„განხორციელების პოლიტიკა და პროცედურები“ გულისხმობს ბანკის განხორციელების პოლიტიკასა და პროცედურებს, რომელიც დათარიღებულია 2017 წლის 4 ოქტომბრით.
„ფისკალური წელი“ გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი ცალკეული წლის 1 იანვარს და სრულდება 31 დეკემბერს.
„ქვესასესხო ხელშეკრულება“ გულისხმობს ბანკისთვის მისაღები ფორმისა და შინაარსის მქონე ქვესასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და პროექტის ორგანიზაციას შორის, წინამდებარე ხელშეკრულების 3.01(ა) ნაწილის შესაბამისად, ქვესასესხო ხელშეკრულება შეიძლება, დროდადრო დაექვემდებაროს ცვლილებებს.
„დაინტერესებული
მხარეების
მონაწილეობის
პროგრამა“ გულისხმობს პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსულტანტების მიერ შესამუშავებელ და პროექტის ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ პროგრამას, რომელიც დაფინანსდება დონორი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ და რომელიც დაეხმარება პროექტის ორგანიზაციას საჯარო მფლობელობის პრინციპის გაძლიერებაში, მუნიციპალური ნარჩენების მართვისა და სხვა მუნიციპალური მომსახურების სფეროში საზოგადოების მონაწილეობისა და პროექტის განხორციელებასთან, მათ შორის ტარიფის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოებრივი შემეცნების გაზრდის გზით.
„საჯაო მომსახურების
კონტრაქტი“ გულისხმობს ხელშეკრულებას პროექტის ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის, რაც დაარეგულირებს მუნიციპალური მომსახურების სფეროში მხარეებს შორის ურთიერთობებს და ასეთი ხელშეკრულება იქნება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით.
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს უშუალოდ ამგვარ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითებას.
მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს 9,600,000 ევრო (ცხრა მილიონ ექვსასი ათასი ევრო) წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მითითებული პირობების საფუძველზე.
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
(ა) თანხის გამოთხოვის მინიმალური ოდენობა შეადგენს – 30,000 ევროს. თანხის გამოთხოვის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 20-ს (ოცი).
(ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა – 2,000,000 ევრო.
(გ) თანხის გაუქმების მინიმალური ოდენობა – 2,000,000 ევრო.
(დ) პროცენტის გადახდის თარიღები – ყოველი წლის 15 თებერვალი და 15 აგვისტო.
(ე) (1) მსესხებელი გადაიხდის სესხს თოთხმეტ თანაბარ (ან შეძლებისდაგვარად თანაბარ) ნაწილად, წელიწადში ორი გადარიცხვის საშუალებით – ყოველი წლის 15 თებერვალს და 15 აგვისტოს. სესხის პირველი გადახდის თარიღი იქნება 15 თებერვალი 2025 წ. და სესხის დაფარვის ბოლო თარიღი 15 აგვისტო 2031 წ.
(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს ნაწილში 2.02(ე) მითითებული სესხის დაფარვის პირველ ვადამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს ნაწილში 2.02(ვ) მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს, სესხის დაფარვის პირველი ვადის შემდგომ ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის დაფარვის პირველ ვადას, თანაბრად გადანაწილდება სესხის დაფარვის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწილების შესახებ.
(ვ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა, ბანკის სესხისათვის იქნება ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 36 თვე ან უფრო გვიანი თარიღი, რომელსაც ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს.
(ზ) აუთვისებელ თანხაზე წლიური პროცენტი – 0.5%.
(თ) სესხი ექვემდებარება ცვალებად საპროცენტო განაკვეთს.
ნაწილი 2.03. ჩამორიცხვები
(ა) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგში 2 მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯების, თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯის დასაფარად და (2) ადმინისტრირების საკომისიო.
(ბ) მსესხებელი ანიჭებს უფლებამოსილებას ბანკს ხელმისაწვდომი თანხიდან გადახდილ იქნეს ადმინისტრირების საკომისიოს ტოლი ოდენობა სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.05(გ) ნაწილის შესაბამისად.
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებულებითი პირობები
სტანდარტული პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრულ ზოგად ვალდებულებებზე დამატებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული წერილობით, მსესხებელი:
(ა) თანახმაა, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების თანახმად, მუნიციპალიტეტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სასესხო რესურსი ბანკისთვის მისაღები პირობებით;
(ბ) ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ისარგებლებს საკუთარი უფლებებით იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, რათა შესაბამისობაში იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი;
(გ) არ გასცემს, შეცვლის, გააუქმებს ან მოხსნის ქვესასესხო ხელშეკრულების ნებისმიერ დებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად თანხმდება;
(დ) მისი სრული ძალაუფლების, კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს, რომ მუნიციპალიტეტმა და პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებით და პროექტის ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:
(1) პროექტის ხელშეკრულების ნაწილი 2.02-ის შესაბამისად პროექტის განხორციელების ჯგუფის განსაზღვრა და ფუნქციონირება;
(2) პროექტის ხელშეკრულების ნაწილით 2.03 განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა;
(3 პროექტის ხელშეკრულების ნაწილით 2.04 განსაზღვრული გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხები;
(4) პროექტის ხელშეკრულების ნაწილით 2.05 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში;
(5) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილით 2.01(13) განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელება;
(6) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.06 განსაზღვრულ პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;
(7) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 3.01 განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად;
(8) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 3.02, 3.03 და 3.04 განსაზღვრულ პროექტსა და პროექტის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური და საოპერაციო ასპექტების ყველა პირობასთან შესაბამისობა; და
(9) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების 3.01 და 3.02 ნაწილებით წარმოდგენილ ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებულ ყველა პირობასთან შესაბამისობა.
მუხლი IV – შეწყვეტა; დაჩქარება; გაუქმება
ნაწილი 4.01. შეწყვეტა
სტანდარტული პირობების ნაწილის 7.01(ა)(xvii) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება:
(ა) მსესხებლის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის, ქუჩების განათებისა და ქუჩების დასუფთავების სექტორებში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში ცვლილებებია შესული, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია ისეთი სახით, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს პროექტზე, მსესხებლის, მუნიციპალიტეტის ან პროექტის ორგანიზაციის შესაძლებლობებზე მათი მხრიდან პროექტის ვალდებულებების შესრულებისას ან პროექტის ორგანიზაციის საოპერაციო და ფინანსურ პირობებზე;
(ბ) პროექტის ორგანიზაციის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებია შეტანილი, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია ისეთი სახით, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს პროექტზე, მსესხებლის, მუნიციპალიტეტის ან პროექტის ორგანიზაციის შესაძლებლობებზე მათი მხრიდან პროექტის ვალდებულებების შესრულებისას ან პროექტის ორგანიზაციის საოპერაციო და ფინანსურ პირობებზე;
(გ) თუ ბანკთან სხვაგვარად არ შეთანხმდა, პროექტის ორგანიზაციის კონტროლი სხვა მხარეს გადაეცა, გარდა მუნიციპალიტეტისა;
(დ) მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო ქვესასესხო ხელშეკრულების და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება, ან
(ე) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო პროექტის განხორციელების ხელშეკრულებისა ან ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება.
ნაწილი 4.02. სასესხო შეთანხმების ვადის დაჩქარება
სტანდარტული პირობების ნაწილის 7.06(ვ) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება: ნაწილში 4.01 განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის და ბანკის მიერ მსესხებლისთვის მისი შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში.
მუხლი V – ძალაში შესვლა
ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები
სტანდარტული პირობების ნაწილში 9.02(გ) განსაზღვრული საკითხების მიზნით შემდეგი საკითხები განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებისა და საპროექტო ხელშეკრულების ამოქმედების დამატებითი პირობის სახით:
(ა) ქვესასესხო ხელშეკრულება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილია და მიწოდებულია, ამოქმედების ყველა წინაპირობა ან თანხების გამოთხოვაზე პროექტის ორგანიზაციის/მუნიციპალიტეტის უფლება – წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში – შესრულებულია;
(ბ) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილი და მიწოდებულია, ასევე ამოქმედების ყველა წინაპირობა, წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში – შესრულებულია;
(გ) პროექტის განხორციელების ხელშეკრულება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილი და მიწოდებულია, ასევე ამოქმედების ყველა წინაპირობა, წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში – შესრულებულია;
(დ) ბანკმა მსესხებლის, მუნიციპალიტეტსა და პროექტის ორგანიზაციის სახელით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ გამოცემული სამართლებრივი დასკვნები მიიღო სასესხო, პროექტის განხორციელების, პროექტის მხარდაჭერის და ქვესასესხო ხელშეკრულებებთან მიმართებაში; და
(ე) განისაზღვრა პროექტის განხორციელების ჯგუფი.
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები
(ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის,
სასესხო შეთანხმებისთვის სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ; და
ქვესასესხო ხელშეკრულებასთან მიმართებით წერილი უნდა გაიცეს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ EBRD-თვის, რაც მოიცავს:
(ა) ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილია და მიწოდებული მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლის ფინანსთა სამინისტროსთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.
(ბ) სტანდარტული პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ და შემდეგი განსაზღვრულია, როგორც დამატებითი საკითხები, რომელიც მოცემული უნდა იქნეს დასკვნაში ან დასკვნებში, რომელიც ბანკს უნდა მიეწოდოს:
პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება უფლებამოსილი ან რატიფიცირებულია, ხელმოწერილი და მიწოდებულია მუნიციპალიტეტის სახელით, წარმოადგენს ქმედით და მუნიციპალიტეტისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ვალდებულებებს, რომელთა აღსრულება მისი პირობების თანახმად განხორციელდება; და
ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მიერ და მიწოდებულია მუნიციპალიტეტის სახელით და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღსრულდება.
(გ) სტანდარტული პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები გაიცემა პროექტის ორგანიზაციის სახელით იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ და შემდეგი განსაზღვრულია, როგორც დამატებითი საკითხები, რომელიც მოცემული უნდა იქნეს დასკვნაში ან დასკვნებში, რომელიც ბანკს უნდა მიეწოდოს:
პროექტის ხელშეკრულება უფლებამოსილი ან რატიფიცირებულია, ხელმოწერილი და მიწოდებულია პროექტის ორგანიზაციის სახელით, წარმოადგენს ქმედით და პროექტის ორგანიზაციისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ვალდებულებებს, რომელთა აღსრულება მისი პირობების თანახმად განხორციელდება.
ქვესასესხო ხელშეკრულება უფლებამოსილია პროექტის ორგანიზაციის მიერ და მიწოდებულია პროექტის ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღსრულდება.
ნაწილი 5.03. შეთანხმების შეწყვეტა ძალაში არ შესვლის მიზეზით
წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის.
მუხლი VI – სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
(ა) სტანდარტული პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:
მსესხებლისთვის:
საქართველო
ფინანსთა სამინისტრო
ვ. გორგასლის 16
0114 თბილისი
საქართველო
ადრესატი: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი
ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
იქსჩეინჯ მოედანი N1,
ლონდონი, საფოსტო ინდექსი EC2A 2JN
გაერთიანებული სამეფო
ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ფაქსი: +44-20-7338-6100
ტელეფონი: +44 20 7338 6000
ელექტრონული ფოსტა:
oad@ebrd.com
ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას სამ ეგზემპლარად (ორი ბანკისთვის და ერთი მსესხებლისთვის) და მიწოდებულია თბილისში, საქართველოში, ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
ხელმომწერი: ______________________________
სახელი, გვარი: ლაშა ხუციშვილი
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი: ______________________________
სახელი, გვარი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი
თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი
განრიგი 1 – პროექტის აღწერა
1. პროექტის მიზანია დაეხმაროს მსესხებელს მანქანების, დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენაში, აგრეთვე ციფრული მარშრუტის ოპტიმიზაციაში და სატვირთო ავტომობილების პარკის მართვის სისტემებში მუნიციპალური მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, რაც მოიცავს; მყარი ნარჩენების მართვას, ქუჩის განათებას, ქუჩების დასუფთავებასა და სადრენაჟე სისტემის გაუმჯობესებას ქალაქ თბილისში.
2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რაც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე:
ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)
ა) მყარი ნარჩენების მართვის მანქანები და აღჭურვილობა;
ბ) ციფრული მარშრუტის ოპტიმიზაცია და სატვირთო ავტომობილების პარკის მართვის სისტემები;
გ) ქუჩის დასუფთავების მანქანები;
დ) ქუჩის განათების მანქანები;
ე) სადრენაჟო სისტემის მანქანები.
ნაწილი B: ტექნიკური თანამშრომლობა (საკონსულტაციო მხარდაჭერა)
კორპორაციული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამები.
3. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2023 წლის 31 ოქტომბერი.
განრიგი 2 – კატეგორიები და გადმორიცხვა
1. წინამდებარე განრიგს თან ახლავს დანართი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, სესხის ცალკეულ კატეგორიებში გამოსაყოფი რესურსის ოდენობა და ყოველ ცალკეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ნაწილი.
2. ზემოთ მოცემული პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად, თანხების გადმორიცხვა არ მოხდება სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად.
განრიგი 2-ის დანართი
კატეგორია
გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში გამოსახული
ხარჯების დასაფინანსებელი პროცენტული ნაწილი
(1) პროექტის A ნაწილისათვის შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება
9,504,000 ევრო
საკონტრაქტო ღირებულების 100 პროცენტამდე, გადასახადების გამოკლებით
(2) ადმინისტრირების საკომისიო
96,000 ევრო
100%
ჯამი
9,600,000 ევრო